x
ტანისამოსის გავლენა პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაზე
ტანისამოსი წარმოადგენს სიმბოლოების ერთ-ერთი ფორმას, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ჩვენ მიერ სხვების შესახებ შთაბეჭდილებების ჩამოყალიბებაზე.
შეუძლებელია ტანისამოსის ტარება, ისე რომ ის არ იძელეოდეს გარკვეული სახის ინფორმაციას ჩვენს შესახებ.

მორისი ამტკიცებს, რომ თითეული კოსტიუმი ჰყვება ისტორიას იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ის აცვია (morris, 1977).

image

პირველი შთაბეჭდილება - განისაზღვრება როგორც მსჯელობა ან განსჯა.
ფსიქოლოგიაში, პირველი შთაბეჭდილება არის მოვლენა, როდესაც ერთი ადამიანი პირველად ხვდება მეორეს, და იქმნის მენტალურ სურათს (ხატს) მის შესახებ (Flora, 2004) .


პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბების საფუძველს ქმნის: გენდერი, ასაკი, კულტურა, გარეგნობა, სხეულის პოზა, ხმა და განსაკუთრებით კი ჩაცმულობა.

პირველი შთაბეჭდილება, ასევე, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც თავდაპირველი შეფასება, რომელიც ეყრდნობა არავერბალური კომუნიკაციის სიგნალებს.

კვლევებმა (Willis & Todorov, 2006) აჩვენა, რომ უცნობის გარეგნობაზე დაყრდნობით, შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას დაახლოებით 10 წამი სჭირდება.

პირველი შთაბეჭდილების შექმნის ერთ-ერთ საფუძველს ტანისამოსი წარმოადგენს. კვლევების მიხედვით დგინდება, რომ:

  • ტანისამოსი პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაზე დიდ გვალენას ახდენს (Naumann, 2009).
  • ტანისამოსი ეს არის ინფორმაციის გადაცემის სისტემატური წყარო, მისი მფლობელის შესახებ (Damhorst, 1990).
  • ტანიმასოსი უკავშრდება სხვადასხვა ტიპის პიროვნებას, პროფესიულ და კულტურულ ფუნქციას (Naumann et al, 2009).
  • ტანისამოსის ფერი და ფორმა, კოსტიუმის ტიპი და ფეხსაცმელი ქმნიან საფუძველს, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლები ადამაინებს აფასებენ (Johnson et al, 2002)
ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები პირველად ხვდებიან ერთმანეთს, მათ ძალიან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ, მიუხედავად ამისა, კვლევის (Gille & Mittag, 2008) შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კორელაცია ტანისამოსსა და ადამიანის ინტელიგენტად აღქმას შორის.

image

კვლევა ჩატარდა სტუდენტი გოგოების ორ ჯგუფზე. პირველი ჯგუფში იყვნენ კონსერვატიულად ჩაცმული გოგონები, ხოლო მეორეში პროვოკაციულად ჩაცმულნი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გოგოები, რომლებსაც ეცვათ კონსერვატიულად, აღიქმებოდნენ უფრო მაღალი ინტელექტის მქონედ, ვიდრე ის გოგოები, რომელთაც ეცვათ პროვოკაციულად.

  • გოგოები, რომლებსაც ეცვათ კონსერტვატიულად ქმნიდნენ ინტელექტის პოზიტიურ ხატს.
  • პროვოკაციული ტანისამოსი კი ძირითადად დაკავშირებული იყო თვითგამოხატვასთან, თავისუფლებასა და სექსუალურობასთან.
ერთ-ერთი კვლევის (Lightstone et al. 2011) მიხედვით, სტუდენტები ფიქრობენ, რომ უმაღლესი სასწავლებლის ლექტორები, რომლებიც არაფორმალურ ან ნახევრადფორმალურ ტანისამოსში არიან გამოწყობილნი, ნაკლებად იმსახურებენ ნდობას (ნაკლებად სანდოები არიან), იმ ლექტორებთან შედარებით, რომელებიც ძირითადად, ფორმალური ტანისამოსში არიან გამოწყობილნი.

გარდა ამისა, კვლევის (Behling and Williams, 1991; Behling, 1995) შედეგად დამტკიცდა, რომ მასწავლებლების მიერ მოსწავლეენის შეფასებაზე, აკადემიურ უნარებთან, ინტელექტსა და ქცევასთან დაკავშირებით, გავლენას ახდენს მოსწავლის ჩაცმულობა.


0
37
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0