x
როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ავტორიტეტის გავლენას
როგორც ვიცით ავტორიტეტი გავლენის ერთ-ერთ ძლიერი იარაღია, რომლის ამოქმედებისთვისაც უბრალოდ ავტორიტეტის როლის მორგებაც კი საკმარისია. ავტორიტეტის მოდელის შესაქმნელად გამოიყენება: ტიტულები, ტანისამოსი და ატრიბუტები. ისინი მექანიკურად იწვევენ ჩვენში არსებული „ფირფიტის“ გააქტიურებას და მორჩლებისკენ გვიბიძგებენ, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში შეცდომამდე მივყავართ.

თუმცა, თავდაპირველად უნდა აღვნიშნო ის რომ, ისევე როგორც გავლენის სხვა იარაღებში აქაც მიზანშეწონილი არ იქნება, ყოველთვის წინააღმდეგობა გავუწიოთ გავლენის ზემოქმედებას, რადგან, როგორც წესი, ავტორიტეტულმა პირებმა მაგალითად, ექიმებმა ან მოსამართლეებმა იციან რასაც ლაპარაკობენ და უფრო გონივრული იქნება თუ კონკრეტული საკითხების ექსპრტებს ამ საკითხებთან მიმართებაში დათანხმებით და დავემორჩილებით.

image

ავტორიტეტის გავლენისგან განთავისუფლება და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელი ხდება მაშინ როდესაც მის სანდოობაში ეჭვი შეგვაქვს. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია, ობიექტურად გაავაანალიზოთ ის სიმბოლოები, რომელიც მას ავტორიტეტად გვანახებს ანუ ობიექტური ინფორმაცია მოვიპოვოთ ავტორიტეტის ცოდნასა და ძალაზე. (სრულიად შესაძებელია აღნიშნული სიმბოლოები ყალბი აღმოჩნდეს.)


წინააღმდეგობის გაწევაში გვეხმარება 2 კითხვის დასმა. პირველი ავტორიტეტის ცოდნას ეხება - არის თუ არა ავტორიტეტი ექსპერტი? თუ ავტორიტეტად ყალბი სიმბოლოების მოქმედების საფუძველზე აღვიქვამთ და ამას გავაცნობიერებთ მისი გავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევასაც შევძლებთ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტორიტეტი შეიძლება ექსპერტი იყოს არ გულისხმობს იმას, რომ მის მიმართ ბრმა მორჩილებით უნდა განვეწყოთ. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმასაც, საუბრობს თუ არა ავტორიტეტი იმ საკითხზე, რომელშიც ექსპერტია. გავლენისათვის წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელია დავსვათ მეორე კითხვაც: რამდენად შეგვიძია ვედნოთ ექსპერტს მოცემულ სიტოაციაში? მიუხედავად საკითში ინფორმირებულობისა, ავტორიტეტი შეიძლება მაინც არასწორად გვაწვდიდეს ინფორმაციას პირადი მიზნებისა და ინტერესებისთვის ან სხვა მრავალი მიზეზის გამო. სწორედ ამიტომ აუცილებელია კარგად ავწონ-დავწონოთ ინფორმაციის საიმედოობა მოცემულ სიტოაციაში.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0