x
წარმატებული კარიერა

image

პროფესიული განვითარების მიმართულებების უკეთ გასაანალიზებლად საჭიროა განვმარტოთ კარიერა. კარიერის ცნება წარმოიქმნება ლათინური სიტყვა carraria-ისგან, რაც ნიშნავს გზას, მიმართულებას. მრავალი დისციპლინის მეცნიერები და პრაქტიკოსები: ფსიქოლოგები, სიციოლოგები, ეკონომისტები დაინტერესდნენ კარიერით და იკვლევენ მას. ამიტომ კარიერის კონცეფცია მიჩნეულია დისციპლინათშორის კვლევის ობიექტად.

ნებისმიერი პიროვნების პროფესიული წარმატების შეფასება შეიძლება ორი კრიტერიუმით: გარეშე ობიექტური კრიტერიუმით, როგორიცაა თანამდებობა, შემოსავალი, დაწინაურება. მეორე კრიტერიუმია სუბიექტური შიდა ფაქტორები, რომლებიც ასახავენ შინაარს, მის პერსპექტივასა და ამოცანის მიღწევის ეტაპებს: პროფესიული არჩევანით კმაყოფილება, მიღებული კვალიფიკაცია, დასრულებული სასწავლო კურსები და წარმატების შესაძლებლობა, რომელიც აბალანსებს კარიერას ცხოვრების სხვა სფეროებთან.

კარიერის გარეგანი ინდიკატორები საუკეთესოდ ჩანს და უფრო ადვილია შეფასებისთვის. მაგალითად, ადვილია აიღო ხელფასის მაჩვენებელი და შეადარო შენი კოლეგის ან იგივე ასაკის მეგობრების ხელფასებს. მიუხედავად ამისა, კარიერის შეფასება მხოლოდ ამ კრიტერიუმებით სარისკოა. მაღალი თანამდებობა, მაღალი ხელფასი და პრესტიჟი არ არის აუცილებელი ინდიკატორი წარმატებული კარიერისთვის. სამუშაო, რომელსაც მოაქვს სიამოვნება, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ მის ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და ინტერესებს ემსახურება, როდესაც ცხოვრობს ჰარმონიაში, ეს ძეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ კარიერად, არა აქვს მნიშვნელობა რამდენად მარტივი ან დაბალი სტატუსი აქვს. არსებობს კარიერის რამდენიმე კონცეფცია.

1) ტრადიციული- აქ იგულისხმება, რომ კარიერა შემოიფარგლება ერთი პროფესიით ან ორგანიზაციით და გულისხმობს მხოლოდ ადამიანის სამუშაო აქტივობას. ის იწყება პროფესიის შესწავლით და კონკრეტული ორგანიზაციის მიერ ადამიანის დაქირავებით. გამორჩეული კარიერა მიიღწევა პიროვნების მიერ ორგანიზაციაში კარიერულ კიბეზე წარმატებული წინსვლის შედეგად.

2) თანამედროვე- ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანის კარიერა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პროფესიით ან ორგანიზაციით. არსებობს ბევრად უფრო ფართო გაგება კარიერასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ, რომელიც სცილდება რეალურ სამუშაოს და მოიცავს სწავლასა და თვითგამოხატვას. (ზოგჯერ თავისუფალი დროის გატარებაც კი კარიერის ქვეშ შეიძლება გაერთიანდეს).

3) ობიექტური კარიერა- ადამიანის მოძრაობა სოციალურ გარემოში შედარებულია იმ სასურველ წერტილს, რომელიც ცნობილია წინასწარ და მოთავსებულია სოციალურ სტრუქტურაში ან ურთიერთობის ქსელში. ადამიანის კარიერა მიიჩნევა კარგად ან ცუდად მის მიერ მიღწეული კარიერული მდგომარეობის სხვა ადამიანებთან ან ჯგუფებთან შედარების შემდეგ. შედარება ხდება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ხელფასი, თანამდებობა, სტატუსი.

4) სუბიექტური კარიერა- ამ შემთხვევაში კარიერა არის ადამიანის ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლა. ეს იდენტობები და მათი ცვლილებები დაკავშირებულია სამუშაოსთან, პროფესიულ როლებთან, ასევე მოიცავს სწავლისა და თავისუფალი დროის გატარების სოციალურ როლებს. ამ მნიშვნელობით კარიერა არის დამოკიდებული პიროვნების გარკვეულ დინამიკაზე და ფასდება ინდივიდის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით. არ არის აუცილებელი, რომ წარმატებული კარიერა იყოს ვერტიკალური აღმასვლის შედეგი წინა თანამდებობიდან.

რა განსაზღვრავს კარიერულ კმაყოფილებას? მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარიერული კმაყოფილება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ეს შეიძლება იყოს როგორც გარეგანი ფაქტორები, ისე პიროვნული მახასიათებლები(აქტიური, მეგობრული, მიზანდასახული). ასევე კარიერული წარმატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ვერტიკალური ისე ჰორიზონტალური განვითარება.


0
125
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0