x
რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპია
image

რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპიის ერთ-ერთი სახეა ალბერტ ელისმა განავითარა. აღნიშნული თერაპია ფოკუსირებულია დაეხმაროს კლიენტებს ირაციონალური აზრების შეცვლაში.


რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპიის ისტორია

ახალგაზრდა ელისმა აღმოაჩინა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან საუბრის ძლიერი შიშით იყო შეპყრობილი. რის დასაძლევადაც მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი. ერთი თვის განმავლობაში ის ახლომდებარე პარკში სეირნობდა და საკუთარ თავს აიძულებდა გასაუბრებოდა 100 სხვადასხვა ქალბატონს. ერთი თვის შემდეგ მან აღმოაჩინა, მისი შიში ქალბატონებთან საუბრის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა.

მოგვიანებით ელისმა განმარტა, რომ მისი ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად თერაპიის განვითარებას, რომელიც აერთიანებს ბიჰევიორალურ სტრატეგიებს, აზრებსა და ემოციებს.


ელისი სპეციალური მოსამზადებელი კურსების შედეგად გახდა კლინიკური ფსიქოლოგი. კლიენტებთან მუშაობისას იყენებდა ტრადიციულ ფსიქოანალიზურ მიდგომას, რომლის შედეგებითაც ის უკმაყოფილი იყო. მან შეამჩნია, რომ პრობლემების მიზეზების გაცნობიერება არ ეხმარებოდა კლიენტებს ქცევის შეცვლაში.

1950 წელს ელისმა შექმნა ფსიქოთერაპიის ახალი სახე. მისი მიზანი გახლდათ კლიენტებს შეძლებოდათ საკუთარი ემოციების, აზრებისა და ქცევების მართვა.

ელისის მიხედვით " ადამიანებისთვის პრობლემების მიზეზს წარმოადგენს არა კონკრეტული საგნები თუ მოვლენები, არამედ მათი ხედვა ამ საგნების და მოვლენების მიმართ." რაციონალურ-ემოციური თერაპიის ფუნდამეტური დებულება არის ის რომ, ადამიანებმა საკუთარი აზრების კონტროლი შეძლონ. როდესაც ადამიანები აღმოაჩენენ საკუთარ ირაციონალურ აზრებს პრობლემები მოგვარდება.

შესაბამისად, რაციონალურ-ემოციური თერაპიის მიზანია ადამიანებმა შეცვალონ თავიანთი არალოგიკური და ირაციონალური აზრები იმისათვის, რომ შეამცირონ ფსიქოლოგიური პრობლემები და მენტალური დისტრესი.

რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპია კოგნიტური თერაპიის ერთ-ერთი პირველი სახეა. ელისმა მისი განვითარება დაიწყო 1950-იან წლებში თავდაპირველად დაერქვა რაციონალური თერაპია. ხოლო, თერაპიის ამ სახეს რაციონალურ-ემოციური ეწოდა 1992 წელს. ელისი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპიის განვითარებისთვის.

ABC მოდელი

ელისი ამბობდა, რომ ადამიანები შეცდომით ადანაშაულებენ გარე ფაქტორებს საკუთარ წარუმატებლობაში თუ უბედურებაში. ის ამტკიცებდა, რომ მოვლენების ჩვენეული ინტერპრეტაცია ხშირად არაასწორია. რის საჩვენებლადაც მან შეიმუშავა ABC მოდელი:

A – Activating Event: სხვდასხვა მოვლენები ხდება გარემოში, ჩვენს ირგვლივ

B – Beliefs: ჩვენ გვაქვს მოვლენების შესახებ ჩვენეული რწმენები

C – Consequence: ჩვენ გვაქვს ემოციური რეაქციები

იმისათვის, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული მოვლენების სწორი ინტერპრეტაცია მოვახდინოთ საჭიროა დავაკვირდეთ ჩვენს რწმენებს, აღმოვაჩინოთ მასში ირაციონალური და არალოგიკური აზრები.


უფრო მეტი რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპიის შესახებ

ირაციონალური რწმენების იდენტიფიცირება
თერაპიის პროცესში თავდაპირველად საჭიროა ირაციონალური აზრების, ემოციების და რწმენების აღმოცენა, რათა გავუმკლავდეთ ფსიქოლოგიურ დისტრესს. უმეტეს შემთხვევებში ირაციონალური აზრები გამოიხატება შემდეგი სიტყვებით " მე უნდა..." ; "ეს აუცილებელია..." ; "მე არ შემიძლია".

ელისის მიხედვით ყველა მეტად გავრცელებული ირაციონალური აზრებია:

1) სხვა ადამიანების შეცდომებზე ზედმეტად გაბრაზება

2) რწმენა იმის შესახებ რომ შენ უნდა იყო 100%-ით კომპეტენტური და წარმატებული ყველა სფეროში

3)რწმენა იმის შესახებ, რომ შენ იქნები ბედნიერი თუ ცხოვრების სირთულეებს და გამოწვევებს ტავიდან აიცილებ

4) რწმენა იმის შესახებ, რომ შენ არ შეგიძლია საკუთარი ბედნიერების კონტროლი. შენი კომპეტერნტურობა და ბედნიერება გარეგან ფაქტორებზეა დამოკიდებული

მსგავსი რწმენებით, ელისის მიხედვით, შეუძლებელია შევინარჩუნოთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ასეთი მოლოდინები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მიგვიყვანს იმედგაცურებისკენ, შფოთვისკენ, სინანულისკენ.

ირაციონალური აზრების შეცვლა
ირაციონალური აზრების აღმოჩენის შემდეგ საჭიროა მათი შეცლა, რაც ამ აზრების არალოგიკურობის დასაბუთებას და მისი რაციონალური მიმართულებით წარმართვას გულისხმობს .

"ინსაიტი" და ირაციონალური აზრების აღიარება

საკუთარი აზრების, როგორც ირაციონალურ რწმენებად დანახვა და მიღება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მათი შეცვლა დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

საკუთარ შეცდომებზე გაბრაზება ბუნებრივია, თუმცა, რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპიის მიზანია რაციონალურად უპასუხო მსგავს სიტუაციებს. შენ ხანდახან ცდები, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან ყველა ადამიანი უშვებს ხოლმე შეცდომას. ის რაც შენ შეგიძლია არის ის რომ, ისწავლო არსებული სიტუაცისგან ბევრი და გააგრძელო მოძრაობა.

მაშასადამე, რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპია იყენებს კოგნიტურ, ემოციურ და ბიჰევიორალურ ტექნიკებს. მისი მიზანია აღმოაჩინოს და შეცვალოს არარაციონალური აზრები და გრძნობები და შეცვალოს ქცევა, რაც დაეხმარება კლიენტს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მოპოვებაში.


რაციონალურ-ემოციურ ბიჰევიორალური თერაპია ეფექტურია სხვადასხვა აშლილობების მკურნალობის დროს. მაგალითად: შფოთვითი აშლილობა, ფობიები... ან სპეციფიკური ქცევითი აშლილობა, როგორიცაა ზედმეტი სომორცხვე...



0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ლოლიტაობოლაძე
ლოლიტაობოლაძე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0