x
პროლაქტინომა
image
პროლაქტინი არის ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, ხოლო პროლაქტინომა არის ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც დაკავშირებულია პროლაქტინის ჭარბ გამოყოფასთან.

დაავადების მთავარი ეფექტია სქესობრივი ჰორმონების დაქვეითება: ესტროგენი ქალებში და ტესტოსტერონი კაცებში.

სიმსივნე წარმოქმნის პროლაქტინის მაღალ დონეს. ეს სიმსივნეები შეიძლება იყოს დიდი და მცირე. მცირე სიმსივნეებს (1 სმ-ზე ნაკლები) მირკოპროლაქტინომებს უწოდებენ, ხოლო უფრო დიდ სიმსივნეებს (1 სმ-ზე მეტი) მაკროპროლაქტინომებს. დიდმა სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები ან ორივე ერთად, რადგან ასეთ დროს წარმონაქმნი აწვება მხედველობის ნერვს. პროლაქტინომა ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში და იშვიათად გვხვდება ბავშვებში.

გარკვეულ დანიშნულ მედიკამენტებს ასევე შეუძლიათ გაზარდონ პროლაქტინის დონე. ეს მოიცავს მედიკამენტებს:

  • კალციუმის არხების ბლოკატორები (მეთილდოფა)
  • ტრიციკლური და SSRI დეპრესანტები
  • პრეპარატები რომლებიც შეიცავს ოპიუმს
  • ანტიფსიქოზური პრეპარატები (ჰალოპერიდოლი)

  • ქალებსა და მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ უნაყოფობა, სქესობრივი კავშირის შემცირება და ძვლის დაკარგვა. გარდა ამისა, ქალებს შეიძლება ჰქონდეთ:

  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • არარეგულარული მენსტრუაცია
  • ლაქტაცია არაორსულ ქალებში
  • მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ:

  • ერექციული დისფუნქია
  • გინეკომასტია
  • შემცირებული კუნთოვანი მასა
  • დიაგნოსტირებისთვის არსებობს რამდენიმე მეთოდი:

    • სისხლის ტესტი გამოიყენება სისხლში ჭარბი პროლაქტინის დასადგენად. თუ პროლაქტინის დონე მაღალია, უფრო მეტი გამოკვლევა ტარდება.
    • პროლაქტინომაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, თავის ტვინისა და ჰიპოფიზის MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ხშირად გამოკვლევის უმნიშვნელოვანესი მეთოდია. MRI- ს შეუძლია გამოავლინოს ჰიპოფიზის სიმსივნე და აჩვენოს მისი ზომა.
    • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება
    • რენდგენოლოგიურ გამოკვლევას არ შეუძლია მიკროადენომის ვიზუალიზება, თუმცა მაკროადენომა ადვილად დიაგნოსტირდება ამ მათოდით
    • გამოვკვლევებით უნდა შეფასდეს ასევე ჰიპოფიზის ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანება და თვითონ ჰიპოფიზის ფუნქციური მდგომარეობა.

    მკურნალობა ემყარება მიზეზს. სიმსივნეების მკურნალობისთვის არსებობს შემდეგი ვარიანტები:

  • მედიკამენტოზური მკურნალობა: დოფამინის აგონისტები, როგორიცაა ბრომოკრიპტინი და კაბერგოლინი, ამცირებენ პროლაქტინის წარმოებას. მედიკამენტები კარგად მოქმედებს პროლაქტინომებით დაავადებულთა უმეტესობაზე. ბრომოკრიპტინი მიიღება დღეში 2-3-ჯერ, კაბერგოლინი ხანგრძლივად მოქმედებს და გამოიყენება კვირაში ორჯერ.
  • ოპერაცია სიმსივნის მოსაცილებლად. ქირურგიის გამოყენება შეიძლება, თუ მედიკამენტები არ იყო ეფექტური. ზოგჯერ აუცილებელია ოპერაცია, თუ სიმსივნე ახდენს მხედველობის ნერვზე გავლენას.
  • სხივური თერაპია. იშვიათად, თუ მედიკამენტები და ოპერაციები არ იყო ეფექტური, სიმსივნის შესამცირებლად იყენებენ სხივებს

  • 0
    57
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მარიამ ჭანტურია1
    მარიამ ჭანტურია1
    57
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0