x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეგი ბაქრაძის სიკვდილის ქრონიკა და აქამდე უცნობი დოკუმენტები
image


“მთავარმა არხმა” მოიპოვა სკანდალური დოკუმენტები, რომლებზეც ამჟამად გამოძიება მუშაობს და რომელზე დაყრდნობითაც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – რამ მოკლა 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე.


ტელესიუჟეტის მტკიცებით ვლინდება რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომელიც მეგი ბაქრაზის თბილისში გამოდმოყვანის დროს ვლინდება, კერძოდ პირველი ჩანაწერი არის ფილტვების ანთება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ექიმი ასკვნის, რომ პაციენტს მუცლის ღრუში სითხე აქვს, ამასვე ასკვნის ექოსკოპია, რომ პაციენტს მენჯის ღრუში 500-დან 700-მდე მილილიტრი სითხე აქვს ჩაღვრილი, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, აღნიშნებოდა უმძიმესი შინაგანი სისხლდენა.

შეგახსნებთ, მეგი ბაქრაძე 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან დაახლოებით ნახევარ საათში კომაში ჩავარდა, რის გამოც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადმოყვანილი, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.



შსს-მ საქ­მე აღ­ძრა 116-ე მუხ­ლით, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.


მეგი ბაქ­რა­ძე ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან, მე­უღ­ლეს­თან და მე­უღ­ლის დე­დას­თან ერ­თად ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ენ­თელ­ში ცხოვ­რობ­და.იგი ახალ­ცი­ხე­ში, კლი­ნი­კა "იმედ­ში", მედ­დად მუ­შა­ობ­და და ექი­მებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ანა­ლი­ზე­ბის აღე­ბის პრო­ცეს­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

image

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოგო იყო. უზო­მოდ კე­თი­ლი იყო. მშვი­დი და პო­ზი­ტი­უ­რი. სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო და მის გვერ­დით ვერ მო­ი­წყენ­დი. სა­მა­გა­ლი­თო დედა და მე­უღ­ლე იყო. " - ასე დაახასიათა მეგი მეზობელმა.



2
337
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
337
  
2021, 30 მარტი, 23:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 30 მარტი, 16:40
ვიდეო არ იხსნება
0 1 2