x
გინგივიტი
image
გინგივიტი
წარმოადგენს ღრძილის ლორწოვანი გარსის ანთებას კბილ-ღრძილის შეერთების მთლიანობის დარღვევის გარეშე. იგი შეიძლება იყოს ლოკალური და გენერალიზებული, მწვავე და ქრონიკული .


ეტიოლოგია და პათოგენეზი. გინგივიტის პირველადი მიზეზია კბილის მიკრობული ნადები. ლოკალურ გინგივიტის წარმოშობას უკავშირებენ ღრძილის მექანიკური ქიმიური ან ფიზიკური ხასიათის ტრავმას. გენერალიზებული გინგივიტი, ვითარდება სხვადასხვა ინფექციური და ენდოკრინული გენეზის დაავადებების მიმდინარეობისას ბავშვებში და ახალგაზრდა პირებში.გინგივიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს :

1.დაქვეითებული იმუნიტეტი 2.ღრძილების დაზიანება 3.ც ვიტამინის უკმარისობა 4.პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა 5.სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება 6. ბჟენების და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები.


გინგივიტის რამდენიმე ფორმა არსებობს : 1. კატარული 2. წყლულოვანი 3.ჰიპერტროფული გინგივიტის კატარული და წყლულოვანი ფორმები მწვავე და ქრონიკულად მიმდინარეობს, ჰიპერტროფული კი მხოლოდ ქრონიკულად.ჰიპერტროფილი ქრონიკული გინგივიტის დროს გარდა იმისა, რომ ადგილი აქვს ღრძილის ქსოვილის ლიმფოციტებითა და პლაზმური უჯრედებით მასიურ ინფილტრაციას აღინიშნება აგრეთვე კოლაგენური ბოჭკოებისა და მფარავი ეპითელიუმის გამრავლებას ჰიპერკერატოზისა და აკანტოზის მოვლენებით.



დაავადების სიმპტომებია საკვების მიღების დროს ტკივილის შეგრძნება, ღრძილების დაწითლება და დასიება, უსიამოვნო სუნი პირში, ღრძილის ჰიპერპლაზია, ღრძილების ატროფია.


მკურნალობის მეთოდები

მწვავე ლოკალური გინგივიტი გამომწვევი მიზეზის მოცილებისას შეიძლება გამოჯანმრთელობით დამთავრდეს. ასევე მწვავე გენერალიზებული გინგივიტი იმ დაავადებების ლიკვიდაციის პირობებში, რომლის გართულებასაც იგი წარმოადგენდა, გამოჯანმრთელობით დამთავრდება.ქრონიკულად მიმდინარე კატარული, წყლულოვანი და ჰიპერტროფული გინგივიტები პაროდონტიტის წინა სტადიება.გინგივიტის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები არსებობს. კონსერვატიულუ - ანთების საწინააღმდეგო თერაპია, პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა, ეტიოლოგიური მკურნალობა. ქირურგიული ღრძილის ჰიპერტროფიული ნაწილის მოკვეთა, ტუჩისა და ენის ლაგამების კორექცია.

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0