საქართველო
"პირდაპირ გეტყვით და არ შემრისხოთ..."- რას წერს შალვა ნათელაშვილი
გუშინ, 12:50

ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი ცოტა ხნის წინ, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს:
"გრანტიჭამია, უზნეო ლიბერალ—პროფესორმა კაჭკაჭიშვილმა, გამოაქვეყნა მორიგი ე.წ გამოკითხვა, რომლის თანახმადაც ჰოი სასწაული და ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველი, რომელმაც ლეიბორისტულია პარტია უკვე ერთი წელია საერთოდ დაბლოკა, თურმე მოწინავე პოზიციებზეა. პირდაპირ გეტყვით და არ შემრისხოთ–სჯობია უყუროთ ბოროტების ცენტრ ტვ იმედს, რომელიც გაშიფრულია და ვიცით რას გვატყუებს, ვიდრე გადავრთოთ ჩვენი საბანკო ძარცვით გახსნილ მეორე სიცრუის ტელევიზიაზე, რომლის პატრონი ჯერ ხელისუფლებაში არაა და ცენზურას იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, მერე რას იზავს ალბათ იოლად მიხვდებით."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც გაირკვა რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნდობის მაღალი მაჩვენებლით სწორედ "ტვ პირველი" გამოირჩევა.
რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71%, საველე სამუშაოები 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში ჩატარდა.