საზოგადოება „ბარემ ლინჩის წესზე გადავიდეთ.., მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!!”… - მოროშკინა გუშინ, 14:24 ![]() მე 70-იანელების თაობა ვარ. წარმოიდგინეთ, ჩვენს თაობამდე 25 წლით ადრე მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, სადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა. საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, მაშინ როცა მოღალატე ქართველების ნაწილი სულმოუთქმელად ელოდა ჰიტლერის საქართველოში შემოჭრას. ადგილებსაც კი ინაწილებდნენ რეიხში, მაშინ როცა მათი თანამემამულეები სიცოცხლეს წირავდნენ ფრონტის ხაზზე და საკონცენტრაციო ბანაკებში. . უფრო ადრე, 37-წლის რეპრესიები იყო, სადაც ქართველი ქართველს "მიმოწერის გარეშე" ჯოჯოხეთში უშვებდა.. კიდევ უფრო ადრე იყო ემიგრაციაში გაპარული ქართველობა... ეს ის ისტორიის მოკლე ფრაგმენტია, რომელიც ჩვენს მშობლებსაც კი ახსოვს. მერე უკვე ჩვენ 70-იანელებმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში სისხლი ვღვარეთ, მაშინ როცა ქართველების ნაწილი ავეჯს ყიდდა დუბაიდან, საკუთარ ბიზნესს ამდიდრებდა, დიღმის რესტორნებიც გუგუნებდა ტყვიების გუგუნის პარალელურად. მერე გავა კიდევ ცოტა ხანი და 2008 წელს ქართველ გმირ ბიჭებს თაკარა მზის ქვეშ გასახრწნელად დატოვებენ დაკარგულ სამაჩაბლოში... ასე იყო და ასე იქნება. გმირობა და ლაჩრობა, კარგი და უვარგისი ქართველები, პატრიოტები და მოღალეტეები, ამ დალოცვილ მიწაზე გვერდი გვერდ ცხობრობდნენ, უბრალოდ განსხვავებული მორალით და მადით. ახლაც ეს პროცესია. არაფერია ახალი ცისქვეშეთში... . * * * . მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!! სათითაოდ ხომ დაგვსდევენ და თავის ჭკუაში გვამწარებენ იმ იმედით, რომ რამეს მიაღწევენ. ვერ ხვდებიან, რომ ანგარიშსწორება ძალიან მძიმე იქნება!!! . მე უკვე ვიცი ჩვენიანები, რომლებიც პატარა ანალიტიკურ ჯგუფებს ქმნიან, აღარ დაელოდებიან პოლიციას და თავად გამოააშკარავებენ ქვეყნის მტრებს, მაგრამ განა ეს საქმეა? . მაშინ ბარემ ლინჩის წესზე გადავიდეთ, არადა ალტერნატიული ვარიანტიც არ ჩანს. გუშინ ზუსტად 7 კაცის გამო გადაიკეტა რუსთაველი. მართალია ერთი საათით, მაგრამ ხომ დაიწერეს "გალოჩკა", რომ "მეასოცდამემილიონედი" დღე აქვთ უწყვეტი პროტესტის! მოკლედ არჩევანი მარტივია, ან იწყება პროვოკატორების დაჭერა და გადამართლება, ან ხალხი თავად აიღებს ამ ფუნქციას საკუთარ ხელში! P.S. რუსთაველზე და შემოგარენში თითქმის ყველა კამერა დაზიანებულია! --- წერს პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა. , 182 1-ს მოსწონს
|