x
ჰალიტოზი-არასასიამოვნო სუნი პირიდან

imageჰალიტოზი:
HALITUS-სუნთქვა ლათინური
და ბერძნული OSIS- ავადმყოფობა
ეს სერიოზული და ერთ -ერთი ყველაზე გავრცელებული
პათოლოგიაა პლანეტაზე.სტატისტიკურად მაღალი პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე საინტერესოა,
ნუთუ ყველა ადამიანს აქვს ეს დაავადება?! ან ხომ არ არის ეს მდგომარეობა ფიზიოლოგიური
ადამიანისათვის და საერთოდ ძუძუმწოვრებისათვის დამახასიათებელი?
უსიამოვნო სუნი ყოველთვის იწვევს ნეგატიურ
შედეგს, როგორც პირად, ისე სოციალურ ცხოვრებაში, მარტო ის ფაქტი, რომ ძველად (უმეტეს
რელიგიაში ), თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთს პირში უსიამოვნო სუნი ჰქონდა, მეორე მეუღლის
მოთხოვნის საფუძველზე ქორწინება გაყრით სრულდებოდა .
ჰალიტოზი გამოწვეულია არა მარტო სტომატოლოგიური
პრობლემებით, არამედ შინაგანი ორგანოების დაავადებებით.
პირველ რიგში აუცილებელია ვიზიტი
სტომატოლოგთან, რათა გამოირიცხოს კბილების კარიესი, ღრძილების ანთებითი დაავადებები,
ამის შემდგომ თუ პრობლემა რჩება, საჭიროა
თერაპევტის კონსულტაცია, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა და ექიმის მიერ რეკომენდირებული
ლაბორატორიული გამოკვლევები . თუ პრობლემაა შინაგანი ორგანოების მხრივ, არანაირი სავლები
საშუალებები შედეგს არ მოიტანს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად სანამ არ
მოხდება ძირითადი დაავადების მკურნალობა.
მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ დადგენილია რომ პირიდან უსიამოვნო სუნს ნატურალური ყავის
მიღება აქრობს, ცნობილია ასევე ხალხური საშუალებებიც : გვირილა, მუხის ქერქი, ბროწეულის
ქერქი, მაგრამ არცერთს არ ექნება ეფექტი თუ გამომწვევი მიზეზის დადგენა არ მოხდა

1
572
4-ს მოსწონს
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
572
  
თუ თქვენ გაწუხებთ ჰალიტოზი, ნუ იტანჯებით, დაგვიკავშირდით, უსიამოვნო სუნი გადის 5-7 დღეში.
მთლიანად მკურნალობის ხანგძლივობა - 3 კვირა.tempo60@mail.ru თემური
0 1 1