x
სტრესი და მისი ამხსნელი თეორიული მოდელები

image

წითელ შუქზე გადასვლა, ავტობუსის მკვეთრი დამუხრუჭებისას განცდილი, გამოცდაზე მოუმზადებელი მისვლა, მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანება- ეს არის თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში არსებული სტრესის და სტრესული მოვლენების ძალიან მცირე ჩამონათვალი. სტრესი ადამიანის შეფასების პროცესების შედეგია: რამდენად საკმარისია ადამიანის რესურსები გარემოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლაზარუსის აზრით, სტრესი, რომელსაც ინდივიდი განიცდის რაიმე მოვლენაზე საპასუხოდ დამოკიდებულია ინდივიდსა და გარემოს შესაბამისობაზე. თუ ადამიანი თვლის, რომ მისი რესურსები საკმარისია სტრესორთან გასამკლავებლად, ის მოვლენას როგორც გამოწვევას აღიქვამს და მცირე სტრესს განიცდის. ხოლო თუ ადამიანი თვლის, რომ მისი რესურსები არასაკმარისია სტრესორთან გასამკლავებლად, ადგილი აქვს ძლიერ სტრესს. არსებობს სტრესის ამხსნელი რამდენიმე თეორია, ერთ-ერთია უოლტერ კენონის "ბრძოლა ან გაქცევა". ამ თეორიის მიხედვით, როდესაც ორგანიზმი საფრთხეს აღიქვამს სიმპათეტიკური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული სისტემის მიერ ხდება სხეულის სწრაფი აღგზნება და მოტივაცია. ამ შეთანხმებული ფიზიოლოგიური პასუხის შედეგად ხდება ორგანიზმის მობილიზაცია საფრთხესთან შესაბრძოლებლად ან გასაქცევად. შებრძოლება განიხილება როგორც მოვლენაზე აგრესიული პასუხი, ხოლო გაქცევა- როგორც სოციალური გარიყვა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის საშუალებით. ერთ-ერთი თეორიაა ასევე სელიეს ზოგადი ადაპტაციის სინდრომი- სტრესი ეს არის არასპეციფიკური ფიზიოლოგიური პასუხი, ორგანიზმი ერთნაირად რეაგირებს ნებისმიერი სახის სტრესორზე. ამ თეორიის მიხედვით სტრესის დაძლევა ხდება სამ ეტაპად: 1) განგაშის რეაქცია- რესურსების მობილიზაცია. 2) წინააღმდეგობა- სტრესის გადალახვა ან სტრესთან შეგუება. 3) გამოფიტვა- რესურსების ამოწურვა. ეს მოდელი გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან შეიძლება ფიზიოლოგიური პასუხები იცვლებოდეს სტრესორის ტიპისდა მიხედვით, ასევე ადამიანის სტრესზე პასუხი დამოკიდებულია მის პიროვნულ მახასიათებელზე, აღქმასა და ბიოლოგიურ აგებულებაზე. დაცვისა და ზრუნვის რეაქცია- ამ მოდელის მიხედვით, ადამიანები სტრესზე საპასუხოდ არამხოლოდ იბრძვიან ან გარბიან, არამედ ისინი ერთიანდებიან კიდეც სტრესორის წინააღმდეგ, ახასიათებთ აღმზრდელობითი ქცევა, განსაკუთრებით ქალებს- ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ევოლუციის შედეგად, ქალები და კაცები განსხვავებულ ბარიერებს აწყდებოდნენ, მამაკაცები პასუხუსმგებლები იყვნენ ნადირობასა და ოჯახის დაცვაზე, ხოლო ქალებს ბავშვებზე ზრუნვა და საკვები მცენარეების მოპოვება ევალებოდათ, რის გამოც სტრესორზე საპასუხოდ ქალებს ჩამოუყალიბდათ არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ შვილების დაცვის ქცევაც. დაცვა და ზრუნვა შეიძლება დამოკიდებული იყოს ბიოლოგიურ მექანიზმზე- განსაკუთრებით ჰორმონ ოქსიტოცინზე, რომელიც სტრესულ მოვლენებზე საპასუხოდ გამოიყოფა და მასზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ესტროგენი ახდენს. დაცვისა და ზრუნვის რეაქცია გენდერული განსხვავების გარდა, ხაზს უსვამს სტრესზე საპასუხოდ სოციალური ქცევის არსებობის შესაძლებლობასაც. ადამიანები სოციალური არსებები არიან, რომლებიც სტრესზე რეაგირებენ როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად და ეს დამახასიათებელია როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისათვის.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0