x
შემიყვარდა გოგო. ის ფემინისტია. რა გავაკეთო?
შემიყვარდა გოგო. ის ფემინისტია. რა გავაკეთო?

რა ამბავია?

თქვენ ახალახანს შეიტყვეთ, რომ გოგონა რომელიც მოგწონთ ფემინისტური შეხედულებებისაა. ამაში არაფერია საგანგაშო, თუ თქვენ სექსისტი არ ხართ – ანუ არ თვლით რომ მამაკაცები ქალებზე უკეთესები არიან. მაგალითად, "ყველა ქალი ცუდი მძღოლია", - ასეთი დამოკიდებულება სექსიზმია. ქვევით ბარათებად მოყვანილი კითხვა-პასუხები დაგეხმარებათ თუ როგორ აარიდოთ თავი სულელურ შეცდომებს, ასევე გაიგებთ თუ რას უნდა ელოდოთ შემდგომში.


«გახელებული ფემინისტების» შესახებ რაც მსმენია, მართალია?

არა. დაივიწყეთ ყველა სტერეოტიპი რაც ფემინისტების და ქალების უფლებების დამცველების შესახებ გსმენიათ. თანაბარი უფლებების და მოვალეობების შესახებ იდეების მხარდამჭერები ნებისმიერი ეროვნების, ასაკის, სქესის, პოლიტიკური, რელიგიური შეხედულებების ადამიანები არიან.



აუ. ანუ გამოდის მას არ ექნება გაუპარსავი იღლიები?

ჩვენ ეს არ ვიცით. თუ მას მოწონს თმა – მაშინ ექნება. თუ გოგოს უთმობა მოსწონს, ფემინისტური განწყობა მას ამაში ხელს არანაირად არ შეუშლის. მისი სხეული – მისი საქმეა!


როგორ გავიგო მეტი ფემინიზმის შესახებ?

ყველაზე მარტივი – გაესაუბროთ გოგონას და დაუსვათ კითხვები. ოღონდ შეტევის, დაცინვის და დემონსტრაციული სკეპტიციზმის გარეშე. ფემინიზმის მთავარი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ არავინ არავის მიერ დაკნინებული არ უნდა იქნას და ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს და არა მისთვის თავსმოხვეული როლის შესაბამისობაში.

რას ნიშნავს «ცხოვრება თავსმოხვეული როლის არაშესაბამისობაში»?

ეს ნიშნავს დაივიწყოთ ყველაფერი რასაც გიყვებოდათ თქვენი ბებია. ქალი არ არის ვალდებული იყოს კულინარი და იცოდეს საჭმელების კეთება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია. ხოლო კაცი არ არის ვალდებული გამოთალოს ტაბურეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის კაცია. ადამიანებს შეუძლიათ უყვარდეთ და აკეთონ ის, რაც მათ უნდათ და ხელეწიფებათ.

ჩვენ დავინახეთ, რომ ქალებს შეუძლიათ დააჭედონ ლურსმანი, მამაკაცებს – შეწვან ომლეტი. დარჩა მივეჩვიოთ იმ აზრსაც, რომ სარეცხი მანქანის დატვირთვა და განტვირთვა შესაძლებელია ნებისმიერისთვის განურჩევლად სქესისა. ასევე თავისუფლად გაუმკლავდება ბავშვების საბავშვო ბაღიდან გამოყვანას, მათ დაბანას, ავადმყოფი ბებიის მოვლას და საყვარელი ორქიდეის მოვლას. ხო მართლა, ქალს თავისუფლად შეიძლება მოწონდეს ბოქსი, ლუდი და რბოლა.


მე ხომ ისედაც არაფერს არ ვუკრძალავ. მაშინ რა პრობლემაა?

პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ რამე “აუკრძალოთ” ან არ “აუკრძალოთ”. თქვენ მისი პატრონი არ ხართ, არც მთავარი ბრძანდებით.

მაშინ მთავარი ვინ არის?

აქ მთავარი არავინაა, თქვენ ორივე თანასწორი ხართ. იდეა ზუსტადაც რომ ამაშია. თქვენ ორივეს შეგიძლიათ აკეთოთ და იმოქმედოთ ისე, როგორც თავად გსურთ. თუ რომელიმეს რამე არ მოგწონთ, მაშინ საჭიროა ეს განიხილოთ. ოღონდ საუბრისას არგუმენტებად არ მოიყვანოთ სქესი, ხელფასი და ძალა.

რა საჭიროა სიტყვაზე გამოკიდება?

სიტყვებს უაზროდ არავინ ჩაჰკირკიტებს. ენა და აზროვნება დაკავშირებულია და რომ დააკვირდეთ, საუბარში და ყოველდღიურობაში ბევრ პატრიარქალურს აღმოვაჩენთ. მაგალითად, როცა ქალი მივლინებაშია და ბავშვები კაცთან რჩებიან, მას “გმირს” უწოდებენ. აქედან გამომდინარეობს მოსაზრება, რომ კაცმა ბავშვებს არ უნდა მოუაროს, და რომ ეს პირწმინდად ქალის მოვალეობაა. ასევე როცა კაცი ამბობს, რომ ის “ეხმარება’ ქალს ბავშვის მოვლაში, ეს ჟღერს ისე, გეგონება ის რაიმე განსაკუთრებულს აკეთებს.


რა არის დაშვებული სექსში? ამბობენ რომ მისიონერული პოზა ქალებისთვის

დამამცირებელია!

სექსში დაუშებელია ძალადობა და დარწმუნება–დაყოლიება (ეს ასევე ძალადობაა). ქალს თქვენი არაფერი მართებს. თქვენ ორივეს შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც ორივეს განიჭებთ სიამოვნებას. მისიონერული პოზას რაც შეეხება, გემოვნების საკითხია – ის შეიძლება მოსწონდეთ ქალებს, შეიძლება არა.


ყურადღების გამოჩენა შეიძლება?


რასაკვირველია თქვენ შეგიძლიათ გამოიჩინოთ ყურადღება გოგოს მიმართ ისე, როგორც გაგიხარდებათ: კინო, ყვავილები, თეთრი რაში და ა.შ. თუ გოგოს რამე დისკომფორტს შეუქმნის, ის თქვენ პირდაპირ გეტყვით და მისთვის მისაღებ ვარიანტებს შემოგთავაზებთ. თუ თქვენ გოგონას აზრს არ გაითვალისწინებთ და თქვენს წინადადებას არ გადაუხვევთ, ეს თქვენ ჯენტელმენობას ხაზს სულაც არ გაუსვავს. ეს ეხება ასევე რესტორანში ანგარიშსწორების თემას. ვინ უნდა გადაიხადოს? როგორც მორიგდებით. თქვენი უფლებაა დაპატიჟოთ და თქვენ თავზე აიღოთ ფულის გადახდა, ქალის უფლება – როგორც დაგთანხმდეთ, ასევე გითხრათ უარი (თუ ის უარზეა).


რა მაგარია. ანუ გამოდის რომ ფემინისტი შეიძლება უვლიდეს თავს, იყოს კარიერისტი, ასევე დიასახლისიც და კარგი დედაც?


დიახ, მაგრამ თუ ის ამ ყველაფერს აკეთებს ჩნდება კითხვა: რას აკეთებთ თქვენ?

იდეამ, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მიიყვანა ისინი ორმაგ დატვირთვამდე. ანუ ქალი ჯერ მთელი დღე მუშაობს ოფისში, შემდეგ კი სახლში. სინამდვილეში, ისევე როგორც კაცს, ქალს ერთი სამსახური ყოფნის, სახლის საქმეები კი (შინშრომა) ორივეს ვალდებულებაა, როგორც ქალის, ასევე კაცის.

ქალებზე ანეკდოტები მოსულა?

ეს რთული კითხვაა. მთლიანობაში ანეკდოტების აკრძალვა არ ღირს, მაგრამ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ რომელ თემებზე გსურთ იხუმროთ. გახსოვდეთ, რომ ხუმრობებში ბევრი სტერეოტიპია. გირჩევთ, კარგად გაიაზროთ, რამდენად უადგილო შეიძლება იყოს სექსისტური ხუმრობა «ქალების» შესახებ ფემინისტის კომპანიაში.

წყარო - მედუზა
ავტორი - ეკატერინა კრონჰაუზი
თარგმანი - ნუცა სპარსიაშვილი

image

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა სპარსიაშვილი
ნუცა სპარსიაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0