x
ფიზიოთერაპია - გალვანიზაცია

image

ფიზიოთერაპია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გარემო ფაქტორების ფიზიკურ მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე ბუნებრივი და პრეფორმირებული სახით, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით. ფიზიოთერაპიული პროცედურები ტარდება სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურით . ქსელში მოსული დენი, სამედიცინო აპარატის მეშვეობით, გარდაიქმნება სამკურნალო თვისებების მქონე დენად და ასრულებს იმ ფუნქციას, რაც დამახასიათებელია უშუალოდ ამ აპარატისთვის.


გალვანიზაცია - ელექტროთერაპიულ პროცედურთაგან გალვანიზაცია ფართოდ არის გავრცელებული, ფიზიოთერაპიულ პროცედურების 20% შეადგენს . გალვანიზაციის პროცედურის დროს ორგანიზმზე მოქმედებს დაბალი ძაბვისა (30-80 ვატ ) და მცირე ძალის მუდმივი, უწყვეტი დენი და რთულ ფიზიკურ - ქიმიურ ცვილებებს იწვევს მასში.მეთოდის სახელი უწოდეს იტალიელი ფიზიოლოგის ლ. გალვანის პატივსაცემად.


პროცედურის დროს : 1. უჯრედებში აქტიურდება იონების გადაადგილება

2. იცვლება მემბრანების განვლადობის კოეფიციენტი, ფერმენტების ორგანიზმზე ზემოქმედების სიჩქარე და ხარისხი


3. ხდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გააქტიურება

4. აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, ქსოვილების ტროფიკა

5. დადებითად მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე

6. აღადგენს სისხლის და ლიმფურ სადინარების კედლების ელასტიურობასა და გამტარიანობას


ჩვენება : 1. ინფექციურ და ტრავმულ წარმოშობის პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები - ნევრიტი, ნეირომიოზიტი, რადიკულონევრიტი და ა. შ.

2. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები - ენცეფალიტი, თავის ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა და ა. შ.

3. ნევრასთენია და სხვა ნევროზულ მდგომარეობა

4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

5. ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადებების საწყის სტადია

6. სტომატოლოგიური დაავადებები : პაროდონტოზი, გლოსალგი და სხვა


წელის გალვანიზაცია - წელის გალვანიზაციას იყენებენ მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს . ერთ ელექტროდს ათავსებენ წელის არეში და უერთებენ ანოდს, ორს კი ათავსებენ ბარძაყის წინა ზედაპირზე და უერთებენ კათოდს . პროცედურა გრძელდება 10-20 წთ.

გალვანიზაცია სახის მიდამოში - გამოიყენება სამწვერა ნერვის ნერვალგიის, სახის ნერვის ნერვალგიის დროს . ელექტროდს ათავსებენ სახის დაზიანებულ მხარეზე ისე, რომ მოიცვას სამწვერა ნერვის სამივე ტოტი და უერთებენ ანოდს, მეორე ელექტროდს ათავსებენ მოპირდაპირე მხარეზე, პროცედურა გრძელდება 10-15 წთ.

გალვანიზაცია ბავშვებში და ხანდაზმულებში - გამოიყენება 25-30% ით შემცირებული ძაბვით, პროცედურა გრძელდება 10-30 წთ. განმეორებითი პროცედურა შესაძლებელია განმეორდეს არანაკლებ 3-4 თვის შემდეგ.

გალვანიზაცია და სტომატოლოგია - სტომატოლოგიაში მრავალ ფიზიოთერაპიულ მეთოდს გამოიყენებენ, მათ შორის გალვანიზაციაც : პაროდონტის, გლოსალგიის და სხვა დაავადებების დროს.


უკუჩვენებები : 1. სიმსივნური წარმონაქმნები 2. მწვავე და ჩირქოვანი პროცესები 3. სისხლის სისტემური დაავადებები 4. გულის დაავადებები 5. ეგზემა, დერმატიტი 6. ორსულობა 7. კახექსია 8. კანის მთლიანობის დარღვევა სხეულის დიდ ფართობზე 9. გამოხატული ათეროსკლეროზი .

1
129
2-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
129
  
0 1 1