x
მეტყველების დარღვევები
მეტყველების და ენის დარღვევები ხშირად ბავშვებს ხელს უშლის თვითგამოხატვაში და სოციალიზაციაში. მრავალი მშობელი განიცდის თავიანთი შვილების ასეთ მდგომარეობას, რადგან მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა საბედნიეროდ ამ დარღვევების განკურნების მრავალი გზა არსებობს. ენის და მეტყველების დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეძენა პირველი ნაბიჯია ბავშვის დახმარებისთვის.

რა არის მეტყველების და ენის დარღვევა?



image

ენის დარღვევა ადამიანისთვის სწორი სიტყვების მოძებნას და ლაპარაკისას გასაგები წინადადების ჩამოყალიბებას რთულს ხდის. მან ასევე შეიძლება გაართულოს იმის გაგება, თუ რას ამბობს სხვა ადამიანი.ბავშვს შეიძლება უჭირდეს სხვისი გაგება ან ერთულებოდეს თავისი აზრების სიტყვებად ჩამოყალიბება, ან ორივე. მშობელმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ მისი შვილის ლექსიკონი საკმაოდ მწირეა და გრამატიკული შეცდომებითაა სავსე. როცა სხვა მისი ტოლი ბავშვები საუბრობენ და ხუმრობენ, ბავშვს შეიძლება უჭირდეს მათ საუბარში ჩართვა ან თუნდაც ხუმრობების გაგება.შესაძლოა ის მხოლოდ ორ-სიტყვიანი წინადადებებით მოქმედებდეს და უჭირდეს ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემა.


აღსანიშნავია, რომ ენის დარღვევა იგივე არ არის, რაც სმენის ან მეტყველების დარღვევები. ენის დარღვევების მქონე ბავშვებს არ აქვთ პრობლემები სიტყვების გაგებასთან თუ გამოთქმასთან, მათ სირთულეს ენის წესების (მაგალითად გრამატიკის) დაუფლება წარმოადგენს. ისინი უბრალოდ „გვიან არ იდგამენ ენას“, მკურნალობის გარეშე მათი პრობლემები შეიძლება გამწვავდეს და აკადემიური მოსწრების გაუარესებასა და ემოციურ პრობლემებში შესაძლოა გადაიზარდოს.

რაც შეეხება მეტყველების დარღვევას, ეს დარღვევაა, რომელიც სიტყვების წარმოქმნას ხდის რთულს.

ენის დაღვევის ტიპები

არსებობს სამი ტიპის ენის დაღვევა:

1)რეცეპტული ენის სირთულეები - გულისხმობს სხვისი ლაპარაკის გაგების სირთულეებს;

2) ექსპერსიული ენის სირთულეები - გულისხმობს აზრის გამოხატვის სირთულეებს;

3)შერეული სირთულეები - გულისხმობს ორივეს.


მიზეზები

ენის დარღვევები შესაძლოა შეძენილი ან განვითარებადი იყოს. შეძენილი დარღვევა (მაგალითად: აფაზია) ნევროლოგიური დაავადების ან ტრავმის შედეგად შესაძლოა გაჩნდეს, მაგალითად ინსულტის ან ტვინის დაზიანების შედეგად.

რაც შეეხება განვითარებად ენის დარღვევას, ის ყველაზე ხშირი ბავშვებშია. ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები საერთოდ უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე მათი ტოლები. ეს მოვლენა მათ ინტელექტთან კავშირში არ არის, პირიქით ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები ხშირად საშუალოზე მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. მათ ძირითადად პრობლემები აქვთ რეცეპტიულ და ექსპერისულ ენის ათვისების უნართან 4 წლის ასაკამდე.

ენის დარღვევების მრავალი მიზეზი არსებობს, შესაბამისად მხოლოდ ერთის გამოყოფა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მათი დაჯგუფება იმის მიხევით თუ მაგალითად რომელია ორგანული (ანუ გამომდინარეობს ორგანოს დაზიანებიდან):

მემკვიდრული მიზეზები: როცა ენის დარღვევა მემკვიდრეობით გადაეცემა ერთი ან ორივე მშობლისგან.

თანდაყოლილი მიზეზები: როცა ენის დარღვევა გამოწვეულია ორსულობის დროს მიღებული წამლებისგან ან ორსულობის გართულებისას.

პერინატალური მიზეზები: ენის დარღვევები, რომელიც მშობიარობისას ვითარდება.

პოსტანატლური მიზეზები: ენის დარღვევები, რომელიც ჩნდება ორსულობის შემდეგ, მაგალითად დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ნაადრევი მშობიარობით.

ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებით: მაგალითად აუტიზმის სპექტრის აშლილობით.

ორგანული მიზეზების გარდა არსებობს ფუნქციური მიზეზები, რომელიც იმ ორგანოების პათოლოგიებითაა გამოწვეული, რომელთაც მეტყველებისას ვიყენებთ. ენდოკრინულმა მიზეზებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ბავშვის ფსიქომოტორულ განვითარებაზე. გარემოებრივი მიზეზები ასევე დიდი ფაქტორია და საბოლოოდ, ასევე გამოიყოფა ფსიქოსომატური მიზეზები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია.


სიხშირე

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სკოლის ასაკის ბავშებიდან დაახლოებით 5% პროცენტს აქვს ენის დარღვევები, რაც იმას ნიშნავს, რომ ენის დარღვევები ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა.



სიმპტომები

  • ექსპრესიული განვითარების დარღვევის სიმპტომები: შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა მწირი ლექსიკონი, სირთულე სიტყვების დამახსოვრებისას ან ზედმეტად დიდი წინადადების შექმნა.
  • ექსპრეიულ-რეცეპტულის ენის დარღვევის სიმპტომები: შეამჩნევთ მსგავს სიმპტომებს, რომლებიც კომბინირებულებია რეცეპტორულ პრობლემებთან, მაგალითად ისეთ პრობლემებთან, რომლებიც დაკავშრებულია სიტყვების ან ფრაზების გაგებასთან.
  • ფონოლოგიური ენის დარღვევის სიმპტომები: შეამჩნევთ შეცდომებს სიტყვების წარმოთქმასთან დაკავშირებით. .
რაც შეეხება მეტყველების პრობლემებს, ამ დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი ენის დაბმაა, რა დროსაც ადამიანი განიცდის ცვლილებას სიტყვების ორგანიზირებასა და ფლუიდორობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ენა კომპლექსური სისტემაა და მეტყველების დარღვევებს მრავალი სიმპტომი შეიძლება ჰქონდეთ, ჩვენ მაინც შეგვიძლია უმთავრესების გამოყოფა და მათი დაჯგუფება:

  • ექსპერისური ენა : პრობლემა ნათელი ხდება, როცა მშობელი აღმოაჩენს, რომ ბავშვს ძალიან მწირი ლექსიკონი აქვს. მას შეიძლება უჭირდეს ახალი სიტყვების სწავლა, არ შეეძლოს ზმნის უღლება და ა.შ. ისინი შესაძლოა ცოტას ლაპარაკობდნენ და გაუგებრად, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების წარმოთქმის არანაირი პრობლემა არ აქვთ.
  • რეცეპტული ენა: ყველაზე გავრცელებული ნიშნებია, როცა ბავშვებს არ აინტერესებთ სხვისი საუბარი, უჭირთ სხვების საუბრის გაგება და აზრის გამოტანა.
0
139
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0