x
მსოფლიო დონის ჩელისტის იო-იო მას ახალი ალბომის ინსპირაციად პანდემია იქცა
პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, მუსიკოსებისთვის მსმენელთან დასაკავშირებელ ერთადერთ ალერნატიულ გზად ონლაინ სთრიმინგები იქცა.მსოფლიო ინტერნეტ სესიებიდან ერთ-ერთია ამერიკელი ჩელისტის იო-იო მას მუსიკალური ვიდეოები _#SongsofComfort, რომელიც 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. მუსიკალური კამპანია, რომელიც შეერთებულ შტატებში მყოფმა მამ პანდემიის გამოცხადებიდან მალევე საკუთარი იუთუბ არხის მეშვეობით შესთავაზა მსმენელს, 21 ჩანაწერისაგან შემდგარი გენიალური ალბომის ინსპირაციად იქცა.


2020 წლის 11 დეკემბერს დიდებულმა ჩელისტმა იო-იო მამ და ინგლისელმა პიანისტმა ქეთრინ სთოთმა ერთობლივი ალბომი_“Songs of Comfort and Hope” გამოუშვეს Sony Classical-ისთვის.ალბომი მოიცავს 21 ახალ ჩანაწერს, რომელიც აერთიანებს ტრადიციული ფოლკლორული მუსიკის თანამედროვე არანჟირებებს, პოპ, ჟაზ მუსიკას და დასავლური კლასიკური რეპერტუარის მთავარ ნაწარმოებებს.

image

ავტორები გვიცხადებენ, რომ მუსიკალური კომპოზიციები ემოციათა მცირე დროითი კაფსულებია, რომლებიც მოიცავენ დიდი ხნის დაკარგულ ოცნებებსა და სურვილებს, დიადი სულის გრძნობებს, ოპტიმიზმსა და ერთიანობის შეგრძნებას.ალბომის მიზანია პანმდემიის შედეგად დათრგუნული და დამძიმებული სულების ნუგეშისცემა, განხნევება და მათთვის იმედის ჩასახვა.


ალბომის შეძენა შესაძლებელია AMAZON-სა და ITUNES-ზე, მოსმენა კი SPOTIFY -ის საშუალებით.აღსანიშნავია, რომ მა და სთოთი ალბომის გაყიდვების შედეგად შემოსულ თანხებს მთლიანად გადასცემენ the Musicians Foundation-სა და Help Musicians UK-ს, რათა პანდემიის შედეგად დაზარალებულ მუსიკოს-შემსრულებლებს გაუწიონ დახმარება.აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით მოგვაწოდეს თავად ჩელისტმა და Sony Classical რეკორდსმა 2021 წლის 19 თებერვალს.




0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა კერძევაძე
ანა კერძევაძე
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0