x
მეტი
  • 01.08.2025
  • სტატია:143650
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515559
ხორცისმჭამელმა ბაქტერიამ აშშ-ში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა
image

Herald Tribune-ეს ცნობით, 2025 წლის დასაწყისიდან აშშ-ის ფლორიდის შტატში ხორცისმჭამელი ბაქტერიის მსხვერპლი ოთხი ადამიანი გახდა.



ბოლო ინფორმაციის თანახმად, საშიში Vibrio vulnificus ბაქტერიით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 13-ს მიაღწია. სიკვდილი ოთხ ოლქში დაფიქსირდა: ბეიში, ბროუარდში, ჰილსბოროში და სენტ-ჯონსში.


ეს ბაქტერია თბილ მლაშე წყლებში ბინადრობს და განსაკუთრებით საშიშია ზაფხულის თვეებში, როდესაც წყლის ტემპერატურა იმატებს. ინფექციას ორგანიზმში ორი გზით შეუძლია შეღწევა: უმი ან ცუდად მოხარშული ზღვის პროდუქტების (განსაკუთრებით ხამანწკების) მიღებით ან დაბინძურებულ წყალთან კონტაქტის შედეგად მიღებული ღია ჭრილობებიდან. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, Vibrio vulnificus იწვევს ნეკროზულ ფასციიტს - ქსოვილების სწრაფ კვდომას, რაც მძიმე შემთხვევებში პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად კიდურების ამპუტაციას მოითხოვს.


image


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფექციის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან სუსტი იმუნური სისტემის, ღვიძლის ქრონიკული დაავადების და კანის ღია დაზიანებების მქონე ადამიანები. რისკის ქვეშ არიან ფლორიდის სანაპირო კურორტებზე ჩამოსული ტურისტებიც.


Vibrio vulnificus-ით გამოწვეული ღია ჭრილობიდან დაინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ია. იმ ადამიანებში, რომელთა ინფექცია სეფსისში პროგრესირებს, როგორც წესი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-მდე იზრდება. ამ ადამიანების უმეტესობა ინფექციიდან პირველი 48 საათის განმავლობაში იღუპება.


რეკომენდირებული მკურნალობა: დოქსიციკლინის და ცეფტაზიდინის კომბინირებული შეყვანა ვენაში.

0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0