x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
DOTA 2 Wraith King - გმირის ისტორია

image

ძვლების იმპერიის მეფე ოსტარიონს სჯერა, რომ სანამ ის თავის სასახლეში კოშკს აშენებს მტრების ძვლებისაგან, არასოდეს მოკვდება. მაგრამ საბოლოოდ ის ხვდება, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა, მისი სხეული და ძვლები შეიძლება ნებისმიერ დროს განადგურდეს. ის დიდ ხანს ფიქრობდა, იმის შესახებ თუ როგორ მოეხერხებინა მარადიულად ცხოვრება და სამუდამოდ ხელისუფლებაში ყოფნა.

საბოლოოდ ოსტარიონს დაებადა იდეა მარადიული სიცოცხლის მოპოვებისა "მრისხანე ენერგიის" გამოყენებით, რაც გულისხმობდა სუფთა, ნედლი სულების, შთანთქმას საკუთარ სხეულში. ეს სულები კი "ბნელი ძალების" სიკვდილის შედეგად წარმოიშვებოდა.

მეფემ იცოდა, რომ მას სხეულის ჩამოსაყალიბებლად, დიდი რაოდენობის სული სჭირდებოდა, ოსტარიონმა უამრავი ადამიანი დახოცა და ამოაცალა მათ სულები იმისათვის რომ საჭირო რაოდენობის შეეგროვებინა.


შეგროვილი სულები მან ერთ სარიტუალო ადგილზე შეკრიბა და დაელოდა მზის დაბნელებას რომ მოეწყო ე.წ. Wraith-Night", რათა შებინდებისთანავე დაეწყო ნანატრი სარიტუალო პროცესი.

ოსტერიონმა შეძლო საკუთარი სხეულის უკვდავად გადაქცევა, მისი სხეული დატენილი სულებისაგან გახდა ე.წ. აჩრდილთა მეფე (ანუ ვრაის კინგი), იმ მომენტში იგი თითქოს თავიდან დაიბადა, მიაშტერდა საკუთარ ტახტს და დაიწყო სიარული მიწაზე უზარმაზარი ხმლის ხოხიალით, მას სურდა რომ ხალხი მისი ერთგული მიმდევარი ყოფილიყო.

ვრაის ნაითის შემდგომ ოსტერიონმა გაიხსენა საკუთარი სამეფოს პირვანდელი სახე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ჩონჩხის მეფე ე.წ. სკელეტონ კინგი იყო, ხოლო მისი სამეფო კი ძვლების იმპერია. ოსტერიონი ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ საკუთარი სამეფო ტახტი დამზადებული ჰქონდა მისი მტრების ძვლებისაგან.

ოსტერიონმა სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად ასევე მოკლა დრედნაითი, რაინდი, რომელიც მისი მეფობის მოწინააღმდეგე იყო, თუმცა საბოლოოდ იგი დამარცხდა და მოკვდა. მისი სხეული ტრანსფორმირდა აბჯარად და მახვილად, რომელსაც ახლა Wraith King ატარებს.

რაც შეეხება გვირგვინს, გვირგვინი, რომელსაც ოსტარიონი ატარებს, ასევე დამზადებულია მაგნოცეროსის რასისგან, რომელიც გმირი მაგნუსების რასას წარმოადგენს.

ოსტერიონი ძალიან სასტიკი მეფეა და მზადაა დახოცოს ხალხი, რათა შეისრულოს თავისი სურვილები.

არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ აწ უკვე გათავისუფლებული სუკუბუსი აკაშა, ყველასათვის ცნობილი როგორც ტკივილის დედოფალი და მეფე ოსტერიონი ყველასგან მალულად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან. არავინ იცის, რა გრძნობით. მაგრამ ბევრი ჩურჩულებს რომ ისინი ერთად დაინახეს.

ნუთუ შესაძლებელია რომ სამყაროს ამ ორ ყველაზე სასტიკ არსებას ერთმანეთი უყვარდეთ?

ან იქნებ სძულთ კიდეც?

მათი ურთიერთობის შესახებ სიმართლე ჯერაც არავინ იცის, ...

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0