x
რა იწვევს სტრესს?
image

სტრესი შეიძლება გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორით. ეს ფაქტორები კი თავის მხრივ შესაძლებელია გამოწვეული იყოს გარემო თუ გენეტიკური ელემენტებით.

არსებობს მრავლობითი ფაქტორები, რამაც შეიძლება ინდივიდი მიიყვანოს სტრესის განცდამდე. არსებითად, შესაძლებელია ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ცხოვრებაში, გახდეს სტრესის მიზეზი. ინდივიდს შესაძლებელია გამოცდილებაში ჰქონდეს სხვადასხვა სახის სტრესული მოვლენები.

მწვავე სტრესი


მწვავე სტრესს უმეტესად ადგილი აქვს უეცარი ნეგატიური სიტუაციების შემთვევაში, როგორებიცაა შესაძლო ინციდენტისგან თავის არიდება ანდა უცხო ადამიანთამან კამათი. მწვავე სტრესი იწვევს ტიპიურ სტრესულ რეაქციას და როდესაც სტრესული სიტუაცია ჩაივლის, ინდივიდის სხეული და გონება უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

თუ მწვავე სტრესის სიტუაცია განმეორებით ხორციელდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი.

მაგალითები, თუ რა შეიძლება იყოს მწვავე სტრესის მიზეზი

  • მოულოდნელი დაპირისპირება ან კონფლიქტი
  • ჩავარდნები ცხოვრებაში ან არეულობა საკუთარ თავში
  • მოსალოდნელი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება
  • სამედიცინო პროცედურა
ტრავმაა არის მწვავე სტრესის სპეციფიკური ტიპი, რომელიც უფრო მძიმე ხასითისაა და ეხება სიკვდილის მუქარას, დაზიანებას, სექსუალურ ძალადობას. ამ ტიპის სტრესულმა მოვლენამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მძიმე პრობლემები, როგორიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

მაგალითები, რაც იწვევს ტრავმას :

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ფიზიკური შეურაცხყოფა
  • ბუნებრივი კატასტროფები
  • სექსუალური ძალადობა
  • სერიოზული დაზიანება ან ავადმყოფობა
  • დაკარგვა, მაგალითად საყვარელი ადამიანის გარდაცვალება

ქრონიკული სტრესი

ქრონიკულ სტრესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სტრესის განცდა გრძელდება დროის გახანგრძლივებულ პერიოდში. ამ ტიპის შეგრძნებამ შესაძლოა გამოიწვიოს სტრესული რეაქიცების გახანგრძლივება და გამეორებითი აქტივაცია და როგორც წესი, იგი იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას.

ქრონიკული სტრესის გამომწვევი ფაქტორების მაგალითები:

  • ქრონიკული დაავადების ქონა
  • კონფლიქტური ურთიერთობები
  • ზეწოლა სამუშაო ან სასკოლო გარემოში
  • ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანთან ურთიერთობა
  • ფინანსური პრობლემები
  • სამუშაო - პირადი ცხოვრების ბალანსის არ არსებობა
სხვადასხვა პოზიტიურმა მოვლენებმაც შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი - მაგალითად, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - უნივერსიტეტის დამთავრება, ახალი სამსახური, ქორწინება, ახალ სახლში გადასვლა.

1
97
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ნებაძე
მარიამ ნებაძე
97
  
2019, 26 თებერვალი, 3:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1