საზოგადოებრივი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი კრებულის წარდგენა გაიმართა 2019, 20 დეკემბერი, 11:39 2019 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა ჰუმანიტარეთა I კონფერენციის მასალების კრებულის წარდგენა გაიმართა. წიგნის წარდგენის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, 24-26 ოქტომბერს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის - ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში მოხალისეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა და ბიბლიოთეკის თანამშრომელმა გიორგი ჩუბინიძემ. მან აღნიშნა, რომ 2019 წლის 8 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 35-მდე ახალგაზრდამ განაცხადა მონაწილეობის სურვილი. აქედან შეირჩა 15 საუკეთესო თეზისი, რომელთა მოხსენებები უკვე სტატიის სახით შესულია წინამდებარე კონფერენციის მასალების კრებულში.
კრებულის რედაქტორები არიან: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი; ეთნოლოგიის დოქტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი; ისტორიის ბაკალავრი, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გიორგი ჩუბინიძე.
ღონისძიების ავტორებმა წიგნის გამოცემისათვის მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, მირიან ხოსიტაშვილს, რეცენზენტებს - ნათია სადღობელაშვილსა და ელგუჯა (გიორგი) კაკაბაძეს, კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას, რომელთა შორის თბილისის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. 16 შეფასება არ არის
|