x
კატარი ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში
კატარი არის ქვეყანა, რომლის არსებობის შესახებ დედამიწის მოსახლეობის უმეტესობამ არაფერი იცის. 2015 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კატარი აღიარა ყველაზე მდიდარ ქვეყანად.

image

კატარი ნაკლებად ცნობილი ქვეყანაა, უფრო ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ეს ქვეყანა ლიდერობს შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე, კატარელების სიმდიდრე სხვა არაბული ქვეყნების (რომლებიც ბუნებრივი რესურსების წყალობით გამდიდრდნენ) სიმდიდრეს აჭარბებს. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყნისადმი ინტერესი გაიზარდა განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.




image


ქვეყანა მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში სპარსეთის ყურის საპირებზე. ესაზღვრება საუდის არაბეთს ასევე აქვს საზღვაო საზღვარი კუნძულ ბაჰრეინთან.

ფართობი: 11 586 კმ² მოსახლეობა: 2 641 435

კატარის დედაქალაქია ქალაქი დოჰა

კატარი არის ქვეყანა რთული კლიმატური პირობებით. აქ ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია. კატარის თითქმის მთელი ტერიტორია უდაბნოა. მტკნარი წყლის ბუნებრივი წყარო არ არის, სასმელ წყალს ღებულობენ ზღვის წყლის გაფილტვრით. კატარი აბსოლუტური მონარქიაა, აკრძალულია ნებისმიერი ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები.

ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით სპეკულაცია.




image

კატარის ეკონომიკის დიდი ტემპებით ზრდა დაიწყო წინა საუკუნის 80 იან წლებში, მანამდე კატარი იყო ღარიბი ბრიტანული კოლონია სადაც უმეტესად მოიპოვებდნენ მარგალიტს. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც აქ აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ნავთობის საბადოები. ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლიდა მმართველი სულთანის გაუმაძღრობა, ამიტომ ის ტახტიდან ჩამოაგდო თავისმა შვილმა 1995 წელს რის შემდეგაც კატარი იწყებს განვითარების ახალ ეტაპს. დღეს ეთნიკური კატარელების უმეტესობა თითქმის არ მუშაობს, სახელმწიფო ინახავს ყველა უმუშევარ (ეთნიკურ) კატარელს.




image

2015 წლისთვის ქვეყანაშ ცხოვრობდა 2 200 000 მდე ადამიანი აქედან მხოლოდ 13% ია ეთნიკური კატარელი. დანარჩენები არიან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები, რომლებიც მუშაობენ მომსახურების სფეროში კატარელებისთვის. მიგრანტებისთვის კატარში კანონით იკრძალება მიწის მიყიდვა, კანონი არ ეხება ადგილებს სადაც ნავთობის მრეწველობაა განვითარებული.




image

კატარელების სიმდიდრის საიდუმლო მდგომარეობს ბუნებრივ რესურსებში, აქ დიდი რაოდენობითაა ნავთობი და ბუნებრივი აირი. დღევანდელი კატარის მთავარი მიზანია ეკონომიკა ბუნებრივი რესურსებისგან დამოუკიდებელი გახადოს.




image

მშპ 1 სულ მოსახლეზე 113 000 დოლარს უდრის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, შედარებისთვის საკმაოდ განვითარებულ დიდ ბრიტანეთში 41 500 $ ია, საქართველოში კი 10 100 $.

საშუალო ხელფასი 40 000$ ია. 1 ლიტრი ბენზინი კატარში ღირს 0.40$. საშუალო კატარულ ოჯახში 3-4 ავტომობილია.




image

ქალაქი დოჰა კატარის დედაქალაქი. აქ ცხოვრობს მოსახლეობის 90% მდე. ეს არის მოდერნიზირებული არაბული ქალაქი. ქატარი 2022 წელს მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატს რისი უფლებაც ჰქონდა 2010 წლიდან. დოჰაშ შენდება 12 საფეხბურთო სტადიონი

ისლამური ტრადიციები კატარში შესუსტებულია.

0
871
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯაპან ნიუზ
ჯაპან ნიუზ
871
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0