x
გლოვის 5 ეტაპი
გლოვაგლოვა არის უნებლიე ემოციური და ქცევითი რეაქცია მძიმე დანაკლისზე. გამოიყოფა 5 ეტაპი:

1. უარყოფა და იზოლირება

2. გაბრაზება, განრისხება

3. მოლაპარაკების წარმოება


4. დეპრესია

5. მიღება

გლოვის ეტაპები არის უნივერსალური საფეხურები, რომელსაც ადამიანი გადის მძიმე დანაკლისის შემთხვევაში. აღნიშნული ეტაპები ერთნაირად მიმდინარეობს ყველა კულტურის წამომადგენელთან. თუმცა, არ არის აუცილებელი გლოვის საფეხურები ყველა ადამიანთან კონკრეტული თანმიმდევრობით მიმდინარეობდეს. შესაძლოა გამოტოვონ რომელიმე მათგანი, ან განსხვავებული თანმიმდევრობით გაიარონ. ჩვენ ხშირად ვმოძრაობთ ეტაპებს შორის, სანამ მივაღწევთ მატრავმირებელი მოვლენის მშვიდობიან მიღებას. ბევრ ჩვენგანს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო ეტაპს დიდი დრო გვჭირდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გლოვის ეტაპები არის ადეკვატური და ნორმალური პასუხი დანაკარგზე.

1. უარყოფა და იზოლირება

სამწუხარო ამბის გაგებისას პირველი რეაქცია არის რეალური სიტუაციის უარყოფა.

" ეს არ ხდება... შეუძლებელია ეს ჩემს თავს ხდებოდეს..." -ფიქრობენ ხშირად ადამიანები.

უარყოფა არის დამცავი მექანიზმი, რომელიც გვეხმარება უზღვავ და ინტენსიურ ემოციებს გავუმკლავდეთ. ამგვარად, ჩვენ ვემალებით ჩვენთვის სამწუხარო რეალობას.

2. მრისხანება

უარყოფისა და იზოლაციის რეაქცია თანდათან ქრება. სამწუხარო რეაქცია ცხადი ხდება, რისთვისაც მზად არ ვართ. უზღვავი და ინტენსიური რეაქციები გამოიხატება, როგორც მრისხანება და გაბრაზება. მრისხანების სამიზნე ობიექტები შესაძლოა იყოს უსულო საგნები, სრულიად უცნობები, მეგობრები ან ოჯახის წევრები. ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში მრისხანება შესაძლოა მიმართული იყოს გარდაცვლილის მიმართ. ჩვენ ვიცით რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, თუმცა, ემოციურად ჩვენ შესაძლოა განვრისხდეთ ადამიანზე, რომელმაც ტკივილი მოგვაყენა იმით, რომ დაგვტოვა. ამ მრისხანებისთვის ჩვენ ჩვეულებრივად დამნაშავედ ვგრძნობთ თავს, რაც კიდევ უფრო გვაბრაზებს.

3. მოლაპარაკების წარმოება

უმწეობისა და დაუცველობის დროს ხშირად გვჭირდება კონტროლის აღდგენა. რისთვისაც ვიყენებთ "ნეტავ" განცხადებებს:

ნეტავ, სამედიცინო დახმარება ადრე გამოგვეძახა...

ნეტავ, მოგვესმინა სხვა ექიმის აზრი...

ნეტავ, გვეცადა სხვა შესაძლებლობა...

აღნიშნული განცხადებები არის "გარიგების" მცდელობები. ფარულად, ჩვენ შეიძლება გარიგება ვცადოთ ღმერთთან იმისათვის, რომ გადავდოთ გარდაუვალი ტკივილი. ეს არის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი, რათა გავექცეთ მტკივნეულ რეალობას.

დანაშაულის გრძნობა ხშირად თან ახლავს "გარიგებას". ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ შეგვეძლო მოვქცეულიყავით სხვაგვარად და თავიდან აგვეცილა მატრავმირებელი მოვლენა.

image

4. დეპრესია

არსებობს ორი სახის დეპრესია, რომელიც არის დაკავშირებული გლოვასთან.

პირველის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სევდას და სინანულს. საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა გადაერთოს პრაქტიკულ მხარეზე -ხარჯებზე, დაკრძალვაზე. ამ დროს, რაც ადამიანს ჭირდება არის მხარდაჭერა და სიტყვიერი თანადგომა.

სხვა შემთხვევაში, დეპრესია შესაძლოა არ იყოს გარეგნულად გამოხატული. ადამიანი შესაძლოა გამოიყურებოდეს მშვიდად თუმცა, განიცდიდეს ძლიერ სევდას.

5. მიღება

გლოვის საბოლოო ეტაპს ხშირად ადამიანები ვერ აღწევენ. ამ პერიოდში პიროვნება თანდათან იღებს დანაკარგს და ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება. საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა იხსენებდეს მასთან ერთად გატარებულ ბედნიერ პერიოდს. ეს არის სიმშვიდის მოპოვების ფაზა მატრავმირებელი მოვლების შემდეგ.





0
326
შეფასება არ არის
ავტორი:ლოლიტაობოლაძე
ლოლიტაობოლაძე
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0