x
კისრის მწვავე ანთებითი დაავადებები
image
კისრის რბილი ქსოვილების არეში ადგილი აქვს სხვადასხვა სახის მწვავე ანთებით დაავადებებს : ფურუნკულს, კარბუნკულს, ფლეგმონას და აბცესს.აქ არსებული ანატომიური აგებულების თავისებურებების, კერძოთ, კისრის მიდამოს სისხლით ჭარბი მომარაგებისა და კისრის ფასციათა შორის სივრცის განსხვავებული აგებულების გამო, მწვავე ჩირქოვანი პროცესები კისრის არეში თავისებური კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა.


კისრის ფურუნკული


ფურუნკული კისრის არეში, მის უკანა ზედაპირზე ჩნდება, კისრის წინა და გვერდით ზედაპირზეც იგი იშვიათობას წარმოადგენს. მის განვითარებას ხელს უწყობს ჰიგიენური პირობების დაუცველობა და აგრეთვე თანხმლები დაავადებანი-განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი. მკურნალობა ძირითადად კონსერვატულია.


კისრის კარბუნკული



კისრის კარბუნკული ძირითადად მის თმიან ნაწილში ვითარდება.იგი უხშირესად უვითარდება ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც დიაბეტის მძიმე ფორმა აქვს.არჩევენ კისრის კარბუნკულის ორ ფორმას - პროგრესირებადს და შემოფარგლულს.პირველი უმთავრესად დიაბეტიკებს და გამოფიტულ, დაუძლურებულ ავადმყოფებს უვითარდება. პროგრესირებადი კარბუნკული ნელი გავრცელებით ხასიათდება.იგი იწვევს კისრის არეში არსებული მყესოვანი ნაწილის ინფილტრაციას, ძნელად ემორჩილებას მკურნალობას და ხშირად გადადის სეფსისში.

მკურნალობა, როგორც წესი, სტაციონარის პირობებში ტარდება .ანტიბიოტიკებს იყენებენ როგორც ადგილობრივ, ისე ზოგადად.ფართოდ იყენებენ პროტეოლიზურ ფერმენტებს.იმ შემთხვევაში, როცა კონსერვატული მკურნალობა 2-3 დღეში ეფექტს არ იძლევა მიმართავენ ოპერაციას. ოპერაცია კეთდება ნარკოზით.საჭიროა გაკეთდეს ჯვარედინი ან ინგლისური დიდი ასო ჰ-ის მაგვარი განაკვეთი უშუალოდ კარბუნკულის არეში ისე, რომ ჯანმრთელი ქსოვილი არ გაიკვეთოს.ოპერაციის დროს კანის და მის ქვეშმდებარე ნეკროზულ უბნებს ამოკვეთენ.დიაბეტის დროს ზემოაღნიშნული მკურნალობის პარალელურად აუცილებელია სისხლში შაქრის შემხველობის მოწესრიგება.


კისრის ფლეგმონა და აბსცესი


კისრის მიდამოს აბსცესი და ფლეგმონა შეიძლება გამოწვეული იყოს შიგნიდან დაზიანების და გარეგანი ჭრილობებით, ჩირქოვანი პროცესით კანზე, პირის ღრუს ლორწოვანზე, ყბის ძვალზე და კბლებზე, ჩირქოვანი ლიმფადენიტით, ანგინით, სანერწყვე ჯირკვლების ანთებითი პროცესით, თავის ქალას ოსტეომიელიტით და სხვა.ისინი შეიძლება აგრეთვე წარმოიქმნას მეტასტაზური გზით სეფსისის დროს.უხშირესად მისი გამომწვევი სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი.

კისრის ფლეგმონის მნიშვნელოვანსიმპტომს წარმოადგენს მტკივნეული სპასტიური კისერმრუდობა.რეტროფარინგიალური აბსცესების დროს ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას, ზოგჯერ კი ვითარდება ასფიქსიაც.

უხშირესად აბსცესი და ფლეგმონა გვხვდება კისრის ზედა მესამედში ქვედა ყბის არეში.

ზედაპირული სუბმანდიბულარული ფლეგმონა ითვლება ქვედა ყბის ლიმფური კვანძების ადენოფლეგმონად.დაავადება ხასიათდება ანთებითი შესიებით.შეწითლებით, პალპაციის დროს მტკივნეულობით.ჩირქი არ იჩენს მიდრეკილობას სიღრმეში გავრცელებისადმი და ჩვეულებრივ გარეთ იხსნება.

ღრმა სუბმანდიბულარულ ფლეგმონას პირის ღრუს ძირის და ლუდოვიგის ანგინა ეწოდება.ეს მძიმე დაავადება, რომელიც მწვავედ იწყება, მაღალ ტემპერატურით, შემცივნებით - გამოვლინდება პირის ღრუს ძირის დიფუზური შეშუპებით, ინფილტრაციით და ძლიერი მტკივნეულობით.სწრაფად იწყება ტრიზმი, გაძლიერებული ნერწყვდენა და ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება.ენის შეშუპების გამო იქნება ასფიქსიის საშიშროება.

კისრის შუა ნაწილის ფლეგმონადა აბსცესი შედარებით იშვიათია.იგი წარმოდგენილია ძირითადად ფარისებრი ჯიკვლის ლიმფადენოფლეგმონით.დიდი ზომის ძირქგროვების დროს გარკვეული სიძნელეები იქმნება სუნთქვის და ყლაპვის მხრივ.

საყლაპავის პერფორაციის დროს ვითარდება, კისრის შუა ფასციალური სივრცის ელვისებური ფლეგმონა, რომელიც ვრცელდება შუასაყარში.

სუბმანდიბულარული ფლეგმონის შემდეგ სიხშირით მეორე ადგილზე დგას სისხლძარღვოვანი ბუდის ფლეგმონა, ანუ კისრის პოსტანგიოზური სეპტური ფლეგმონა.ისინი უხშირესად ანგინის და ქუნთრუშის დროს გვხვდება და ძირითადად ღრმად, მსხვილი სისხლძარღვების არეში არსებული ლიმფური ჯირკვლების დაჩირქების შედეგად ყალიბდება.იგი ხასიათდება თავისი მძიმე, ზოგჯერ დრამატული მიმდინარეობით.

ლავიწზედა ფოსოს ფლეგმონა და აბსცესი ვითარდება ამ სივრცეში არსებული ლიმფური კვანძების დაჩირქების შედეგად.ამ დროს მკერდლავიწდვრილისებრ კუნთსა და ტრაპეციისმაგვარ კუნთს შორის ჩამოყალიბდება სიმსივნური ანთებადი წარმონაქმნი.გავრცელების შემთხვევაში შეიძლება მათი ანთებადი პროცესი ზედაპირულ სისხლძარღვებზე, თრომბოზის ძამოყალიბებას.

მკურნალობა იწყება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით.თუკი კარგი შედეგი არ მოჰყვება ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.ოპერაცია ნაჩვენებია ინფილტრატის ფაზაში.კეთდება გაკვეთა და მისი დრენირება.ანთებითი კერის ლოკალიზაციის მიხედვით განაკვეთიც განსხვავებულია .საუღლე ვენის თრომბოზის დროს ნაჩვენებია ვენის გადაკვანძვა, ხოლო სეპტიური პოსტანგიოზური ფლეგმონის დროს აუცილებელია დაავადებული ნუშისებრი წელზე მეტი დროის განმავლობაში არსებული წარმონაქმნი კი თანდაყოლილი პროცესია.

კისრის ლიმფური კვანძების კეთილთვისებიანი გადიდების მიზეზები შეიძლება იყოს ქრონიკული არასპეციფიური ლიმფადენიტი, კისრის ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ხოლო ავთვისებიანი პროცესები რომლის დროსაც ლიმფური კვანძების გადიდება აღინიშნება, ძირითადად არის ლიმფომები, ჰოდკინჯის დაავადება.



0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0