x
თვითდამაზიანებელი ქცევა
ბავშვები და მოზარდები ბევრი სხვადასხვა გზით აყენებენ ზიანს საკუთარ თავს:
ხშირად არაპირდაპირი გზით (არაჯანსაღი კვებით, ტელევიზორის
გადაჭარბებული ყურებით), ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარებით ან
ცნობიერად რისკიანი ქცევის ჩადენით. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა ისინი
პირდაპირი გზითაც იზიანებენ საკუთარ თავს. თვითდამაზიანებელი ქცევა ვიწრო
გაგებით რამდენიმე ნიშნის მიხედვით შეიძლება დავახასიათოთ:

. საკუთარი თავის პირდაპირი დაზიანება;
. სუიციდური განზრახვის არარსებობა;
. ავადმყოფის როლის თამაშის სურვილის არარსებობა;
. ემოციონალურ სტრესთან გამკლავების მიზანი;
. ქცევა სოციალურად და კულტურულად მისაღები არ არის.

შესაბამისად, თვითდამაზიანებელი ქცევა უნდა განვასხვავოთ საკუთარი თავის
არაპირდაპირი დაზიანებებისგან. როგორც წესი თვითდამაზიანებელი ქცევა
მიზნად ისახავს არა თვითმკვლელობას, არამედ ემოციურ სტრესთან გამკლავებას.
მოზარდები თვითდამაზიანებელი ქცევის ჩადენისას არ ცდილობენ
ავადმყოფის როლის თამაშს. ასევე, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ამგვარი
ქცევა გარკვეულ კულტურაში მიღებული რიტუალური ქცევებისგან (მაგ. კანის
დასერვა, რომელიც რიტუალის შესასრულებლად ხორციელდება ამა თუ იმ
კულტურაში) და ესთეტური მიზნებით კანის დაზიანებისგან (მაგ. პირსინგი, ტატუ).

თვითდამაზიანებელი ქცევა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს
შეესაბამება, მოზარდებში სხვადასხვა ფორმით გვხვდება - კანის მსუბუქი
დაზიანებით დაწყებული, საკმაოდ მძიმე ფორმით - ძვლების დამტვრევით
დამთავრებული. თუმცა, მძიმე ფორმები ძალიან იშვიათად გვხვდება.
თვითდამაზიანებელი ქცევის ფორმების დიდი მრავალფეროვნების
გათვალისწინებით, მკვლევრებმა სცადეს სამი განზომილების მიხედვით მათი
აღწერა:


დაზიანების სიმძიმის ხარისხი;
თვითდაზიანების სისტემატურობა/სიხშირე;
სტერეოტიპულობის ხარისხი.


აღნიშნულ განზომილებებზე დაყრდნობით სხვა მკვლევრებმა (Simeon&Favazza,
2001) გამოყვეს თვითდამაზიანებელი ქცევის შემდეგი კატეგორიები:
. მძიმე თვითდაზიანება;
. სტერეოტიპული თვითდაზიანება;
. იძულებითი თვითდამაზიანებელი ქცევა;
. იმპულსური თვითდამაზიენებელი ქცევა.

მძიმე თვითდამაზიანებელი ქცევა გულისხმობს სიცოცხლისთვის
საფრთხის შემცველ სხეულის მძიმე დაზიანებას. ამგვარი ქცევა უმეტესად
ერთჯერადად ხდება და გარკვეული მდგომარეობის შედეგია. ამ
შემთხვევაში უმეტესად იდენტიფიცირებულია თავის ტვინის ორგანული
დაზიანება, მაგალითად, ფსიქოზი, ნარკოტიკებით მოწამვლა ან
ნევროლოგიური დაავადება (მაგ. ენცეფალიტი). თვითდამაზიანებელი
ქცევის ეს ფორმა იშვიათად გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში.

სტერეოტიპული თვითდამაზიანებელი ქცევა გვხვდება გონებრივი
ჩამორჩენილობის მქონე ან განვითარების გარკვეული დარღვევის მქონე
ბავშვებსა და მოზარდებში. სიმძიმის ხარისხის მიხედვით აღნიშნული
ფორმა ძლიერად ვარირებს - მსუბუქი დარტყმიდან დაწყებული,
მაგალითად, სხეულის მძიმე დაკაწვრით დამთავრებული.
თვითდამაზიანებელი ქცევა ამ შემთხვევაში განმეორებადია და
ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც ვარირებს.

იძულებითი თვითდამაზიანებელი ქცევა სტერეოტიპული
თვითდამაზიანებელი ქცევისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში
გონებრივ ჩამორჩენილობა ან განვითარების სხვა რომელიმე დარღვევა
არ გვხვდება. დაკავშირებულია იმპულსების კონტროლის დეფიციტთან
(მაგ. ტრიქოტილომანია).

იმპულსური თვითდამაზიანებელი ქცევა სხეულის მსუბუქ ან
საშუალო სიმძიმის დაზიანებებს გულისხმობს. შეიძლება იყოს ეპიზოდური
ან განმეორებადი და გვხვდება რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ან
ძლიერი ემოციური ან სოციალური სტრესის კონტექსტში.

აღნიშნულ კლასიფიკაციის სიტემაში მოზარდებისთვის განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს ე. წ. იმპულსურ თვითდამაზიანებელ ქცევას.
თვითდამაზიანებელი ქცევა დამოუკიდებელი აშლილობაა თუ ზოგადად სტრესის
სიმპტომი რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ფარგლებში? ეს საკითხი ჯერ კიდევ
გადაუჭრელია. ამ დროისთვის ის ICD-10-ისა და DSM-IV-ის მიხედვით
დამოუკიდებელ აშლილობად არ განიხილება. დიაგნოზის დასმის ერთადერთი
საშუალებაა მისი მიკუთვნება დაუზუსტებელ იმპულსების კონტროლის
დეფიციტთან.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ თვითდამაზიანებელი ქცევა გოგონებში
უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებში. თუმცა არსებობს სხვა თანამედროვე კვლევები,
რომელთა მიხედვითაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა სქესს შორის ამ
მხრივ არ დადასტურდა. თვითდამაზიანებელი ქცევის ჩადენას მოზარდები უმეტესად პუბერტეტის დასაწყისში 12-დან 14 წლამდე ასაკში იწყებენ, გოგონები 2-3 წლითადრე, ვიდრე ბიჭები. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ქცევის ამ ფორმის განვითარებასჰორმონალური ცვლილებები ხელს უწყობს. ამასთან, სტრესული მოვლენები -ცუდი სასკოლო ნიშნები, კონფლიქტები მშობლებთან, თანატოლებთან -შესაძლოა თვითდამაზიანებელი ქცევისგამომწვევი გახდეს. ზოგიერთი მოზარდის შემთხვევაში ის რამდენიმე წელიც შეიძლება გაგრძელდეს.

თვითდამაზიანებელი ქცევა არ ხდება მოტივაციის გარეშე და “შემთხვევით“.
მოზარდების შემთხვევაში ის მთელ რიგ ფუნქციებს ასრულებს:
ემოციების რეგულაცია ერთ-ერთი ცენტრალური ფუნქციათაგანია. ნეგატიური
ემოციები, როგორებიცაა შფოთვა, დაძაბულობა, სიცარიელე, მარტოობის განცდა
თვითდამაზიანებელი ქცევის დახმარებით მცირდება, უშუალოდ
თვითდამაზიანებელი ქცევის ჩადენისას ან მას შემდეგ ხანმოკლე დროის
განმავლობაში მოზარდი განიცდის შემსუბუქებას, ზოგჯერ ეიფორიის პოზიტიურ
განცდასაც კი. სწორედ ეს განცდები თამაშობს თვითდამაზიანებელი ქცევისთვის
განმამტკიცებლების ფუნქციას.

ფუნქციები

ემოციების რეგულაცია

. დაძაბულობის შემცირება;
• ნეგატიური ემოციების შიშის,
რისხვის, სირცხვილის, სევდის
დაძლევა;
• პოზიტიური ემოციების გამოწვევა.

ემოციების გამოხატვა

• ნეგატიური ემოციების გამოხატვა;
• მცდელობა, შინაგანი ტკივილი
მისაღწევი ფორმით გამოვლინდეს

სტრესულ სიტუაციებთან
გამკლავება


• კონტროლის განცდის დაუფლება;
• ტრავმატული მოგონებებისგან
თავის დაღწევა;
• უარყოფითი აზრების თავიდან
მოშორება;
• უსიამოვნო დისოციაციური
მდგომარეობის შეწყვეტა;

თვითდასჯა

• სირცხვილისა და დანაშაულის
განცდის გამო;


სოციალური/ინტერპერსონალური
ფუნქციები


• ყურადღების მიქცევა;
• ჯგუფთან მიკუთვნებულობის
მიღწევა;

რისკფაქტორები

ბიოლოგიური
ფაქტორები
• ჰორმონალური ცვლილებები;
• სეროტონინის გამომუშავების დაქვეითება;
• დოფამინის სიტემის დარღვევა;

ემოციური
ფაქტორები
• აგზნების მაღალი დონე;
• საკუთარი გრძნობების იდენტიფიკაციის
შეზღუდული უნარი;
• ემოციების რეგულაციის დარღვევა;
• საკუთარი ემოციების მიმღებლბის დეფიციტი

სოციალური
ფაქტორები
• კონტროლის განცდის დაუფლება;
• ტრავმატული მოგონებებისგან თავის დაღწევა;
• უარყოფითი აზრების თავიდან მოშორება;
• უსიამოვნო დისოციაციური მდგომარეობის
შეწყვეტა;

ტრავმატული
გამოცდილება
• დანაკარგის გამოცდილება;
• მძიმე ორგანული ავადმყოფობა;
• სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის

ვლევებით დადასტურებულია საკმაოდ მაღალი კორელაცია
თვითდამაზიანებელ ქცევასა და სექსუალური ძალადობის გამოცდილებას შორის.

• სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე მოზარდები განიცდიან
განსაკუთრებულად ძლიერ ნეგატიურ ემოციებს როგორებიცაა სირცხვილი,
რისხვა, დანაშაული, უსუსურობა და ამ ემოციებთან გამკლავებას
თვითდამაზიანებელ ქცევით ცდილობენ;
• თვითდამაზიანებელი ქცევით ცდილობენ ინტრუზიებისა და ფლეშბექების
უკუგდებას;
• ძალადობის გამოცდილება დისოციაციის მდგომარეობას იწვევს
(დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია), რასაც მოზარდები თვითდამაზიანებელი
ქცევით უმკლავდებიან.

ინტერვენცია


თვითდამაზიანებელი ქცევის მქონე მოზარდების დროული თერაპია
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან თავიდან ავიცილოთ ქცევის ამ
ფორმის ქრონიკულად გადაქცევა. კვლევებით
დადასტურებულია თვითდამაზიანებელი ქცევის თერაპიისას დიალექტიკურ-ბიჰევიორალური (DBT) თერაპიის ეფექტიანობა.
დიალექტიკურ-ბიჰევიორალური (DBT) თერაპია ეს არის კოგნიტურ-ქცევითი
თერაპიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად “Mindfulness“ –ის უნარის
გამომუშავებაზე აკეთებს აქცენტს. “Mindfulness“ ეს არის ცნობიერი და
შეფასებებისგან თავისუფალი აქტუალური შეგრძნებების აღქმა, ყურადღების
განსაკუთრებული ფორმა, რაც თერაპიული ეფექტის მიღებას აადვილებს.
დიალექტიკურ-ბიჰევიორალური (DBT) თერაპიის ძირითადი მიმართულებებია:
. “Mindfulness“ –ის უნარის გამომუშავება
. სტრესისადმი ტოლერანტულობა;
. ემოციების რეგულაცია;
. ინტერპერსონალური კომპეტენციების და
. პრობლემის გადაჭრის რაციონალური სტრატეგიების სწავლება.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0