x
ADHD– ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

თითქმის ყველა ბავშვთან გვხვდება სიტუაცია, როდესაც მათი ქცევა უკონტროლო ხდება; როცა გაუჩერებლად ხმაურობენ, წუწუნებენ და არ ელოდებიან საკუთარ რიგს, უჭირთ საფრთხის განსაზღვრა, ყურადღების კონცენტრირება, დაწყებულის ბოლომდე დასრულება და უფროსის მითითებების მოსმენა. კარგავენ ნივთებს და კონფლიქტი აქვთ თანატოლებთან. ბუნებრივია, რომ ბავშვები მოზრდილებზე მეტად რისკიანები, ნაკლებად ყურადღებიანები და იმპულსურები არიან. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, ეს სირთულეები ნორმალურია და ასაკის მატებასთან ერთად ქრება. მაგრამ ხშირად ბავშვს იმდენად უჭირს ყურადღების კონცენტრირება, იმპულსის შეკავება თუ საკუთარი მოქმედებების მართვა, რომ ამის გამართლება ასაკობრივი თავისებურებებით შეუძლებელი ხდება. მათ უმეტესობას პრობლემები ექ­მნებათ სწავლის, უფროსებთან და თანატოლებთან ურთი­ერთობის პროცესში. ბავშვები ხშირად დაცინვის, იზოლა­ციისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნიც კი ხდებიან; მათ მიაწერენ ისეთ იარლიყებს, როგორიცაა „ცუდი ბავშვი”, „ზარმაცი“, „უზრდელი“ და ა.შ.
ამასთან გამკლავება კი მარტივი არ არის, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის; შედეგად, ხშირად ფსიქოემოციური პრობლემებიც იჩენს თავს.
ზემოთ ჩამოთვლილი ყვ­ელა სირთულის მიზეზი ყურადღების დეფიციტისა და
ჰიპერაქტივობის სინდრომი შეიძლება იყოს. სამეცნიერო ლიტერატურაში, ეს მდგომარეობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნეირობიოლოგიურ დარღვევადაა მიჩნე­ული, რომელიც ხასიათდება:
. მუდმივი და ასაკის შეუსაბამო
ყურადღების კონ­ცენტრაციის სირთულეებით (ვერ ახერხებს ერთი
აქტივობაზე დიდხანს კონცენტრირებას, ადვილად
ეფანტება ყურადღება);
.იმპულსურობით (მოქმედებს დაუფიქრებლად,
შედეგის გათვალისწინების გარეშე);
.ჰიპერაქტივობით (ძალიან აქტიურია, მოძრაობს ბე­
ვრს და გადაჭარბებულად);
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მახასიათებლე­ბი ხელს უშლის ბავშვს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში იგი გამოწევების წინაშეა სახლშიც, სკოლაშიც და მეგობრების წრეშიც. ამასთან, სირთულეები ვლინდება მუდმივად და ასაკთან შეუსაბამოდ.
თუმცა, ამავდროულად, ბავშვის ინტელექტუალური ფუნ­ქციონირება შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს: ხშირ შემთხვევებში, ADHD ის მქონე ბავშვები მეტყველებისა თუ აზროვნების უნარებით არ ჩამოუვარდებიან თანატო­ლებს.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინ­დრომის დროს ადამიანს უჭირს ყურადღების კონ­ცენტრირება, იმპულსის შეკავება და ჰიპერაქტიურია.
უყურადღებობის ნიშნები
აღნიშნული სირთულე გულისხმობს ყურადღების ხან­გრძლივი პერიოდით კონცენტრაციის პრობლემას, როგორც სასკოლო, ისე საოჯახო და სოციალური საქმიანობის დროს. ბავშვები ცდილობენ თავიდან აირიდონ ისეთი დავალებები, სადაც დიდი გონებრივი ძალისხმევა და ყურადღების შენარჩუნება მოეთხოვებათ;
. უყურადღებოა, უჭირს დეტალებზე
კონცენტრირება,
. გულმავიწყია;
. ხშირად გადადის ერთი აქტივობიდან მეორეზე;
. უამრავ ძალისხმევას ხარჯავს, როცა რაიმეზე ყურად­ღების მიმართვას ცდილობს;
. ნებისმიერი აქტივობა ძალიან ადვილად ბეზრდება;
ზოგჯერ მაშინაც კი, თუ სახალისო ქმედებითაა დაკავებული.
. უჭირს დაგეგმოს მეცადინეობის პროცესი; შედეგადკი, რთულდება დასწავლა;
. უჭირს მეცადინეობის დაწყება და დასრულება.
ჰიპერაქტივობის ნიშნები
ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის ჭარბი აქტიურობა თავს იჩენს ადრეულ ასაკშიც. მშობლები ხშირად იხსენებენ მის ჭირვეულობას ჩვილობის პერიოდში (უმიზეზოდ ტირილი, ადვილად გაღიზიანებადობა და ა.შ). თუმცა, უმეტესად, ჰიპერაქტიული ქცევა სკოლაში მისვლის შემდეგ ხდება უფრო თვალსაჩინო.
ჰიპერაქტივობაზე მაშინ ჩნდება ეჭვი, როცა სიმპტომები 6თვის მანძილზე გრძელდება; ამგვარად, მშობელმა სპეცი­ალისტს უნდა მიმართოს, თუ თანატოლებთან შედარებით:
. ბავშვს უჭირს ერთ ადგილას გაჩერება, მუდმივად მოძრაობს და ცქმუტავს.
. საუბრობს გაუჩერებლად;
. ჰკიდებს ხელს ყველაფერს და იწყებს თამაშს.
. უჭირს ჯდომა სადილობის თუ გაკვეთილების დრ­ოს. ამასთან, უჭირს მშვიდ საქმიანობაში ჩართვა.
იმპულსურობის ნიშნები
იყო იმპულსური, ნიშნავს, იყო მოუსვენარი. გიჭირდეს საკუთარი ემოციების მართვა, იმოქმედო და ისაუბრო დაუფიქრებლად, შედეგების განჭვრეტისა და დაფიქრების გარეშე.
იმპულსურობაზე მაშინ ჩნდება ეჭვი, როცა სიმპტომები 6თვის მანძილზე გრძელდება; ამგვარად, მშობელმა სპეცი­ალისტს უნდა მიმართოს, თუ ბავშვი თანატოლებთანშედარებით:
. მოუთმენელია;
. წამოიძახებს სიტუაციისთვის შეუსაბამო პასუხებს;
. თავშეკავების გარეშე ავლენს საკუთარ ემოციებს;
. მოქმედებს შედეგის გათვალისწინების გარეშე;
. უჭირს დაცდა, საკუთარი რიგისთვის დალოდება;
. ხშირად აწყვეტინებს სხვას საუბარს ან რაიმეს კეთებას.
ADHD არ არის განკურნებადი მდგომარეობა, თუმცა,
ასაკის მატებასთან ერთად, სიმპტომების გამოვლენის სიხშირემ შეიძლება იკლოს.
აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომელთაც მხარდამჭერი გარემო ჰქონდათ სახლსა თუ სკოლაში, და ვისთანაც სპეციალისტებმა დროულად
დაიწყეს მუშაობა, მოზრდილობის ასაკში დამოუკიდებ­ლად და სრულყოფილად ცხოვრებას ახერხებენ.
მეცნიერებს შორის არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმა­სთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა იწვევს ყურა­დღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს;თუმცა, თუ წარსულში ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც შეისწავლიდნენ, დღეს ეს ფაქტორები მიზეზად აღარ განი­ხილება (მაგრამ, ითვლება, რომ რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები შესაძლოა აძლიერებდეს ქცევით სირთუ­ლეებს). თანამედროვე შეხედულების თანახმად, ADHDის მიზეზები ნეირობიოლოგიური ხასიათისაა.
ითვლება, რომ აღნიშნული სინდრომი შეიძლება გენე­ტიკურად იყო განპირობებული; განიხილება ისეთი ფაქტორების როლიც, როგორიცაა:ორსულობის განმავლობაში დედის მიერ ალკოჰოლისა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მიღება.
0
4
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0