x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქოხი ციმბირში,სადაც სტალინი გადასახლებაში ცხოვრობდა, მუზეუმი გახდება
image

ციმბირული ქოხი ირკუტსკის რაიონის სოფელ ნოვაია უდაში, სადაც სტალინი გადასახლების დროს ცხოვრობდა მუზეუმი გახდება.


კავკასიური ნაბადი, ფაფახი, თეთრი ჩოხა ... ამბობენ, რომ 24 წლის იოსებ ჯუღაშვილი სწორედ ასეთ ფორმაში გაიქცა პირველი გადასახლებიდან ქარიშხალში და 30 გრადუს ყინვაში ირკუტსკის მახლობლად მდებარე სოფელ ნოვაია უდადან.


image


დროთა განმავლობაში ნოვაია უდა გადაიქცა მთელი საბჭოთა კავშირის მომლოცველთა ცენტრად და სოფლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა გახდა სტალინის სახლმუზეუმი.თუმცა 1961 წელს მუზეუმი დაიშალა და დაიხურა: სტალინის ბიუსტი განადგურდა, მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის სტალინის გაგზავნილი საჩუქრები პიონერებისთვის, გადაიტანეს "გაურკვეველი მიმართულებით".


1990-იან წლებში ნოვაია უდას მაცხოვრებლები ცდილობდნენ მუზეუმის აღდგენას. გადაწყდა, ადგილობრივი საბჭოს ყოფილ შენობაში სოფლის ისტორიის ოთახი გაიხსნა. 1990-იან წლებში შეიქმნა კიტკაის მთაზე პავილიონი, რომელზეც "უცნობმა გეოლოგებმა" მარმარილოს ქვა დადეს სტალინის სახელით.


და აი ერთი საუკუნის შემდეგ გადაწყდა მუზეუმის განახლება, ქოხი გადააქვთ ირკუტსკის მახლობლად ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში "ტალცი", მუზემში იქნება ციმბირში გადასახლების და კატორღის ექსპოზიციები.



სტალინი სოფელ უდაში 1903 წლის 17(30) ნოემბრიდან 1905 წლის 5(18) იანვრამდე ცხოვრობდა.

რევოლუციონერი კობა 1903 წელს ციმბირში ჩავიდა, როგორც უკვე ყოფილი სემინარიელი, რომელიც სკოლიდან გარიცხეს. ახალგაზრდა რევოლუციონერი გადაასახლეს ბათუმში რევოლუციური უჯრედის შექმნისთვის, რისთვისაც უფროსმა ამხანაგებმა იგი ტფილისიდან გააგზავნეს.

image

-ზოგადად, სტალინის ყოფა ციმბირის გადასახლებაში სწორად არის ასახული ნახატზე, (ქვემოთ) - ამბობს ისტორიკოსი, ირკუტსკის ეთნოგრაფიული მუზეუმის "ტალცის" დირექტორი ვლადიმერ ტიხონოვი. - ასეთი იყო გლეხის ქალის ქოხი, ვისთანაც სტალინი დასახლდა. ქოხის ცენტრში რუსული ღუმელია, მასზე თავად დიასახლისს ეძინა. სტალინმა თავისთვის სახლის ყველაზე თბილი ადგილი -ღუმელის უკან აირჩია და მისთვის მერხი მოათავსეს. ბავშვებიც იგივე მერხს ხმარობდნენ არიან. მაგიდა საერთოა.

image

სოფელში გადასახლების დროს სტალინი არც ხის საჭრელად დადიოდა და არც მდინარედან წყალი მოჰქონდა, არა და საოჯახო საქმეებში დახმარება ერთ-ერთი პირობა იყო. თავისუფალ დროს, როგორც მოგვიანებით დიასახლისის ქალიშვილმა, მართა ლიტვინცევამ განაცხადა, ის "ძირითადად სახლში იჯდა და რაღაცებს წერდა".

სტალინმა ორჯერ სცადა ნოვაია უდადან გაქცევა. პირველად წარუმატებელი აღმოჩნდა: მან მიაღწია ქალაქ ბალაგანსკამდე "გაყინული ცხვირით და ყურებით, ამიტომ აღარ შეეძლო სირბილი და უკან დაბრუნდა". მეორე გაქცევა 1904 წლის 5 იანვარს წარმატებით დასრულდა; მუზეუმში გამოიფინა რუკა, სადაც ნაჩვენებია სტალინის გაქცევის მარშრუტი ტაიგაში.


0
112
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0