x
რა გავლენას ახდეს სტრესი სამუშაოს შესრულებაზე?
image

სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი მომდინარეობს სხვადასხვა ფაქტორიდან. ეს შეიძლება იყოს ზედმეტად მომთხოვნი უფროსი, მომაბეზრებელი თანამშრომლები, მეამბოხე სტუდენტები, გაბრაზებული მომხმარებლები, სახიფათო სამუშაო პირობები, ხანგრძლივი მგზავრობები და დაუსრულებელი დავალებები. თქვენი სამუშაოს შესრულებაზე ასევე გავლენას ახდენს ისეთი სტრესორები, როგორიცაა ოჯახური ურთიერთობები, ფინანსები, ძილის ნაკლებობა და მომავალზე შფოთვა. რამდენად შეძლებს ინდივიდი ამ სტრესულ ფაქტორებთან გამკლავებას დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარტივად შეცვლის სიტუაციას, ანდა დამოკიდებულებებს ამ სიტუაციების მიმართ.


დროის ცუდი მენეჯმენტი

სტრესის პოზიტიურ მხარედ შეგვიძლია განვიხილოთ ის ფაქტი რომ, მას შეუძლია აამოქმედოს ადრენალინი და გაუზარდოს ინდივიდს მოტივაცია, სწრაფად შეასრულოს საქმე, მოსალოდნელ ვადებში ჩაეტიოს. დიდი მოცულობით დავალებები, გარშემომყოფების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა და ერთდროულად უამრავი მოთხოვნა, იწვევს ფრუსტრაციის განცდას და პანიკის შეგრძნებას, რომ არ არის საკმარისი დრო, რათა მოხერხდეს სამუშაოს დასრულება. „მუშაობა ზეწოლის ქვეშ: სტრესის მართვა სამუშაო გარემოში“ სტატიის მიხედვით, თუკი არსებული დავალებები იწვევს მუდმივ ზეგანაკვეთურ მუშაობას, ანდა თანამშრომელს უწევს სამუშაო გააგრძელოს სახლში - სტრესმა, რომელიც გამოწვეულია დროის ეფექტურად მართვის შესაძლებლობის არ ქონის გამო, შესაძლოა გამოიწვიოს თანაშრომლის უკმაყოფილება კომპანიის მიმართ და ასევე უარყოფითად იმოქმედოს თანამშრომლის ერთგულების განცდასა და ვალდებულებეზე.



დაძაბული ურთიერთობები

სტრესი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული „გადაწვასთან“ და ზედამხედველებთან დაძაბულ ურთიერთობასთან, ამბობს ბობ ლოსვიკი, ავტორი წიგნისა „ მიიღე ძალაუფლება!: დაძლიე სტრესი და იყავი წარმატებული სამუშაო სივრცეში.“ დახმარების ნაკლებობისა და იმედის არ ქონის კომბინირებული შეგრძნება აყალიბებს მაღალ სენსიტიურობას ნებისმიერ ფორმის კრიტიკის, თავდაცვის, დეპრესიის, სამუშაო უსაფრთხოების მიმართ, იწვევს ეჭვიანობისა და უკმაყოფილების განცდას თანამშრომლების მიმართ, რომლებთაც ერთი შეხედვით ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვთ, საკუთრი თავის მიმართ პატივისცემის დაკარგვას


კონცენტრაციის ნაკლებობა

სტრესი გავლენას ახდენს ინდივიდის შესაძლებლობაზე გაიხსენოს, ის რაც უკვე იცის, მიიღოს ახალი ინფორმაცია და შეასრულო ანალიტიკური ანდა ფიზიკური დავალებები, რომლებიც მოითხოვს კონცენტრტაციას. როდესაც ინდივიდი არის მენტალურად გადაღლილი ყველა სადარდებლისგან, შფოთვისგან, დაძაბულობისგან, რომელიც გამოწვეულია სტრესული გარემოდან, იგი ხდება მეტად მოწყვლადი დაუშვას საზიანო და ფატალური შეცდომები სამუშაოს შესრულებისგან.


გავლენა ჯანმრთელობაზე

საბოლოოდ, თავის ტკივილები, უძილობა, წონის დაკლება/მომატება, წნევები, სტრესი გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა, კუჭნაწლავისა და კუნთოვანი სისტემების მოქმედებაზე, ამბობ რიჩარდ ვეინსტეინი, ავტორი წიგნისა „სტრესის ეფექტი“. თუ თავს არ გრძნობ კარგად, ვერ შეძლებ გააკეთო საქმე საუკეთესოდ.

1
9
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ნებაძე
მარიამ ნებაძე
9
  
2019, 26 თებერვალი, 3:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1