ვარსკვლავთცვენა - Fashion Award 2018. როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ვარსკლავები?
2018, 12 დეკემბერი, 10:22
ბრიტანული მოდის საბჭოს გადაწყვეტილებით წელს ტრადიციულად გაიმართა მოდის 2018 წლის დაჯილდოება, სადაც ცნობილმა ვარსკვლავებმა თავი მოიყარეს. საღამო 10 დეკებერს გაიმართა ლონდონში. 12 თვის განმავლობაში გამოჩენილი კრეატიულობისთვისა თუ წარმოდგენილი ჩვენებებისთვის დაჯილდოვდა არაერთი ბრენდი თუ დიზაინერი.
რა თქმა უნდა, საღამოს გამორჩეული სტუმრებიც ჰყავდა, რომლებმაც უდიდესი წვრილი შეიტანეს ამა თუ იმ ბრენდების წარმატებაში. საღამოს ესწრებოდნენ ვარსკვლავები: დონატელა ვერსაჩე, სტელა მაკარტნი, ვიქტორია ბექჰემი და სხვა წარმატებული მოდის სახე.
საღამოზე ვარსკლავები წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ. მათ შორის იყო 52 წლის სინდი კროუფორდი ქალიშვილთან, კაია გერბერთან ერთად ყველასთვის ცნობილი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი შავი კაბით იწონებდა თავს ხალიჩაზე.
დოუცენ კრუზის გლამურული ლუქი საღამოდან.
ახალგაზრდა მოდელმა კენდალ ჯენერმა ცეცხლოვანი კაბა არჩია.
საღამოს ესწრებოდა ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი სარა სამპაიოც.
44 წლის ქეით მოსიც ამშვენებდა საღამოს ისევე, როგორც გერბერებისა და ბექჰემების ოჯახები.