x
5 გიჟური იდეა ცივი ომის დროს
image





1) ოპერაცია "წარმოუდგენელი"

ოპერაცია "წარმოუდგენელი" იქნა შემუშავებული ჩერჩილის ბრძანებით 1945 წელს. იგი ივალისწინებდა ომს საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ჩერჩილის აზრით გერმანიის დაცემის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ომი დაიწყებოდა. აშშს და ბრიტანეთს არ მოსწონდათ სამჭოთა ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაში, ჩერჩილს განსაკუთრებით აღელვებდა პოლონეთი.

თავდასხმითი გეგმის უშუალო მიზანი იყო საბჭოთა ჯარების პოლონეთიდან ძალით განდევნა, ხოლო თავდაცვითის ბრიტანეთის კუნძლების თავდაცვის ორგანიზება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა ძალები შეიჭრებოდა დასავლეთ ევროპაში.







2) გეგმა "totality"

გეგმა "totality" ასევე იყო შემუშავებული 1945 წელს და ითვალისწინებდა მასიურ ბირთვულ თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. აშშს ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ჰიტლერის რეჟიმის დაცემის შემდეგ ევროპაში ომი არ დასრულდებოდა, ამიტომ აშშ აპირებდა ატომური დარტყმა განეხორციელებინდა 20 მდე საბჭოურ ქალაქზე რომელთა შორის იყო: მოსკოვი, თბილისი, ლენინგრადი, ტაშკენტი და სხვები.


სინამდვილეში აშშს არ შეეძლო ამ გეგმის განხორციელება რადგან იმ დროისთვის არ ჰქონდა ამხელა ატომური არსენალი. ასევე ატომური დარტყმა ხორციელდებოდა მხოლოდ ავიაციის საშუალებით ამიტომ ამ ოპერაციის წარმატებით განხორციელების შანსი მიზერული იყო.






3) "Operation Dropshot"

ოპერაცია შეიმუშავეს აშშში 1949 წელს. ამ დროისთვის გაყოფილი იყო გერმანია და კორეა, მიმდინარეობდა ომი ჩინეთში და საბერძნეთში. ოპერაცია ითვალისწინებდა ფართომაშტაბიან ომს საბჭოთა კავშირთან. აშშს ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ომი დაიწყებოდა 1957 წელს და ორივე მხარე გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს.







4) "7 დღე მდინარე რეინამდე"

ანალოგიური გეგმა ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში ჰქონდათ საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში იმედოვნებდნენ, რომ "ნატოს" ქვეყნები ატომურ დარტყმას მიაყენებდნენ პოლონეთს, რის შემდეგადაც ევროპაში იმი დაიწყებოდა, დაიბომბებოდა დასავლეთ გერმანია, ბელგია და ნიდერლანდები, რის შემდეგადაც საბჭოთა ჯარი შევიდოდა დასავლეთ ევროპაში რასაც ერთი კვირა დასჭირდებოდა, სწორედ ამიტომ 80 იან წლებში საბჭოთა ჯარი "ნატოს" ქვეყნების საზღვარზე იმყოფებოდა.







5) ოპერაცია "Duck hook"

ოპერაცია შემუშავდა რიჩარდ ნიქსონის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ დროისთვის მიმდინარეობდა ვიეტნამის ომი. ეს ოპერაცია ითვალისწინებდა ჩრდილოეთ ვიეტნამში შეჭრას ატომური ბომბების დახმარებით, ასევე რამოდენიმე ატომური ბომბი უნდა ჩამოეგდოთ ვიეტნამისა და ჩნეთის საზღვარზე, რის შემდეგაც კომუნისტები ვეღარ შეძლებდნენ ჩრ. ვიეტნამის დახმარებას.

1
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯაპან ნიუზ
ჯაპან ნიუზ
90
  
2019, 14 აპრილი, 17:02
ამერიკამ!
იმ ერიკას!
თავი და თავი ომისა არის ამერიკა!
ატომური ბომბი აქვთ და თავი ყარამანი გონიათ...
ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მსოფლიო გაყაო!
სტალინს არ ეკითხებით? ბერიას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებდა, გააგორეს ბერია, დაეცა ქვეყნის ხერხემალი, გადატყდა წელში და პასუხსაც აგებთ ამაზე... აგეს კიდევაც. მას შემდეგ, რაც სტალინი და ბერია გააქრეს, რუსეთი მსოფლიოს რუკიდან ბევრად დაბლა ჩამოახოხიალეს, ანუ როგორც ბრძენი დოჩანაშვილი იტყოდა, ჩამოალაბორანტეს...
0 1 1