სხვა უახლესი აღმოჩენები წმ. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციისას 2017, 26 აგვისტო, 22:23 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია მიმდინარეობს. რესტავრაციის პროცესში გალესილ და დატიხრულ კედლებში უნიკალური, XIX საუკუნის რამდენიმე ბუხარი, თაღები და ქვევრები აღმოჩნდა. როგორც რესტავრაციის პროცესში გამოიკვეთა დიმიტრი ყიფიანის სახლის მეორე სართული ერთ დიდ და მეორე პატარა მისაღებს, დიმიტრი ყიფიანის სამუშაო ოთახს და აივნებს ეთმობოდა, ხოლო პირველ სართულზე საცხოვრებელი ოთახები იყო.
მას შემდეგ რაც XX საუკუნის 20-იან წლებში შენობა მწერალთა კავშირის ხელში გადავიდა ყიფიანისეული სახლი მეტი საცხოვრებელი ოთახების შესაქმნელად დაიტიხრა და თითქმის მთლიანად გადაკეთდა. ამავე პერიოდში გაქრა უამრავი მემორიალური ნივთი. მათი ნაწილი კი ახლახანს სახლის სხვენში იპოვეს.
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სხვენში რესტავრაციისას აღმოჩნდა ნივთები: დიმიტრი ყიფიანისეული წერილები, საბუთები, XIX საუკუნის რუსული პრესის ნაწილი, დიმიტრი ყიფიანის ინიციალებით დამზადებული ფრანგული ლანგარი, პატარა ფაჩუჩი და ა.შ.
სარესტავრაციო სამუშაოები სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.
გიორგი ჩუბინიძე 410 3-ს მოსწონს
|