x
მეტი
  • 25.05.2024
  • სტატია:134882
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509296
იმედის თეორია
image

იმედის თეორიის ავტორები არიან სნაიდერი და მისი კოლეგები.ისინი იკვლევდნენ როგორ ახდენენ ადამიანები დისტანცირებას შეცდომებისგან და წარუმატებლობისგნა. როცა შეისწავლეს, როგორ გამორიცხავენ საკუთარ თავს ადამიანები იმისგან, რაც არ უნდათ, სნაიდერმა დაიწყო იმედის თეორიის გამომუშავება იმ თვალსაზრისით, რომ აეხსნა, როგორ უახლოვდებიან ადამიანები იმ რაღაცეებს, რ აც სურთ.

მეოცე საუკუნის დასაწისში, მკველვრებმა დაიწყეს იმედზე წერა, როგორც უნივერსალურ ადამიანურ სურვილზე, მიაღწიო მიზანს. ძირითადი თემა ლიტერატურაში იმედთან დაკავშირებით შეეხება აღქმას, რომ მიზნები შეიძლება მიღწეულ იქნეს. 1978წელს, სნაიდერი ესაუბრებოდა ადამიანებს მათი იმედებისა და მიზნების შესახებ. მან გამოყო ორი ძირითადი ინტერაქციული პროცესი, რომელსაც ახსენებდნენ ადამიანები მასთან საუბრისას. ეს იყო გარკვეული გეგმების შემუშავება, თუ როგორ უნდა მიაღწიო მიზანს და მოტივაციის მიცემა საკუთარი თავისთვის, რომ შეესრულებინათ გეგმები. მოგვიანებით ამას სნაიდერმა უწოდა გზები და აგენტობა. და ახალი თეორიაც ჩამოყალიბდა (1994). სნაიდერის მიერ შემოტანილი დეფინიციის თანახმად, იმედიანი აზროვნება შეიცავს რწმენას, რომ შეგიძლია დასახო გზები სასურველი მიზნისკენ და რწმენა რომ შეიმუშავო მოტივაცია ამ გზების გამოსაყენებლად.

მიზანი: ფუნდამენტური კონსტრუქტი იმედის თეორიაში. გულისხმობს, რომ ადამიანის ქცევა არის მიზანზე მიმართული. მიზანი არის განმარტებული, როგორც მენტალური სამიზნეები რაც მართავს ადამიანის ქცევას. მიზნები შეიძლება იყოს მანფესტირებული, როგორც ვერბალური დებულებები, ასვე მენტალური ხატები. მიზნები განსხვავდება ვადის მიხედვითაც - მოკლე და გრძელვადიანი. ასევე განსხვავდებიან სპეციფიკურობით, ღირებულებით, და მნიშვნელოვნებით. სნაიდერი აღნიშნავდა, რომ მიზანი უნდა იყოს საკმარისად ღირებული, რომ დაიკავოს ადამიანის ცნობიერი აზრები. ამის მიუხედავად, კვლევები გვთავაზობენ, რომ ადამიანის ქცევა შეიძლება მართული იყოს არაცნობიერი მიზნებით. 2002 წელს სნაიდერმა დაამატა, რომ ორი ძირითადი ტიპის მიზნები არსებობს: მიღწევის და არიდების. კველვები გვთავაზობენ მოსაზრებას, რომ ადამიანებს იმედი უვითარდებათ საშუალო მიღწევადობის მიზნების მიმართ (Averill, Catlin, & Chon, 1990).


გზები: ადამიანებს აქვთ შემუშავებული შესაძლებლობა, რომ დრო დაყონ წარსულის, აწმყოს და მომავლის ტერმინებში. ამის შედეგად, მათ შეუძლიათ თავიანთი ქმედებების ორგანიზება სასურველი სამიზნე მდოგმარეობის მისაღწევად. გზებზე ფიქრი მოიცავს აღქმულ შესაძლებლობას, დააკავშირო აწმყო და წარმოსახული მომავალი. პლიუს ინდივიდი აღიქვამს, რომ მას შეუძლია შეიმუშავოს ერთი გზა მაინც დასახული მიზნის მისაღწევად. მრავალი გზის შემუშავება არის მნიშვნელოვანი როცა არსებობს დაბრკოლებები მიზნის მისაღწევად. და კვლევები აჩვენებენ, რომ მაღალი იმედის მქონე ადამიანები არიან უფრო ეფექტურები ალტერნატიული მიზნის მისაღწევი გზების შემუშავებაში.

აგენტობა: აგენტობა მოტივაციურ კომპონენტს წარმოადგენს იმედის თეორიაში, და მოტივაცია აღიქმება, როგორც გზების გამოყენების საშუალება, რომ მიაღწიო სასურველ მიზანს. აგენტური აზროვნება მოიცავს საკუთარი თავის, შესაძლებლობების შესახებ აზრებს, რომ წამოიწყო და შეინარჩუნა მიმართულება მიზნის მისაღწებად. კონცეპტუალური გადაფარვა არსებობს აგენტობასა და ბანდურას თვითეფექტურობის ტერმინებთან დაკავშირებით. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ბანდურა თვითეფექტურობის ტერმინს განსაზღვრავს, როგორც სიტუაციასთან დაკავშირებულ შეფასებას, რომელიც ინდივიდს გააჩნია რომელიმე გარკვეული მიმართულების ქცევის განხორციელებისთვის კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ამის საპირისპიროდ, აგენტობა არის თრეიტის მსგავსი აღქმა იმის შესახებ, რომ ინდივიდს შეუძლია იღწვოდეს სხვადასხვა რანჟირების მიზნებისკენ. სნაიდერი(2002). აგენტობა მოიცავს არამარტო შესაძლებლობის აღქმას, არამედ მოქმედებასაც. ამის მიუხედავად კველვაში ნაჩვენებია, რომ აგენტობა და თვითეფექტურობა დაკავშირებულია ერთმანეთთან(Feldman, Davidson, & Margalit, 2014; Magaletta & Oliver, 1999; O’Sullivan, 2011)..

იმედი და ემოციები. ემოციის თეორიის ფარგლებში, კოგნიტური და ემოციური პროცესების მნიშვნელობა ხაზგასმულია. ემოციები არის მიჩნეული, როგორც მიზანზე მიმართული აზრების და აქტივობების გაგრძელება (Snyder, Rand, & Sigmon, 2002). პოზიტიური ემოციები სათავეს იღებს სასურველი მიზნის მიღწევაში აღქმული პროგრესისგან . ამის საწინააღმდეგოდ, ნეგატიური ემოციები არის აღქმული სტაგნაციის ან უკუსვლის შედეგი.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0