x
პირის ღრუს ლეიკოპლაკია
image
ლეიკოპლაკია ეწოდება ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, პირის ღრუში და ზოგჯერ ენაზე, გასქელებული, თეთრი ლაქების გაჩენას. ეს ლაქები შესაძლოა ფიზიკური ზეწოლით აიქერცლოს და მოძვრეს. დაავადების გამომწვევი ზუსტი ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა მის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს თამბაქოს ხშირმა მოხმარებამ.სხვა მიზეზებში შეიძლება შედიოდეს ქრონიკული გაღიზიანება, რომლსაც იწვევს გატეხილი კბილები, ისინი მუდმივად აზიანებენ ლორწოვნ გარსს და ტრავმულ ზემოქმედებას ხდენენ მასზე. ასევე ტრავმული ზემოქმედების გამომწვევი შეიძლება გახდეს დაზიანებული მოსახსნელი პროთეზები. ლაქების უმრავლესობა არაკანცეროგენულია (კეთილთვისებიანი), თუმცა ზოგიერთ მათგანი შეიძლება იყოს კიბოს განვთარების მიზეზი. 15 წლის განმავლობაში, ლეიკოპლაკიით დაავადებულთა დაახლოებით 3% განუვითარდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, კანის კიბოს გავრცელებული ტიპი.

ლეიკოპლაკიისგან კიბოს განვითარების ალბათობა დამოკიდებულია პათოლოგიური უჯრედების ზომაზე, ფორმაზე და გარეგნობაზე.

ლეიკოპლაკიის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

ჰომოგენური: ძირითადად თეთრი, თანაბრად შეფერილი თხელი ლაქა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გლუვი, ნაოჭებიანი ან მტვრევადი ზედაპირი, რომელიც მდგრადია მთელ ზედაპირზე.


არაჰომოგენური: ძირითადად თეთრი ან თეთრი და წითელი, არარეგულარული ფორმის აპკი, რომელიც შეიძლება იყოს ბრტყელი, კვანძოვანი (გამონაყარის მქონე) ან ვეროქროზული (ამაღლებული). ასევე შეიძლება გაკეთდეს დამატებითი ქვეკლასიფიკაცია, როგორიცაა წყლულოვანი და კვანძოვანი (ლაქებიანი) და შეიძლება დაგეხმაროთ იმის პროგნოზირებაში, რომ აპკი გახდება კიბო.

არაჰომოგენური ლეიკოპლაკიიდან სტატისტიკურად შვიდჯერ უფრო ხშირად ვითარდება სიმსივნე, ვიდრე ჰომოგენური ტიპიდან.

ლეიკოპლაკია აქტიურად უვითარდებათ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, არსებობს ლეიკოპლაკიის ერთი ფორმა ბუსუსოვან- უჯრედული ლეიკოპლაკია, მისი გამომწვევია ეფშტეინ–ბარის ვირუსი. ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, იგი ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება. ნორმაში, ვირუსი მთვლემარე მდგომარეობაშია, მაგრამ თუ იმუნური სისტემა შესუსტდა, დაავადების ან მედიკამენტების გამო, შესაძლოა ვირუსი გააქტიურდეს და გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ბუსუსოვან–უჯრედული ლეიკოპლაკია. ბუსუსოვანი ლეიკოპლაკია იწვევს თეთრი ფერის, ხავერდისებრ ლაქებს, რომლებიც წააგავს ენის გვერდებზე არსებულ ზედაპირს. ბუსუსოვანი ლეიკოპლაკია ხშირად პირის ღრუს სოკოვან ინფექციაში ეშლებათ, რომელიც იწვევს თეთრ ლაქებს, რომლებიც შორდება. პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია ასევე ხშირია აივ/შიდსით დაავადებულებში.

ლეოკოპლაკიას მრავალგვარი გამოვლენა შეიძლება ჰქონდეს. ცვლილებები ხშირია ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, პირის ღრუში და ზოგჯერ, ენაზე.

ლეიკოპლაკიისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • თეთრი ან მონაცრისფრო ლაქები, რომლებიც არ შორდება
  • არარეგულარული, ბრტყელი ლაქები
  • გასქელებული, გამაგრებული ლაქები
  • ამოწეული, წითელი ლაქები (ერითროპლაკია), რომლებიც უფრო ხშირადაა დაკავშირებული წინასიმსივნურ წარმონაქმნებთან

აივ/შიდსით დაავადებულებს განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენება ამცირებს შემთხვევათა რაოდენობას, მაგრამ მაინც აღინიშნება მომატებული რისკი აივ/შიდსის პაციენტებში და ზოგჯერ ლეიკოპლაკია ამ დაავადების პირველი ნიშანია. ბუსუსოვანი ლეიკოპლაკიის გაჩენა შესაძლოა თერაპიის წარუმატებლობის ნიშანიც იყოს.

მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ გაქვთ შემდეგიდან რომელიმე:

  • თქვენს პირში თეთრი აპკები ან წყლულები, რომლებიც თავისთავად არ იკურნება ორი კვირის განმავლობაში
  • მუწუკები ან თეთრი, წითელი, მუქი ლაქები თქვენს პირში
  • პირის ღრუს ქსოვილებში მუდმივი ცვლილებები
  • ყურის ტკივილი ყლაპვის დროს
  • ყბის მოძრაობის დაქვეითება
ლეიკოპლაკიის დიაგნოზის დასმამდე ხდება ლაქების ბუნების გაგება, ხომ არ არის ისინი სოკოვანი ინფექციისგან გამოწვეული ან ბრტყელი ლიქენის კლინიკური გამოვლინების მაგალითი. თუ მიზეზი არ იქნა ნაპოვნი და თეთრი ლაქები არ გაქრა ორიდან ოთხი კვირის შემდეგ, იღებენ ბიოფსიას (ქსოვილის ნიმუში) და აგზავნიან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად.

მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სირთულეზე. არსებობს მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული და ქირურგიული

კონსერვატიული მეთოდი:

  • შეწყვიტეთ თამბაქოს და ალკოჰოლის გამოყენება.
  • მიირთვით ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები .
  • რეტინოიდების (ვიტამინი A- ზე დაფუძნებული მკურნალობა, რომელიც გამოიყენება მუწუკებისა და ფსორიაზის სამკურნალოდ) მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს დაზიანებების შემცირებას, მაგრამ ხშირია რეციდივები და გვერდითი მოვლენები.
  • ორალური (პირის ღრუს) ვიტამინი A და ბეტა-კაროტინის დანამატები დაგეხმარებათ თეთრი ლაქების გასუფთავებაში, მაგრამ ისინი კვლავ გამოჩნდებიან მას შემდეგ, რაც ადამიანი შეწყვეტს დანამატების მიღებას.
  • აღმოჩნდა, რომ იზოტრეტინოინის დამატებები უფრო ეფექტურია, ვიდრე ბეტა-კაროტინი, სიმსივნური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.

ქირურგიული მეთოდი:


  • დაზიანებების მოცილება ლაზერული გზით.
  • ფოტოდინამიკური თერაპია (მსუბუქი გააქტიურებული კიბოს სამკურნალო საშუალებების გამოყენება).
  • კრიოთერაპია (გაყინვის გამოყენება დაზიანების მოსაცილებლად).
  • ელექტროკაუტერიზაცია (ელექტროენერგიით გაცხელებული ნემსის ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენება დაზიანებების მოსაცილებლად).


0
159
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჭანტურია1
მარიამ ჭანტურია1
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0