x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508850
სიფილისის კვლევა ტასკიგიში-ყველაზე სამარცხვინო ექპერიმენტი აშშ-ს ისტორიაში
image

გასაგები მიზეზების გამო, ამერიკელები ვერაფრით იამაყებენ ამ ექსპერიმენტით. რომელიც ისტორიაში შევიდა სახელით Tuskegee Syphilis Study -და გაგრძელდა 40 წელიწადი, 1932 წლიდან 1972-მდე.ეს გასაკვირი არ არის, რადგან მისი განხორციელების დროს ექიმებმა მეცნიერების სახელით მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ეთიკა და ამავე დროს საკუთარი სინდისი სასწორზე დადეს.



1932 წელი აღინიშნა სიფილისის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლით. "სამარცხვინო" დაავადების სამკურნალო საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს.(პირველი ანტიბიოტიკის-პენიცილინის დამზადებამდე კიდევ წლებია დარჩენილი) სწორედ ამ პერიოდში ამერიკელი ექიმები იწყებენ საიდუმლო ექსპერიმენტს, რომლის მიზანი იყო: - დაავადების მიმდინარეობის დოკუმენტირება შავკანიანებში; - სპეციფიკური ნიშნების იდენტიფიკაცია თეთრ და მუქ კანის პაციენტებში; - დაავადების მიმდინარეობაზე დაკვირვება . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ექიმებს სურდათ დაენახათ, როგორ განვითარდებოდა დაავადება შავკანიანებში, თუ მათ არ უმკურნალებდნენ.


იმ პერიოდში საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობდა ძლიერი ცრურწმენები, მაგალითად ითვლებოდა, რომ შავკანიანი ადამიანები უფრო დაუცველები არიან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურმა (USPHS) მათზე გაამახვილა ყურადღება.



სამუშაოების ჩასატარებლად შეირჩა მეიკონის ოლქი(შტატი ალაბამა) სადაც მოსახლეობის მესამედზე მეტი სიფილისით იყო დაინფიცირებული. ექიმებმა ქალაქ ტასკიგიში გაავრცელეს ბროშურები, სადაც მოუწოდებენ ხალხს, რომ მისულიყვნენ სისხლის უფასო გამოკვლევაზე.

image

ასობით ღარიბი ადამიანი გამოეხმაურა მოწოდებას, რომლებსაც დაპირდნენ უფასო სამედიცინო გამოკვლევებსა და საკვებს.


უამრავი ადამიანი იყო, ვისაც სურდა მოეშორებინა "ცუდი სისხლი" (ასეთ საერთო სახელს იყენებდნენ მაშინ სხვადასხვა სახის დაავადებების აღსანიშნავად).

image


საბოლოოდ ექიმებმა კვლევისთვის 600 კაცი დაიტოვეს. აქედან 399-ს(პირველ ჯგუფს) ჰქონდა სიფილისი და 201-ს არა(მეორე ჯგუფს).


მეორე ნაწილს საკონტროლო ჯგუფის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. სუბიექტები სრულ საინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ. მათ არ იცოდნენ და არც აცნობეს ავადმყოფობის ან ექსპერიმენტის შესახებ. ყველაზე არაადამიანური იყო ის, რომ არც არავინ აპირებდა მათ მკურნალობას. ექიმებმა მხოლოდ სამედიცინო დახმარების ილუზია შექმნეს: ისინი მცირე რაოდენობის კაფსულებს და მალამოებს აძლევდნენ ავადმყოფებს, რომელიც დარიშხანს და ვერცხლისწყალს შეიცავდა (იმ დროს სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა).

image

თუ პაციენტები ექიმებთან მიღებაზე აღარ დადიოდნენ, მედიკოსები დაბრუნებას აიძულებდნენ, რათა ექსპერიმენტში მონაწილეობა მიეღოთ. სწორედ ამ მიზნებისთვის იყენებდნენ ეუნის რივერსს, შავკანიან ექთანს, რომელიც ხალხს ცხელ საკვებს და წამლებს ურიგებდა.


დიდი დეპრესიის პერიოდში აუცილებელი იყო შავკანიანი სამედიცინო სპეციალისტი, როგორც ამბობდნენ, ექპერიმენტში მონაწილეთათვის აუცილებელი იყო მათი წრის წარმომადგენელი, რათა ნდობა ჰქონოდათ "მკურნალობის" მიმართ.

image

მკვლევარებმა კონცეტრირება გააკეთეს იმაზე, რომ ექსპერიმენტის დროს არცერთ მონაწილეს არ მიეღო სამედიცინო დახმარება. ამასთან დაკავშირებით, უბნის ყველა ექიმს გაუგზავნეს სიები სუბიექტების სახელებით და თხოვნა : სიფილისის შემთხვევაში არ ემკურნალათ მისთვის.


ზოგიერთი მამაკაცი 1941 წელს ჯარში გაიწვიეს. სამედიცინო კომისიის დროს მათ სიფილისი აღმოაჩნდათ. აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა თხოვნით მიმართა კომისიას გაწვევაზე უარის თქმასთან ერთად, არ აღმოეჩინათ მათთვის სამედიცინო დახმარება. მკვლევარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა გვამებს.


სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ, USPHS ფარავდა ყველა ხარჯს, რათა მშვიდად შეესრულებინა გაკვეთა და შეესწავლა დაავადების ზემოქმედება ორგანიზმზე.


1947 წლისთვის ცნობილი გახდა, რომ პენიცილინი წარმატებით მკურნალობდა სიფილისს. შტატებში გაიხსნა რამდენიმე სამედიცინო ცენტრი, სპეციალიზირებული სიფილისით დაავადებულ პაციენტებზე, თუმცა ამ არაადამიანური ექსპერიმენტის მონაწილეებს იქ წასვლის უფლება არ ჰქონდათ.

image

იმავე წელს შემუშავდა ნიურნბერგის კოდექსი, რომლის ამოცანა იყო ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების პროცედურის დარეგულირება. მოგვიანებით მომზადდა და ძალაში შევიდა ჰელსინკის დეკლარაცია, რომელიც შეიცავს ეთიკურ სტანდარტებს ექიმებისთვის, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს ექსპერიმენტების დროს. ორივე ეს დოკუმენტი უგულებელყოფილი იქნა USPHS- ის მიერ და განაგრძო ექსპერიმენტებს შავკანიან ამერიკელებზე. ისინი შეჩერდნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ინფორმაცია პრესის ყურამდე მივიდა, ვრცელი სტატია გამოქვეყნდა New York Times- ში. იმ დროისთვის მხოლოდ 74 ადამიანღა იყო ცოცხალი. 128 ადამიანი გარდაიცვალა სიფილისით ან მასთან დაკავშირებული გართულებებით. 40 ქალი - ექსპერიმენტის მონაწილეთა ცოლი დაინფიცირდა სიფილისით, ხოლო 19 ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში


image

როდესაც საქმე საჯაროდ გაჟღერდა, ამ ამბავს ხალხის მასიური პროტესტი მოჰყვა. USPHS– ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ფერადკანიანი ხალხის წინსვლის ეროვნულმა ასოციაციამ (NAACP), რომელმაც მოიგო ეს საქმე. შედეგად, აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურმა პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს სრულ სამედიცინო დახმარებას ექსპერიმენტის ყველა მონაწილისთვის, ვინც იმ დროისთვის ცოცხალი გადარჩა.


image

1997 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ქვეყნის სახელით ოფიციალურად ბოდიში მოუხადა არაადამიანური ექპერიმენტის მონაწილეების, რომელთაგან იმ დროისთვის მხოლოდ 8 იყო დარჩენილი. უკანასკნელი მათგანი 2004 წელს გარდაიცვალა. ექპერიმენტის პერიოდში დაბადებული ბავშვებს (დღეისთვის 10-ია დარჩენილი) სპეციალური შეღავათები ეძლევათ.


image

0
255
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0