x
დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების კოგნიტური მოდელი

image

აარონ ბეკი გვთავაზობს შემდეგ ძირითად ცნებებს:

1. კოგნიტური ტრიადა- ბეკი გეპრესიას განიხილავს არა უბრალოდ მდგომარეობას, რომელიც გარკვეული გუნებ-განწყობით ხასიათდება, არამედ როგორც კოგნიტურ მდგომარეობას. დეპრესიას თან ახლავს სამი ძირითადი პატერნის აქტივაცია, რომლებიც შეადგენენ კოგნიტურ ტრიადას. პირველი კომპონენტი უკავშირდება კლიენტის უარყოფით წარმოდგენას საკუთარ თავზე, კლიენტებს მიაჩნიათ, რომ არ არიან მომხიბვლელები არაფერს არ წარმოადგენენ და უსუსურები არიან. მეორე კომპონენტია უარყოფითი წარმოდგენა აწყმოსა და წარსულზე. კლიენტები ზედმეტად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის მიმართ, რაც ხელს უშლის მიზნების მიღწევაში. მესამე კომპონენტი ეხება უარყოფით დაკიდებულებას მომავლის მიმართ. ადამიანები მომავალს მუქ ფერებში ხედავენ. უიმედობამ შეიძლება გამოიწვიოს აზრები თვითმკვლელობაზე. მოცემული კოგნიტური პატერნები იწვევს დეპრესიის მოტივაციური, ქცევითი და ფიზიკური სიპტომების აღმოცენებას. მოტივაციურ ნიშანს წარმოადგენს სურვილების გაქრობა, ქცევით და ფიზიკურ სიპტომებს კი წარმოადგენს ინერტულობა და დაღლილობა.

2. სქემები, რომლებიც ადამიანს მიდრეკილს ხდიან დეპრესიისკენ- დეპრესიული სქემების ფორმირება ხდება ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, სხვადსხვა დანაკარგთან დაკავშირებულ სიტუაციებს შეუძლიათ დეპრესიის გამოწვევა, ხელს უწყობენ დეპრესიული სქემის ჩამოყალიბებას. სოციოტროპული და ავტონომიური ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ვარდებიან დეპრესიაში. დეპრესიის გამოწვევა მატრავმირებელ მოვლენასაც შეუძლია. დეპრესიის გაღრმავებასთან ერთად ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ თავიანთი უარყოფითი აზრების ობიექტურად განხილვის უნარი. მათ აქვთ ასეთი აზრები: "მე არაფერს არ წარმოვადგენ, მე მომხიბვლელი არ ვარ" და ა.შ.


3. კოგნიტური შეცდომები და დამახინჯებები- დეპრესიული სქემები და მოსაზრებები ართულებენ კოგნიტურ გადამუშავებას, აღქმას, დასკვნების გამოტანას. ვეღარ უმკლავდებიან პრობლემებს. დეპრესიული აზროვნების ძირითადი მახასიათებლები: აქცენტი ცხოვრებისეული მოვლენების უარყოფით ასპექტზე, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე ნებისმიერ სიტუაციაში, საკუთარი თავის გაუფასურება წარუმატებლობის შემთხვევაში. უარყოფითი თვისებების განზოგადება, "ჩიხური ხედვა", რომლის მიხედვითაც პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

რაც შეეხება შფოთვით აშლილობას, ამ დროს მთავრ კოგნიტურ თემას წარმოადგენს საფრთხე. შფოთვა არის სტრატეგია, რომელიც მუქარაზე საპასუხოდ გამოიყენება. შფოთვითი აშლილობის დროს გადარჩენის ნორმალური ევოლუციური მექანიზმი გადაჭარბებული ხდება. ბეკი ეთანხმება ლაზარუსს, რომელიც განასხვავებს პირველად და მეორად შეფასებას. პირველადი შეფასება გულისხმობს პირველად შთაბეჭდილებას, რომელსაც მივყავართ იმ აზრამდე, რომ ეს სიტუაცია დამღუპველია. მეორადი შეფასების დროს კი ადგილი აქვს საფრთხის ხასიათისა და მნიშვნელობის გადაფასებას და საკუთარი რესურსების შეფასებას, რომელიც საფრთხესთან გასამკლავებლად არის საჭირო.

ისევე როგორც დეპრესიის დროს, დისფუნქციურ სქემებსა და მოსაზრებებს შეუძლიათ შფოთვის ტენდენციის წარმოქმნა. ამ დისფუნქციური მოსაზრებების აქტივაცია შესაძლებელია ზედმეტი მოთხოვნევით, მუქარითა და სტრესით. კოგნიტური შეცდომები მოიცავენ საფრთხის სერიოზულობისა და ალბათობის გადაფასებას, უარყოფითი შედეგებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებას, საჭირო რესურსების არასწორ შეფასებას.დამხმარე ფაქტორებზე ყურადღების არასაკმარის გამახვილებას. მოკლედ, ადამიანები შფოთვითი აშლილობებისას გადაამეტებენ ზიანის მიღების ალბათობას და ვერ აფასებენ სიტუაციასთან გამკლავების საკუთარ შესაძლებლობას.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0