x
რა არის დემენცია?

image
ტერმინი "დემენცია" ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას, რომელსაც ახასიათებს მენტალური აქტივობის დაქვეითება. ოლიგოფრენიისგან განსხვავებით( თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობა), დემენცია ვითარდება ხანშიშესულ ასაკში, თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. არსებობს დემენციის რამდენიმე სახე: 1) სისხლძარღოვანი დემენცია- ჭკუასუსტობა გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვებში განვითარებული თრომბი, რაც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების დაღუპვას. მკვდარ ქსოვილს უწოდებენ ინფარქტს, ხოლო ინსულტი კი ნიშნავს ერთჯერად ინფარქტს. 2) მულტიფაქტორული დემენცია- მისი გამომწვევი მიზეზია ინფარქტების რიგი თავის ტვინში. ცალკეული მათგანი არ იწვევს ცვლილებებს, მაგრამ ერთად აღებული ხდებიან დემენციის მიზეზი. 3) ალცჰაიმერის ტიპის დემენცია- თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ზოგი მეცნიერი მიჩნევს, რომ დაავადების მიზეზია რამდენიმე გენის ცუდი კომბინაცია. ალცჰაიმერის არმოჩენის რისკი იზრდება 70 წელს გადაცილებულ ადამიანებთან. ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური დახასიათება- პროგრესირებადი დემენცია, ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირება, ქერქის სხვადასხვა ნაწილში სენილური ბალთების ფორმირება. ანსხვავებენ დემენციის სამ კატეგორიას: მსუბუქი( ადამიანი არ საჭიროებს კონტროლს), საშუალო( ხანდახან საჭიროებს კონტროლს) და მძიმე( მუდმივად საჭიროებს კონტროლს). დემენციის სიპტომები: მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, აზროვნების შეფერხება და ინტელექტის დაქვეითება, შფოთვა, აგრესია, მეტყველების დაქვეითება, მხვედელობითი აგნოზია, მოტორული უნარების დაკარგვა, ემოციების დაკარგვა. image
ინტელექტის დაქვეითების ირიბი მიხზეზებია: ფსიქოლოგიური მოლოდინი, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა ფაქტორები. ფსიქოლოგიური მოლოდინი- ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მოხუცებულობის ასაკში დაკარგავს მეხსიერებას, გახდება სხვებზე დამოკიდებული. ამას ხშირად უწოდებენ "დასწავლილ უსუსურობას" ფსიქიკური ჯანმრთელობა- ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა გავლენას ახდენს კოგნიტურ პროცესებზე. ახლობელი ადამიანის არდაცვალებაზე გავრცელებული რეაქციაა- დეპრესია, რომელიც იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას. რომლის შედეგიცაა ინტელექტუალური დონის დაქვეითება. სხვა ფაქტორები- კარგი ფიზიკური ფორმა ეხმარება ადამიანს კოგნიტური ამოცანების გადაჭრაში. კვება- თუ ადამიანი ცუდად იკვებება, არ იღებს ვიტამინებს, ეს ცუდ გავლენას ახდენს მის გონებრივ შრომაზე. ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ნეგატიურად მოქმედებს კოგნიტურ პროცესებზე. მედიკამენტები. ბევრ მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები. მაგალითად ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა. ინტელექტუალური პასირობა. ხანგრძლივი ავადმყოფობის, სოციალური იზოლაციის ან დეპრესიის შემდეგ, ზოგიერთ ადამიანს უჭირს დაუბრუნდეს ჩვეულ გონებრივ აქტივობას.

0
928
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
928
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0