x
პოლონელი აქტივისტი: აბორტმა შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ
აბორტი პოლონეთში დაშვებულია სამ შემთხვევაში. ხელისუფლება შეეცადა გაემკაცრებინა კანონი, რამაც პროტესტები გამოიწვია. აქტივისტმა უამბო დოიჩე ველეს, თუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდნენ პოლონელი ქალები.

პოლონური კანონი აბორტების შესახებ - ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში. ქვეყანაში ფეხმძიმობის შეჩერება დაშვებულია მხოლოდ სამ შემთხვევაში: გაუპატურება, თუ დედის ცხოვრებას და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, თუ ნაყოფს დაუდგინდა მძიმე მანკი.

ბოლო მიზეზი 22 ოქტომბერს კონსტიტუციურმა სასამართლომ სცნო არაკანონიერად. ზუსტად ამ მიზეზით ტარდებოდა აბორტების უმეტესობა ქვეყანაში. 4 ნოემბერს ხელისუფლებამ გადადო აკრძალვის ამოქმედება. მაგრამ ეს აბორტების პრობლემას ქვეყანაში არ წყვეტს, ფიქრობს პოლონელი აქტივისტი, ორგანიზაცია Women Help Women-ის დამფუძნებელი და ჯგუფი Abortion Dream Team-ის წევრი იუსტინა ვიჯინსკა.

Abortion Dream Team აწვდის ქალებს ინფორმაციას აბორტების შესახებ, ეხმარება სიტუაციებში, როცა აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება, ასევე ეწევა სექსუალურ განათლებას. დოიჩე ველესთან ინტერვიუში იუსტინა ვიჯინსკამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ქალები და რამ იმოქმედა გადაწყვეტილებაზე აეკრძალათ აბორტი.

როგორ აფასებთ იმას, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ გადადო აბორტის აკრძალვის ამოქმედება?

იუსტინა ვიჯინსკა: ხელისუფლების განცხადება ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უბრალოდ გაყინეს, მაგრამ სავსებით შესაძლოა, რომ ახლა ამ მიზეზით ექიმებს საავადმყოფოებში ეშინიათ პროცედურის ჩატარების და არ ესმით, როგორ სიტუაციაში იმყოფებიან. იმავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შეეშინდა აჯანყებულების, რომ მათ შემდგომშიც შეუძლიათ ქუჩაში გამოვიდნენ, ახლა კორონავირუსის პანდემიაა. მე მგონია, როცა პანდემია იკლებს, კანონს მაინც შეიყვანენ ძალაში, რაც ასევე, შესაძლოა, გამოიწვევს ახალ პროტესტებს.


პროტესტების ფონზე ჯგუფი Abortion Dream Team საუბრობს რეკორდულ სტატისტიკაზე: 22 ოქტომბრიდან საზღვარგარეთ 33 ქალმა გაიკეთა აბორტი, ვისი ვადა 12 კვირაზე ნაკლები იყო. ადრე ეს ერთი თვის სტატისტიკა იყო. ზარების რაოდენობამ თქვენს ორგანიზაციაში საგრძნობლად იმატა. ვინ გირეკავთ? რას გეკითხებიან?

ბოლო დღეებში ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ჩვენს ტელეფონის ნომერს ტელევიზიით აჩვენებენ, ის ყველა პროტესტზე იყო. როცა სასამართლომ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ შევუდეგით ფული შეგროვებას და ამ დღეების მანძილზე შეგროვდა 1, 3 მილიონზე მეტი ზლოტი. ჩვენ გვირეკავენ ისინი, ვისაც სურს მხარში დაგვიდგნენ და ის ქალებიც, ვინც აბორტის გაკეთებას გეგმავს. ადრე თვეში 300-400 ზარი შემოდიოდა, ახლა კი დღეში ვიღებთ საგრძნობლად მეტ ზარს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ციფრი მალე შემცირდება.

- რას ეუბნებით ქალებს, ვინც დახმარებისთვის მოგმართავთ?

- ჩემი მიზანია - ხალხის ინფორმირება, ხოლო რას მოიმოქმედებენ ეს უკვე მათი უფლებაა. ზოგიერთს ჰგონია, რომ რადგან ჩვენი ლოზუნგი: “აბორტი - ეს ოქეია” ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს გაიკეთონ აბორტი. ეს ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებით ქალებს: “რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ჩვენ შენთან ერთად ვართ”. თუ ქალი გადაწყვეტს შეინარჩუნოს ფეხმძიმობა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მას ამ პერიოდში, ჩვენ მას ასევე მხარში დავუდგებით. ჩვენ ვუსმენთ ადამიანებს და პატივს ვცემთ მათ საჭიროებებს. დღეში ათჯერაც თუ გვირეკავენ, ჩვენ ვუსმენთ. მაგრამ მე-11 -ჯერ შეიძლება უკვე ვთხოვოთ ხვალ დაგვირეკონ ან მივცეთ თერაპევტის ნომერი.

- თუ ქალს უნდა გაიკეთოს აბორტი, ჩვენ ვეხმარებით მედიკამენტოზური აბორტის სახლის პირობებში ორგანიზაციაში, ვუყვებით ტაბლეტების შეკვეთაზე საზღვარგარეთიდან, ეს არ არღვევს პოლონეთის კანონმდებლობას. ქალები სახლში იღებენ პრეპარატს, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ მათთან მუდმივ კავშირზე ვართ, ვესაუბრებით, ვუხსნით, როგორი რეაქცია აქვს ორგანიზმს და რა უნდა მოიმოქმედონ. შარშან ამ კუთხით 1300 ქალს გავუწიეთ მხარდაჭერა.

- ჩვენ ასევე ვეხმარებით ქალებს საზღვარგარეთ აბორტის გაკეთებაში: თუ ფეხმძიმობის ვადა 14 კვირამდეა, ჩვენ ვურჩევთ აბორტის გაკეთებას გერმანიაში, თუ 22 კვირამდე - ჰოლანდიაში, 22 დან 24 კვირამდე - დიდ ბრიტანეთში. გერმანიაში აბორტი 600 ევრო ჯდება. ჰოლანდიაში 1000 ევრომდე, დიდ ბრიტანეთში 1400 ევრომდე. თუ საჭიროა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე ავიღოთ ხარჯები ნაწილობრივ ან სრულიად.

- რა ელოდებათ პოლონეთში ქალებს, ვისაც უნდა გაიკეთოს აბორტი?

- სიტუაცია იცვლება, უფრო მეტი ხალხი თვლის, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ აბორტის უფლება, მაგრამ პოლონეთში უწინდელივით ბევრია ისეთი, ვინც სხვაგვარად თვლის, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში. მთლიანობაში ქალები დიდი წნეხის ქვეშ არიან, ექიმები შიშობენ აბორტზე საუბარს მაშინაც კი, თუ მათ იციან, როგორ კეთდება ის. ამის გამო, ამაზე საუბრის ეშინიათ თავად პაციენტებსაც. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისთანაც ქალებს შეუძლიათ განიხილონ საკითხი.

პროცედურის შემდეგ საჭიროა ექიმთან მისვლა, შემოწმება ხომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მათ ძალიან ეშინიათ და იძულებულები არიან იცრუონ. არის შემთხვევევბი, ქალი მიდის გინეკოლოგთან და ეუბნება, რომ გაიკეთა აბორტი და ახლა უნდა, რომ ჩაუტარონ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ექიმი კი მას აგდებს კაბინეტიდან სიტყვებით, რომ ის ბოზია და არ სურს მისი დანახვა.

- თქვენ ამბობთ, რომ აბორტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც უნდა და ვისაც სჭირდება. როგორ განსაზღვრავთ, ნამდვილად უნდა თუ არა ქალს გაიკეთოს აბორტი? დარწმუნებულია თუ არა ის თავის გადაწყვეტილებაში?

თუ ჩვენ ვინმე გვირეკავს და გვეუბნება, რომ სურს გაიკეთოს აბორტი, ჩვენ მას ვაწვდით ინფორმაციას. ჩვენ არ ვეკითხებით, თუ რა გადაწყვიტეს, არ ვურეკავთ, თუ არ გვთხოვენ ამის შესახებ, დაჟინებით მათგან არაფერს მოვითხოვთ. თუნდაც მაშინაც კი, თუ ქალი ჩვენი დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, იმყოფება კლინიკაში და ეუცრად გადაიფიქრა აბორტის გაკეთება, ჩვენ არ ბრაზობთ, არ ვითხოვთ დაგვიბრუნოს ფული. ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ქალები თავად წყვეტენ რა სურთ, თუ ისინი კმაყოფილნი არიან საკუთარი გადაწყვეტილებით.

- კაცები თუ გირეკავენ?

- აბორტებზე ინფორმაციას ხალხს 2006 წლიდან ვაწვდი. ადრე კაცებისგან ძალიან ცოტა ზარი შემოდიოდა, ახლა მათი ზარები საერთო რიცხვის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. ხშირად, ისინი იღებენ საკუთარ თავზე აბორტის ხარჯებს და ამხნევებენ ქალებს პროცედურის დროს. ჩვენ არ ვეკითხებით ხალხს ასაკს, რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩემი გამოცდილებით, აბორტის გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვისაც უკვე ჰყავს შვილები და იცის, რამდენად რთულია მათი გაზრდა.

- ჩვენს საიტზე ვაგროვებთ ქალების ისტორიებს, ვინც უკვე გაიკეთა აბორტი, ვაჩვენებთ ხალხს, რომ ეს ნორმალურია. თანაც, ეს ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავდება: ზოგიერთი სინანულს გრძნობს, ზოგიერთი - არა. აბორტი ყოველთვის დადებითი გამოცდილება არ არის, ვიღაც ამის შემდეგ დასევდიანებულია, დარდობს. ესეც ნორმალურია. ამ დროს საჭიროა გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელსაც დაელაპარაკები და გაგამხნევებს.

- თქვენ ამბობთ, რომ თავად გაიკეთეთ აბორტი. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- მე გავიკეთე აბორტი 2006 წელს, მაშინ 32 წლის ვიყავი, მივიღე ტაბლეტი. დაქორწინებული ვიყავი. სამი შვილი მყავდა. მე ვიცი, რამდენად რთულია აღმოჩნდე ასეთ სიტუაციაში, მხარდაჭერის გარეშე, სრულიად მარტო. ძალიან ვშიშობდი და პირველი ხანი ამის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს. მაშინ მე გავიცანი რამოდენიმე ქალი, რომელთათვისაც ეს თემა ასევე ახლოს იყო. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ ინფორმაციის გაზიარება ინტერნეტში მედიკამენტოზური აბორტის - ტაბლეტების მიღების წესის შესახებ. შემდეგ კი შევქმენით ორგანიზაცია Women Help Women. განათლებით ქიმიკოსი ვარ და 20 წელზე მეტი ვიმუშავე მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში, მაგრამ ბოლო წლებში კონცენტრირებული ვარ იმ ადამიანების დახმარებაზე, ვისაც სურს აბორტის გაკეთება, და ასევე მსურს ცხელი ხაზის ორგანიზირება. ჩემი გამოცდილების შესახებ დავიწყე მოყოლა ხუთი-ექვსი წლის შემდეგ, როცა უკვე სხვა ადამიანებს ვეხმარებოდი. თავდაპირველად ჩემს დას მოვუყევი, მან კი მიპასუხა: “ოქეი, ეს შენი გადაწყვეტილებაა, შეიძლება მეც იგივე მომემოქმედა".

- ოდესმე თუ გინანიათ, რომ გაიკეთეთ აბორტი?

- არა. არც ერთხელ. მე დღემდე ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. აბორტმა შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ; დავამთავრე ტოქსიკური ურთიერთობა, რომელიც მქონდა ჩემს ქმართან და დავიწყე ახალი ურთიერთობა, სადაც თავს ძალიან-ძალიან კარგად ვგრძნობ. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და არავინ არ მეუბნება, რა უნდა გავაკეთო.

- თქვენ ცხოვრობთ პატარა ქალაქში პშასნიში. რას ფიქრობენ პროტესტებზე და აბორტებზე ადგილობრივი მაცხოვრებლები?

- პირველი პროტესტები აბორტების აკრძალვების გამო აქ 2006 წელს მოეწყო, მე ვიყავი ორგანიზატორი. მაშინ ქუჩებში 30-40 ადამიანი გამოვიდა. ახლა კი პროტესტებზე გამოვიდა დაახლოებით სამი ათასი ადამიანი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქალაქში სულ 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს და თან ძალიან კათოლიკურია. შოკირებული ვიყავი, ჩემთვის ეს რაღაც წარმოუდგენელია!

წყარო - დოიჩე ველე
ავტორი - ირინა ჩევტაევა
თარგმანი - ნუცა სპარსიაშვილი

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა სპარსიაშვილი
ნუცა სპარსიაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0