x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონა,რომელმაც 14-ჯერ გადაიტანა ანაფილაქსიური შოკი,მაინც მოუწოდებს მოსახლეობას გაიკეთოს აცრა
imageპანდემია დღემდე ბობოქრობს, არ თმობს პოზიციებს და ყოველდღიურად ათასობის ადამიანს იწირავს, მის საწინააღმდეგო, ჯერჯერობით ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაა, თუმცა სამწუხაროდ ზოგჯერ მასაც უსიამოვნო შედეგები მოაქვს.


28 აპრილს 25 წლის კირსტი ჰექსტმა, ჰემფშირიდან(ინგლისი) გაიკეთა Pfizer / BioNTech კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისე, რომ არც იცოდა გოგონამ, რომ ერთ-ერთი ინგრედიენტის მიმართ ალერგიული იყო.აცრიდან დაახლოებით 20 წუთში გოგონას ენა და ტუჩები დაუსივდა და სუნთქვა შეეკრა.პაციენტს უმალ დაუდგინდა ანაფილაქსიური შოკი - მწვავე და ზოგჯერ ფატალური ალერგიული რეაქცია.


გოგონა სასწრაფოდ მოათავსეს ინტენსიურ თერაპიაში, სადაც კიდევ რამდენჯერმე განიცადა ანაფილაქსიური შოკი. კრისტი ისე იყო შეშინებული, რომ არ ეგონა თუ ცოცხალი გადარჩებოდა და ტიროდა იმის გამო, რომ ვეღარ ნახავდა თავის ორი წლის ქალიშვილს.

image


"სანამ ხელოვნურ კომაში ჩავვარდებოდი, ჩემი ქალიშვილის გამო ვტიროდი, რადგან მეშინოდა, რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი".



საერთო ჯამში, კლინიკაში ყოფნის დროს პაციენტმა ანაფილაქსიური შოკი 14-ჯერ განიცხადა- ვაქცინაზე ძლიერი და იშვიათი რეაქციის გამო. გარდა ამისა, კრისტი კრუნჩხვებში ჩავარდა, რა დროსაც იგი დაეცა და მოიტეხა მაჯა, ფეხი და ღაწვის ძვალი.

image

გოგონა კვლავ საავადმყოფოში წევს, თუმცა, მიუხედავად ასეთი საშინელი გამოცდილებისა, ის მაინც მოუწოდებს სხვებს ვაქცინაცია ჩაიტარონ, რადგან თვლის, რომ ეს"სიცოცხლის გადარჩენის" გზაა, - წერს გამოცემა The Sun.


image

ასევე იხილეთ


ორიოდე დღის წინ კორონავიურსმა იმსხვერპლა ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა, ის ვირუსს თითქმის ერთი თვე ებრძოდა. ბოკუჩავა თავდაპირველად წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც...

6 მაისს, ბრიტანელმა სტეფანი დიუბუამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა და ორი კვირის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი განვითარებული გართულებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. გასული წლის ბოლოს, 39 წლის მოდელი დიდი ბრიტანეთიდან გადასახლდა კვიპროსის დაბა პაფოსში. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც კუნძულზე Oxford-AstraZeneca-ს ვაქცი...

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია. საავადმყოფოები გადატვირთულია, ჟანგბადი მწირია და დაინფიცირებულები იღუპებიან დახმარების მოლოდინში. მათ შორის იყო პოპულარული ბლოგერი და მსახიობი რაჰულ ვოჰრა. 35 წლის რაჰულ ვოჰრა კორონავირუსით გარდაიცვალა ნიუ დელის საავადმყოფოში ყოფნისას, სადაც იგი მაისის დასაწყისში...

41 წლის პარიკმახერმა შოტლანდიის ლამკაშირიდან ლეა კინგმა 12 მარტს გაიკეთა აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით, რა დროსაც მალევე გამოუვლინდა გვერდითი მოვლენა ძლიერი დისკომფორტით: კანზე გამოაყარა, დაეწყო ძლიერი ქავილი და ისეთი წვა, თითქოს ცეცხლი ეკიდა. "კანი ძალიან მტკივა და მუდმივად მეწვის. აქამდე ასეთი ტკივილი არასდროს მიგ...

მთავარმა არხმა მოიპოვა სკანდალური დოკუმენტები, რომლებზეც ამჟამად გამოძიება მუშაობს და რომელზე დაყრდნობითაც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას რამ მოკლა 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე. ტელესიუჟეტის მტკიცებით ვლინდება რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომელიც მეგი ბაქრაზის თბილისში გამოდმოყვანის დროს ვლინდება, კერძოდ პირველი ჩანაწერი არის ფილტვების ...

0
104
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0