x
მუცლის შებერილობა -მეტეორიზმი.

imageმუცლის შებერილობა ( მეტეორიზმი) ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვების შედეგია.
მეტეორიზმი ჩივილია და არა დაავადება, რომელიც ჯერ მხოლოდ ნიშანია დაავადების განვითარების დაწყებისა და აქედან გამომდინარე მისმა უყურადღებოდ დატოვებამ, სერიოზულ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებამდე შეიძლება მიგვიყვანოს . მოგეხსენებათ დღეს ბევრ ადამიანს დარღვეული აქვს სწორი კვების რეჟიმი, რაც თავისთავად იწვევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას, ეს დარღვევა კი ძირითადად ვლინდება ფერმენტების ნაკლებობით, საკვების ათვისების გაძნელებით და დისბაქტერიოზით (ფაღარათით ან შეკრულობით) .
მეტეორიზმი ხშირად ტვინის ფუნქციური უკმარისობის (ნევროზის ) თანმხლები მოვლენაა, რაც აიხსნება ნაწლავების მუსკულატურის სპაზმით. მეტეორიზმს ისეთი სერიოზული და საშიში მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები.
ყველაზე ხშირად კი მეტეორიზმის გამო უსიამოვნო შეგრძნებები არა მარტო მუცელში აღმოცენდება, არამედ გულის მიდამოში იწვევს ისეთივე სიმპტომურ გამოვლინებებს, რაც პაციენტის მიერ შეცდომით სტენოკარდიად ან მიოკარდიუმის ინფარქტად შეიძლება იყოს აღქმული.
მეტეორიზმის მკურნალობა შედეგიანია იმ შემთხვევაში, როცა ექიმი მეტეორიზმის ნამდვილ მიზეზს დაადგენს. დღეისათვის არსებობს მრავალი კლინიკურად და ლაბორატორიულად გამოცდილი პრეპარატები, რომელთა გარეშეც მხოლოდ ხალხური საშუალებებით ვერაფერს გავხდებით . ამართლებს თუ არა პროფილაქტიკა? -რა თქმა უნდა ამართლებს და ის გულისხმობს ბალანსირებულ და ხშირი ეპიზოდებით კვებას, აქტიურ მოძრაობას, ვინაიდან თუ ადამიანი უმოძრაოდაა მისი შინაგანი ორგანოების ყველა კუნთი მოდუნებულია, რაც ნაწლავებში აირების დაგროვებას იწვევს .

4
3827
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
3827
  
2012, 5 ივლისი, 12:06
ზაფხულია ბევრ ხილს ვჭამთ,აქტუალური თემაა
2012, 4 ივლისი, 13:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 4 ივლისი, 13:08
გმადლობ ...
2012, 4 ივლისი, 12:57
+1 საინტერესო იყო
0 1 4