x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
საბავშვო ბაღის თანამშრომელმა ქალებმა გამტაცებელს ბავშვი წაართვეს
image

ქალები ჯგუფურად გაეკიდნენ მამაკაცს, რომელმაც ბავშვი გაიტაცა.


როსტოვის ოლქში, მატევეევო-კურგანის რაიონში საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა დიდი ვაჟკაცობა და გმირობა გამოავლინეს.


ქალებმა ხუთი წლის ბავშვი იხსნეს გამტაცებელისგან, რომელმაც ბავშვი სეირნობის დროს გაიტაცა.


ერთბაშად ექვსი თანამშრომელი გაეკიდა გამტაცებელს და ბავშვი წაართვა .

როგორც სოფელ ანასტასიევკის საბავშვო ბაღი «Ягодка»-ს ხელმძღვანელმა ელენა ნიკულინამ განუცხადა KP- ს კორესპონდენტს, შემთხვევა საღამოს მოხდა ბავშვების სათამაშო მოედანზე გასეირნების დროს.


-ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღის წინ, ბებიამ შვილიშვილი ჩვენს საბავშვო ბაღში მოიყვანა, ბავშვი ზაფხულის გასატარებლად პეტერბურგიდან ჩამოვიდა. კარგი, მომღიმარი, ცნობისმოყვარე პატარა ბიჭუნაა- ამბობს ელენა ნიკულინა.


იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი დღე. საღამოთი ჰაერზე გასეირნება. უფროსი ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, პატარები კი ქვიშაში იქექებოდნენ.

ახალი მიღებული ბიჭუნა ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ტერიტორიას. სერიოჟა (სახელი შეცვილია) მიუახლოვდა ღობეს და მის უკან პარკის თვალიერებას შეუდგა. სწორედ იმ ადგილზე ღობე დაზიანებული იყო და მცირეზე ღია ადგილი იყო დარჩენილი, სწორედ იმ ადგილზე კაცი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ღობეს, დავალო ბიჭუნას ხელი და გაიტაცა.


გამტაცებელს გაეკიდა ერთბაშად 6 ქალი:მასწავლებელი, სამურნეო ნაწილის გამგე, ძიძა, ფსიქოლოგი, მუსიკის მასწავლებელი და მზარეული!

ქალები გამტაცებელს დაეწივნენ .რა დროსაც გაიმართა გააფთრებული ბრძოლა, საბოლოოდ საკმაოდ კუნთმაგარი მამაკაცი არა მარტო გააკავეს, არამედ თოკითაც დააბეს სანამ სამართალდამცავები მოვიდოდნენ.

image

დაკავების შემდეგ მამაკაცი ამტკიცებდა, რომ იგი ბავშვის გატაცებას კი არა, მის გადარჩენას აპირებდა, თითქოსდა კულტურის სახლში თურმე სნაიპერი იჯდა და ბავშვების მისამართით სროლას აპირებდა. დამნაშავეს ჯერ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, შემდეგ კი სასამართლოს გადასცემენ, მსგავსი დანაშაული 12 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.


6 გმირი ქალიდან რამდენიმემ მსუბუქი ტრავმა მიიღო.


0
131
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0