x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134620
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
სანდრო ეულის ქუჩაზე ახალგაზრდა დაჭრეს
image

სანდრო ეულის ქუჩაზე სროლის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა ავრცელებს.

ის ამბობს, რომ თავად შეესწრო ფაქტს.

"-ვერანდაზე, მეზობელ მაგიდასთან მსხდომ ახალგაზრდებს, პარკინგის ტერიტორიიდან ვიღაცამ, ან ვიღაცებმა იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, შუა ქალაქში, დღისით, მზისით. მინიმუმ ერთი ახალგაზრდა დაიჭრა, სხვა ყველა სასწაულებრივად გადარჩა. " -წერს ნიკა რურუა.


ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

image























0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0