ვარსკვლავები შორენა ბეგაშვილის ფოტო ნიუ-იორკში,თაიმზ-სკვერზე გამოისახა(ვიდეო) გუშინ, 17:02 ![]() მოდელი, მსახიობი და ყოფილი ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერად აშშ-ში მოგზაურობს .ის სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს. ერთ-ერთ მოკლე ვიდეოში, რომელსაც განსაკუთრებით დიდ გამოხმაურება მოყვა თაყვანისმცემლებისგან, ჩანს რომ ნიუ-იორკის ცნობილ „თაიმზ-სკვერის“ დიდ მონიტორზე შორენა ბეგაშვილის ფოტო გამოჩნდა, წარწერით :"SHORENA". „რა მაგარია როცა ბედნიერი ხარ! და არსებობს ადამიანი ვინც გჩუქნის უზომო ბედნიერებას!“ „დარწმუნებული ვარ, როცა გიყურებს ასეთ ბედნიერს, თავად უფრო ბედნიერია ❤️ყველა ქალი უზომოდ ბედნიერი უნდა იყოს“, ბავშვობიდან ვუყურებ ამ ულამაზეს გოგოს❤️ როგორ მიხარია ასეთ ბედნიერ ენერგიას და აურას რომ ასხივებს. "როგორც ეტყობა შორენა ამ კაცს ძალიან უყვარს აბა ბაბუა ეძახე და ასეთი ვისარ ეყვარება ულევი ბედნიერება შემ გადასაღებად გამოიყურები ასაკი რომ მხოლოდ ციფრების კიდევ უფრო ვრწმუნდები და აღარ მეშინია." "სწორ ადამიანთან ყოფნა კიდევ უფრო ალამაზებს შორენას და ნებისმიერ ქალს??❤️არცერთი ქალი არუნდა უნდა შეეგუოს უღიმღამო ცხოვრებას და უბედურებაში ყოფნას. შორენა კი ყველა ქალისთვის სტიმულია ვფიქრობ." „რა მაგარია“, „სულ, სულ იბედნიერე შორე“, „კაშკაშებ“, „ვგიჟდები“, - წერენ "ინსტაგრამზე" კომენტარებში. სოციალური ქსელის მომხმარებლებს დიდი ფიქრი არ დასჭირვებიათ იმაზე, თუ ვის შეეძლო მისთვის ამ სიურპრიზის გაკეთება, შორენას ორიოდე წელია ურთიერთობა აქვს მასზე 23 წლით უფროს მამაკაცთან-მამუკა ურუშაძესთან. ![]() ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შორენა ბეგაშვილს კაცები ნამდვილად არ აკლდა.შორენას პირველი სიყვარული მისივე კლასელი, მისი ქალიშვილის მამა და მეუღლე ზურა ბარბაქაძე გახლდათ.შემდეგ იყო რომანი დავით ბაგრატიონთან, ბიზნესმენებთან დავით ფიფიასთან და ირაკლი ნინიძესთან და ბოლოს კანონიერ ქურდთან ლაშა ბარათელთან მეტსახელად "ჭია". 206 3-ს მოსწონს
|