x
მეტი
  • 01.08.2025
  • სტატია:143650
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515559
"რა სიბინძურეც აგორდა, მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო" - ვისზე საუბრობს ანა წითლიძე

image


"ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი წევრი, ანი წითლიძე "რუსთაველის გამზირის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას სრულ თანადგომას უცხადებს:


"ეს პოსტი ხაბეზე არ არის.ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება ხაბესთან დაკავშირებით ისედაც ცხადია.ომში, თანამებრძოლს ზურგში დანა არ უნდა ჩაარტყა.თუნდაც გეზიზღებოდეს, ეგ მაინც არ უნდა ქნა თუ სწორი ადამიანი ხარ, სწორი ღირებულებებით.დღეს, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, ყველა ომში ვართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.ერთი თუ დაეცემა მეორემ უნდა წამოაყენოს.ან ყველა ერთად ვიმარჯვებთ ან ყველა ერთად ვმარცხდებით.პაატა ბურაჭულაძე არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.


4 ოქტომბრის ანონნსაც ცოტა გვიან დავეწიე მაგრამ რა სიბინძურეც აგორდა იმის გათვალისწინებით, მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო.ნებისმიერ თარიღს, ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ წინააღმდეგობას რეჟიმის წინააღმდეგ, ვისი დაორგანიზებულიც არ უნდა იყოს მხარს დავუჭერ, დავეხმარები და ბოლომდე ვიბრძოლებ.გინდათ 4 ოქტომბერი იყოს, გინდათ 30 ნოემბერი, გინდათ 31 მაისი.იმის შიშით რომ თუ რამე არ გამოვიდა, "რამე არ შემეტენოს" - გაშავება სწორი არ არის.ასე ომი არავის მოუგია და არასწორი მოლოდინების შექმნაზე არგუმენტები მხოლოდ ნამდვილი მიზეზის დაფარვის მცდელობაა.


ამის დალაგება (არასწორი მოლოდინების თავიდან აცილება) და მესიჯების შეთანხმებაც შეიძლებოდა რომ არა, ვიღაცეების უპირობო ლიდერობის ეგოების დატოლება.მე გამარჯვების მჯერა.დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს.Paata Burchuladze - 4 ოქტომბერს დასრულდება რეჟიმი თუ არა არ ვიცი, იქნებ მანამდეც დასრულდნენ, ან იქნებ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდეს მაგრამ ამ ბრძოლაში, თქვენს გვერდით მიგულეთ "- წერს წითლიძე.


"4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე, " – ამის შესახებ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.







0
161
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
161