x
ხატია ბუნიათიშვილის მორიგი წარმატებული ალბომი „ლაბირინთი“

კიდევ ერთი დამამტკიცებელი იმისა, რომ მუსიკა ყველაფერზე მაღლა დგას და „უხილავ მტერზედაც“ კი იმარჯვებს, პანდემიის მანძილზე მუსიკოსების არნახული წარმატებაა. შეცვლილი მუსიკალური ცხოვრების მიუხედავად, მრავალი ონლაინ კონცერტის, ლაივ სთრიმინგების გარდა, არტისტებმა განაგრძეს აქტიური მუშაობა, რის შედეგადაც ჩაკეტილ ქვეყნებსა და ქალაქებში, კარანტინულ პირობებში, უამრავი წარმატებული პროექტის განხორციელება შეძლეს მსოფლიო შემოქმედებმა.


გასულმა წელმა მრავალი საოცარი მუსიკოსის ახალი ალბომი გვაჩუქა, მათ შორის ქართველებისაც.ასეთია კლასიკური მუსიკის „დივა“, ქარიზმატული, მსოფლიო დონის შემსრულებელი ხატია ბუნიათიშვილი.მსოფლიოში ცნობილმა, დიდებულმა ქართველმა-ფრანგმა პიანისტმა 2020 წლის 9 ოქტომბერს არაჩვეულებრივი ალბომი_”ლაბირინთი“ გამოუშვა.


ხატიას ახალი ჩანაწერი Sony Classical-ისთვის კიდევ უფრო ღრმად წარმოგვიჩენს შემსრულებლის მდიდარ სულიერ სამყაროს.მუსიკოსი წერს, რომ ლაბირინთი ჩვენი ცხოვრება, ბედისწერა და ქმნილება, გრძნობები, უგულებელყოფილი აწმყო, სიზმრები, ცხოვრების მრავალხმინობა, პოლიფონიაა.ხატიას „ლაბირინთი“ განსაკუთრებულად ემოციური და გრაციოზული ნამუშევარია.გზაა, რომელიც ირეალურ, ფანტასტიკურ სამყაროში მიგიძღვის.

პარიზის ფილარმონაიში ჩაწერილი ალბომის ეკლექტური ხასიათი კიდევ ერთი დამადასტურებელია პიანისტის განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნებისა, ხედვისა და იმისა, რომ ფენომენალური ნიჭის მქონე ხატია ნებისმიერ ჟანრში საუკეთესოა.ალბომი ენიო მორიკონეს „დებორას თემით“იწყება.კინომუსიკის გარდა, ბუნიათიშვილი ასრულებს გინსბურგის, სატის, ბახის, შოპენის, რახმანინოვის, ლისტის, ბრამსის და სხვათა ნაწარმოებებს, მათ შორის ამერიკელი კომპოზიტორის ჯონ ქეიჯის ცნობილ_ 4'33".აღმაფრთოვანებელია ხატიას მოგზაურობა მრავალ განსხვავებულ ჟანრსა თუ ეპოქაში.



საოცარი შეფასებები, უდიდესი მოწონება და წარმატება ხვდა წილად 2020 წლის შემოდგომაზე გამოშვებულ „ლაბირინთს“.ხატიას ალბომი ფრანგული ჩარტების ლიდერი გახდა, რის შესახებაც პიანსიტმა მსმენელს სოციალური ქსელების საშუალებით ამცნო.2021 წლის 12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ლაბირინთმა“ iTun-სა და Amazon-ზე მოსმენისა და გადმოწერის მხრივ პირველი ადგილი დაიკავა. ალბომის ვინილი 2021 წლის 19 თებერვალს გამოვიდა, რომლის შეძენაც მსმენელებს უკვე შეუძლიათ.



imageimage

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ანა კერძევაძე
ანა კერძევაძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0