x
გულმკერდის ანთებითი დაავადებები

image
გულმკერდის
არეში გვხვდება როგორც არასპეციფიურ, ისე სპეციფიურ ანთებით პროცესები. არასპეციფიურ ანთებით პროცესს მიეკუთვნება გულმკერდის რბილი ქსოვილების ანთება. კერძოთ, ფლეგმონა, რომელიც ძირითადად დახურული ან ღია ტრავმის შემდეგ ვითარდება დაოსტეომიელიტი, რომელიც არის ძვლოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესი.სპეციფიურიპროცესებიდან გვხვდება ლიმფური კვანძების და ძვლოვანი კარკასის ტუბერკულოზი.

ტკივილი მკერდის არეში გულისხმობს სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის დისკომფორტს. მართალია, ამგვარი სიმპტომები ბევრ სხვა პრობლემასაც ახლავს თან, მაგრამ გულმკერდში ტკივილი ხშირად სიცოცხლისათვის საშიში დაავადების გამოვლინებაა და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებით გამოწვეული ტკივილის შემთხვევაში ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

სტატისტიკურად გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი არის:

  • გულის იშემიური დაავადება - 31%
  • პერიკარდიტი (გულის პერანგის ანთება) - 4%
  • აორტის დაავადება - 2%,
  • კუჭ-ნაწლავის დაავადება - 42%,
  • გულმკერდის კედლის სინდრომი (გადატანილი გულმკერდის ტრამვა, მიალგია, მიოზიტი, სტრესით გამოწვეული ) - 28%,
  • პნევმონიტი - 2%,
  • ფილტვის კიბო - 1, 5%
  • ჰერპეს ზოსტერი - 1%.

გულმკერდის არეში უეცრად დაწყებული ტკივილი ან ქოშინი შეიძლება იყოს კარდიული (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, სხვადასხვა პათოლოგიით ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით გამოწვეული), რაც აუცილებლად მოითხოვს კარდიოლოგის დაუყოვნებელ კონსულტაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
რაც შეეხება არაკარდიალურ ტკივილს, მისი მიზეზია გულმკერდის ღრუში არსებული სხვა ორგანოების ან ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის პრობლემით გამოწვეული დისკომფორტი, რაც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან. მსგავსი ხასიათის ტკივილი ძლიერდება ხელით ზეწოლისას, ღრმა ჩასუნთქვისას, სხეულის პოზიციის ცვლილებისას, ხველის დროს. მასაც აქვს დამახასიათებელი ლოკალიზაცია, იმის და მიხედვით თუ რომელი ორგანოს პრობლემა იძლევა ტკივილს გულმკერდში.

გულმკერდის დაავადებათა ცალკე ჯგუფს მიეკუთვნება ტიტცეს და მონდორის სინდრომები.

ტიტცეს სინდრომი

აღნიშნული სინდრომი აღწერილია გერმანელი ქირურგის - ტიტცეს მიერ 1921 წელს დაცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით : ტიტცეს დაავადება, ნეკნების დისტროფია, ძვალ-ქონდრალური სინდრომი, ნეკნოვანი ხრტილები და სხვა. ამ დროს ადგილი აქვს ნეკნისხრტილოვან ნაწილში არასიმსივნური მტკივნეული წარმონაქმნის ჩამოყალიბებას. იგიერთნაირი სიხშირით გვხვდება მამაკაცებშიც და ქალებშიც. ძირითადად ავადდებიან 20-40 წლის ასაკის ფიზიკურად მომუშავე პირები. დაავადება ცალმხრივია და ზიანდებამარცხენამხრივ მეორე ნეკნის ხრტილი (60%), შედარებით იშვიათად კი მესამე და მეოთხენეკნის ხრტილი (30%).

აღნიშნული ნეკნთა ხრტილებში პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს ასეპტიური ანთებისსახით.

კლინიკური სურათი ხასიათდება დაზიანების არეში მწვავე ტკივილით, დაავადებისდაწყებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ მტკივნეულ უბანში ჩნდება შესიება, რომელიციჭერს მთელ ნეკნთაშუა სივრცეს.აღნიშნული სიმსივნური შესიება 0, 5-3 სმ-ით მაღლა დგასჯანმრთელ მხარესთან შედარებით.ტკივილი ფიზიკური დატვირთვის, მოძრაობის დადაზიანებულ გვერდზე წოლის დროს ძლიერდება . კანი შესიების არეში ჩვეულებრივი ფერსაადა მოძრავია. ტკივილი გრძელდება რამდენიმე დღიდან კვირეები და ზოგჯერ თვეები. სიმსივნე ტკივილების ჩაცხრომის შემდეგ კარგა ხანს რჩება.

დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკლევას. დაზიანებისარეში გამოხატულია ნეკნის გასქელება, ხოლო ხრტილოვანი ნაწილის შესახსრებასთანმადეფორმირებელი ართროზი.

ტიტცეს სინდრომის მკურნალობა კონსერვატიულია . გამოიყენება ფიზიოთერაპიულიმკურნალობა - პარაფინის აპლიკაციები, ელექტროფორეზი კალიუმის იოდიდით, ასევერენგენოთერაპია, ადგილობრივ 0, 5% ნოვოკაინის და ჰიდროკორტიზონის შეყვანა.

image

მონდორის დაავადება

მონდორის დაავადება - გულმკერდისა და მუცლის იდიოპათიური ზედაპირული მიგრირებადიფლებიტი შედარებით იშვიათი დაავადებაა.

ძირითადი როლი დაავადების განვითარებაში ადგილობრივ ფაქტორებს ეკუთვნის. უხშირესადეს არის ტრავმა ან მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ან ინფექცია. ზოგჯერ იგი ვითარდებაგულმკერდის ორგანოთა სიმსიფნური დაზიანების ფონზე (განსაკუთრებით ხშირად ძუძუსკიბოს დროს ან კიდევ ფილტვის, პანკრეასისა და კუჭის კბოს დროს ).

დაავადების განვითარებაში გამოყოფენ ორ ფაზას : 1. ვენური სტაზის ფაზა, რომლის ფონზეგულმკერდისა და მუცლის ზედაპირულ ვენებში ვითარდება თრომბოფლებიტი, 2. მასკლეროზირებული ფლებიტის ფაზა, რომელსაც თან ახლავს პერიფლებიტიც.

მონდორის დაავადების დროს ადგილი აქვს ტკივილს და დაჭიმვის შეგრძნებას გულმკერდისარეში. ამ დროს გულმკერდისა და მუცლის არეში აღინიშნება კანქვეშ სწორხაზოვანი ჭიმისარსებობას, რომელიც კანთან შეხორცებულია. აღნიშნული შნურისმაგვარი წარმონაქმნი. სიგრძით 3-4 სმ-დან 20-30 სმ-ია. ტკივილი ძლიერდება ტანის მოძრაობის, ღრმა ამოსუნთქვის, ჩახველების დროს. ტემპერატურა ზოგჯერ სუბფებრილურია. ედსი მომატებულია. ზემოაღნიშნული მოვლენები გრძელდება ერთი კვირიდან 3 თვემდე და შემდეგ მკურნალობისგარეშე სპონტანურად ქრება.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0