x
როგორ ახდენს გავლენას მშობლიური ენა ჩვენ მიერ სამყაროს აღქმაზე
ბილინგუალებს ცხოვრებაში უმართლებთ: მათ დასაქმების უკეთესი პერსპექტივა აქვთ, კოგნიტური უნარები უუმჯობესდებათ და ზოგიერთი კვლევების მიხედვით, მათი ეს ნიჭი დემენციის განვითარების შანსსაც ამცირებს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ბილინგვური გონების შესახებ მრავალი კვლევა ჩატარდა, რომელთა უმეტესობა მიგვითეთებდა ერთზე მეტი ენის გამოყენების საგრძნობ უპირატესობებზე. როგორც ჩანს, ახალი ენების სწავლა ტვინის სავარჯიშოსავითაა, რომელიც ტვინს მოქნილობისკენ/მოძრაობისკენ უბიძგებს.

როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური ვარჯიში ჩვენს სხეულს ბიოლოგიურ უპირატესობებს აძლევს, ორი ან უფრო მეტი ენის ცოდნაც ტვინს კოგნიტურ უპირატესობებს ანიჭებს, რაც შემდგომ ასაკში უფრო იჩენს თავს და მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანს. მაგალითად, კოგნიტური დაბერების ნიშნები ბილინგვებს უფრო გვიან ეწყბათ და აგრეთვე დემენცია და ალცჰაიმერის სინდრომიც ასეთ ადამიანებს დაახლოებით 5 წლით უფრო გვიან ეწყებათ.

2015 წელს Psychological Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მკლევრებმა- Panos Athanasopoulos-მა, Emanuel Bylund-მა, Guillermo Montero-Melis-მა და კოლეგებმა გამოიკვლიეს გერმანული და ინგლისურის მცოდნე ბილინგუალები და ასევე მხოლოდ ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანები, რათა გაეგოთ, როგორ ახდენს გავლენას განსხვავებული ენის პატერნები ექპერიმენტში მათ გამოვლენილ რეაქციებზე.



image

საინტერესოა, რომ შარლემანი, ფრანკების მეფე და რომაელების იმპერატორი ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში ამბობდა, რომ სხვა ენაზე ლაპარაკი ახალი სულის შექმნას გავს. ნუთუ შესაძლებელია ისეთი ფუნდამენტური რაღაცის, როგორიცაა კატეგორიზაციის უპირატესობები ადამიანებში, (Harnad, 2005) შეცვლა მხოლოდ ენის კონტექსტის, რომელშიც ასეთი კატეგორიზაცია ხდება, შემოღებით?

მკვლევრებმა ანახეს გერმანულ და ინგლოსურენოვან ბილინგუალებს გარკვეული შემთხვევების ვიდეო კლიპები, რომლებშიც ვხედავდით „მოძრაობას“. მაგალითად, ერთ-ერთში ქალი მიდიოდა მანქანისკენ და მამაკაცი ველოსიპედით მიდიოდა სუპერმარკეტისკენ. შემდეგ მათ სთხოვეს აღეწერათ ეს სცენები.

როცა ასეთი სცენას მონოლინგუალ გერმანელს ანახეს, ის ამ მოქმედებას აღწერს მოქმედების მიზნის გათვალისწინებით, ანუ გერმნაელენოვანი ცდისპირი იტყვის, რომ „ქალი მიდის მანქანისკენ“ ან „მამაკაცი ველოსიპედით მიდის სუპერმარკეტისკენ“, მაშინ როცა მხოლოდ ინგლისურის მცოდნე ადამიანი უბრალოდ იტყოდა, რომ „ ქალი დადის“ ან „მამაკაცი ველოსიპედით სეირნობს“, ანუ ინგლისელი აღწერისას არ აღნიშნავდა მოქმედების მიზანს.

image


ამ ყველაფრის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ გერმანულენოვანი ხალხის მსოფლხედველობა ჰოლისტურია - ისინი მთელ სურათს აქცევენ ყურადღებას, ხოლო ინგლისურენოვანები მხოლოდ სპეციფიკურ მოქმედებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ეს ტენდენცია ლინგვისტურად გრამატიკით იხსნება. ინგლისურ ენაში ვხვდებით ე.წ. „Present Continious“ -ს, როცა გერმანულში მსგავსი დრო არ არსებობს.


ორენოვან ცდის პირებს შორის კვლევამ კი დაგვანახა ურთიერთკავშირი მსგავს გრამატიკულ კონსტრუქტებში ლინგვისტურ გამოცდილებასა და მოქმედების მიზნის ხსენების სიხშირეს შორის.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ეს კროს-კულტურული სხვაობები არ შემოიფარგლება მხოლოდ ენით და ის მოვლენების არავერბალურ კატეგორიზაციასაც მოიცავს. მკვლევრებმა ინგლისელ და გერმანელ მონოლინგუალებს სთხოვეს ენახათ ვიდეოკლიპების სერიები, სადაც „ხალხი დადიოდა, ველოსიპედს ატარებდა, მირბოდა, საჭეზე იჯდა“. ყოველი ამ ვიდეოს შემდეგ ცდისპირებს ეკითხებოდნენ იყო თუ არა მსგავსება ისეთ სცენებს შორის, სადაც მიზანი გაუკრვეველი იყო, მაგალითად ქალი მიდის პარკინგთან მანქანისკენ, მიზანი ნათელი იყო, მაგალითად ქალი შენობაში შედის ან სცენა მიზნების გარეშე, მაგალითად, ქალი უბრალოდ მიდის გზაზე.

გერმანელმა ცდსიპირებმა უფრო დააკავშირეს გაურკვეველი მიზნების მქონე ქცევები გარკვეულ ქცევებთან, ვიდრე ინგლისელებმა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გერმანალები ფიქრობენ ქცევის მომავალ შედეგებზე, როცა ინგლისელები უფრო ფოკუსირებული არიან აწმყოზე.

რაც შეეხება ბილინგუალებს, გერმანულ-ინგლისურენოვანი ცდისპირები ისეთივე მიზანზე ორიენტირებულები იყვნენ, როგორც მონოლინგუალი გერმანელები, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ტესტი გერმანულ ენაზე უტარდებოდათ. მაგრამ მაშინ, როცა ტესტი ინგლისურ ენაზე იყო, ისინი ზუსტად ინგლისელებივით ქცევაზე ორიენტირებულები ხდებოდნენ, ანუ როცა მეცნიერები „უბლოკავდნენ“ ინგლისურს ისინი ზუსტად გერმანელებივით აზროვნებდნენ, და როცა „უბლოკავდნენ“ გერმანულს- ინგლისელებივით.

ეს კვლევები ესადაგება სხვა მსგავს კვლევებს, რომლებიც გვიჩვენებს კავშირს ქცევასა და ენებს შორის. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ისრაელელ არაბებში არაბული სახელები, მაგალითად აჰმედი და სამირი უფრო პოზიტიურ ასოციაცებს იწვევს, როცა არაბულ ენაზე საუბრობენ, ვიდრე ებრაულ ენაზე საუბრისას.

ძალიან ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ სხვა ადამიანად გრძნობს თავს, როცა სხვა ენაზე იწყებს საუბარს და, რომ გარკვეული ემოციების გამოხატვა განსხვავებულ ენაზე განსხვავებულ გრძნობებს იწვევს.

რისკის გათვალისწინებისას, ბილინგუალები უფრო რაციონალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილეებს იღებენ მეორე ენაზე საუბრისას. პირველ ენასთან კონტრასტში, მას აკლია ღრმად ჩამჯდარი, დამაბნეველი მიკერძოებები, რომლებიც ზედმეტ გავლენას მოახდენდნენ რისკებისა და უპირატესობების აღქმაზე .

ასე რომ ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ მართლა ახდენს გავლენას ჩვენს აზროვნების სტილზე.


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0