x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508755
ექსპერტსაც გააოცებს – 20 საინტერესო ფაქტი სამკაულების შესახებ
მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ატარებდნენ, ვაჭრობდნენ და აფასებდნენ ძვირფას ლითონებს, იშვიათ ძვირადღირებულ ქვებს და საიუველირო სამკაულებს.



image



მაშინაც კი, თუ თვლით, რომ ექსპერტი ხართ მათთან დაკავშირებულ საკითხებში, შესაძლოა აქ იპოვოთ ახალი ფაქტები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.



1. ველურ ბუნებაში ნაპოვნი უდიდესი მარგალიტის წონა, რომელსაც ალაჰის მარგალიტს ან ლაო ძის მარგალიტს უწოდებენ, 6, 3 კილოგრამია.

image


2. სამკაულების კოლექცია, რომელიც აწ გარდაცვლილ დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II–ს ეკუთვნოდა, 57 მილიონ დოლარად შეფასებულია.


image


3. ბრილიანტი „ოკეანის გული“ ჯეიმზ კამერონის ფილმიდან „ტიტანიკი“ მთლად მხატვრული ჩანაფიქრი არაა. იმ საბედისწერო ღამეს ტიტანიკთან ერთად საკმაოდ მსხვილი საფირონი ჩაიძირა.

image


4. ყველა ალმასი დროთა განმავლობაში გრაფიტად იქცევა.

image


5. იმის მიუხედავად, რომ ალმასი ბუნებაში ყველაზე მყარ ნივთიერებად ითვლება, შეიქმნა სინთეზური ნანომასალები, რომლებიც ბევრად უფრო მყარია, ვიდრე ალმასი.

image


6. ალმასი მაღალი სიმკვრივის მიუხედავად საკმაოდ მყიფეა. თუ ჩაქუჩს დაარტყამთ, გაიბზარება.

image


7. საქორწინო ბეჭედი ქორწინებისთვის სავალდებულო გახადა რომის პაპმა ნიკოლოზ I–მა 860 წელს.

image


8. ოპალი 30%–მდე წყალს შეიძლება შეიცავდეს.

image


9. მაღალი ხარისხის ზურმუხტი ბრილიანტზე უფრო ძვირფასად ითვლება.

image


10. სუფთა ოქრო ყოველთვის ყვითელია და ფერს იცვლის მხოლოდ სხვა ლითონების დამატებისას.

image


11. ერთ–ერთ უდიდეს საფირონს „აზიის ვარსკვლავი“ ჰქვია და ახლა სმითსონის ბუნების ისტორიის მუზეუმშია.

image


12. მთელი ოქრო, რომელიც მოიპოვეს მსოფლიო ისტორიაში, შეიძლება შეიკუმშოს 16 მეტრიან კუბში.

image


13. ოკეანეებში დაახლოებით 10 მილიარდი ტონა ოქროა.

image


14. მარგალიტი წარმოიქმნება 10 000 ხამანწკიდან მხოლოდ ერთში.

image


15. მოპოვებული მილიონი ალმასიდან მხოლოდ ერთი ხდება საიუველირო სამკაული.

image


16. ყველა ალმასის ასაკი 3 მილიარდ წელზე მეტია.

image


17. კინოსთვის შექმნილი ყველაზე ძვირადღირებული სამკაული იყო ნიკოლ კიდმანის გმირის ყელსაბამი ფილმისთვის „მულენ რუჟი“. მისი ფასი 1 მილიონი დოლარი იყო.

image


18. ყოველი თვის შესაბამისი 12 ქვა ისრაელის 12 ტომიდან მოდის.

image


19. საქორწინო ბეჭედს ატარებენ არათითზე, რადგან ითვლება, რომ გულისკენ მიმავალი ვენა აქ გადის.

image


20. მრავალი მილიონი წლის შემდეგ მზე ერთ დიდ ალმასის ვარსკვლავად გადაიქცევა.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

კოჰინურის გვირგვინიდან საფირონის გულსაბნევამდე: ელისაბედ II–ის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია

20+ კრეატიული ქუდი სამეფო ასკოტიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო აქტიურად განიხილავს

„შანელის“ ჩანთების კოლექცია: მოდური კლასიკა

ბეჭდის ტარების ყველაზე ექსტრემალური მეთოდი, რომელიც ახლა მოდაშია

ცნობილი ქალები, რომლებიც ბიჟუტერიას ატარებენ და მაინც მდიდრულად გამოიყურებიან

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
118