საზოგადოება „ეკლესია თავზე გემხობათ!... დიდებამ დაგაბრმავათ!.. ბევრ რამეს ვერ გაპატიებთ…პატივს აღარ გცემთ… “ - პეტრე კოლხი გუშინ, 11:41 ![]() ღია წერილი შიო მუჯირსარ გემახსოვრებათ, მაგრამ პირობა მოგეცით, რომ თავს არ მოგანატრებდით… სასაუბრო ბევრია, მით უფრო ემოგრაციიდან, როცა შეუიარაღებელი თვალითაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, ჩვენი ავბედითი ქვეყნის ავკარგიანობა… ვაღიარებ, რომ უმძიმესი ჯვარი გერგოთ და გზაჯვარედინზე აღარ იცით, რა მიმართულებოთ გადაუხვიოთ… . ან პირიქით, გააზრებულიც გაქვთ და თქვენი კომპასი ჩრდილოეთს უჩვენებს, რაც ჩვენი მომავლის განადგურებას და დეგრადირებას ნიშნავს… არ მეცოდებით, ეს თქვენი თავისუფალი არჩევანია და ალბათ, ამისთვის წლების მანძილზე ემზადებოდით… ჯერ კიდევ მაშინ, როცა ზაგორსკის აკადემიის სტუდენტი გახდით და ვინ იცის, რა დავალებებს გაძლევდნენ, … როგორც აღმოჩნდა, თქვენთვის არც თუ ისე რთულს… ბევრ რამეს ვერ გაპატიებთ… . ეკლესია თავზე გემხობათ და ისეთი სიმშვიდე გაგაჩნიათ, თითქოს ეს ყცელაფერი თქვენ არ გეხებათ… ვიცი ამ სიმშვიდის ფასიც, ამისთის ხომ თქვენმა კერპმა მილიონები გადაიხადა… თქვენ არ იმჩნევთ, ბოლო დროს გახმაურებულ გაუგონარ ისტორიებს… არ იმჩნევთ კბილებამდე შეიარაღებულ ეპისკოპოს-მონაზონს, იარაღი გართობის საშუალებად რომ უქცევიათ… . არ იმჩნევთ მრუშობაში მხილებულ ეპისკოპოსებს, ბერ-მონაზვნებს, არ იმჩნევთ მოძალადე, აგრესორ სასულიერო პირებს… თქვენ ნამდვილ უბედურებებს არ იმჩნევთ… . არც იმას იმჩნევთ, როგორ უკანონოდ ხდება ეპარქიებში არასრულწლოვნების აღკვეცა და როგორი გაურკვეველია მათი მომავალი… ეს ფაქტი კი, არა მხოლოდ საეკლესიო კანონიკის დარღცევა, არამედ უპირველესად სისხლის სამართლის დანაშაულია… . ცხადია, თქვენ არ იმჩნევთ, მონასტრის ეზოებში კანაფის პლანტაციებს… რის ფასად არ იმჩნევთ ამ ყველაფერს!… ჩემ, დასჯას” ყველაზე ადვილად გაპატიებთ, მაგრამ თქვენი სიბრმავე და სიყრუე, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების წინაშე, უპატიებელია… . მართლა მეგონა, რომ განათლებას და ინტელექტს პატივს სცემდით, მაგრამ თქვენი წიგნიერება ზუსტად ისეთივე ფასადური აღმოჩნდა, როგორც თქვენი სულიერება და სამართლიანობა… თქვენ რომ ღვთის ნამდვილი სიყვარული გაგაჩნდეთ, დამნაშავე ხელისუფლებას არ გაურიგდებოდით და ასე მარტივად, ქვეყნის დაღუპვაში არ მიიღებდით მონაწილეობას… . თქვენ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეთ და თქვენთვის ნანატრ სათავეში მოსვლამდე დასამარდით… პატივს აღარ გცემთ… ანაფორა აღარ არის სიწმინდის და სულიერების სიმბოლო… ის ყცელა მანქურთმა და უსახელომ მოირგო… . იქნებ ჩვენი ბოლო შეხვედრა მაინც გაიხსენოთ, თუ კირიონის და ამბროსის ღვაწლი არ გახსოვთ, როგორ ხელების ბრახუნით მაიძულებდით ბოდიში მომეხადა იმის გამო, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს თურმე ცილს ვწამებდი… . მართალია ის ყვითელი შენობა სიმართლის ხმას ახშობს, მაგრამ გარეთ გამოსულს აუცილებლად დაგხვდებათ თქვენი “სასახელო” ეპისკოპოსების არც თუ ისე სახარბიელო ისტორიები… . ნუთუ ახლაც იმავეს ფიქრობთ, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო, “ცილისწამების” გამო… თქვენ თუ პატივმა და დიდებამ დაგაბრმავათ, ჩვენ მესამე თვალიც აგვეხილა და მოცემულობას მკაფიოდ ვხედავთ… . არ ვაპირებ ემიგრაციაში დიდხანს ყოფნას და არც თქვენ მიერ დაკანონებულ უსამართლობასთან შეგუებას… მე არაფერი მაქვს დასაკარგი, საკუთარი ტყავის გარდა, მაგრამ თქვენი ნება რომ იყოს, ტყავსაც გამაძრობდით… სამაგიეროდ, თქვენ და თქვენ ბანდიტურ დაჯგუფებას ბევრი რამის დაკარგვა მოგიწევთ… . აუცილებლად მოეკითხებათ ხალხისგან მიტაცებული მილიონები, თაღლითურად მისაკუთრებული მიწები, რეზიდენციად ქცეულ სასახლეებში მიწყობილი ბიტკოინები… . ასეთია თქვენი სამართალი, თქვენი სულიერება და მორალი… ეს თქვენმა ტენდეციურობამ და მიკერძოებულმა მიდგომებმა დამაკარგვინა თქვენზე წარმოდგენა… . კვერთხით კი არ ფასობს ადამიანი, ადამიანით ფასობს მიტრაც, წოდებაც და კვერთხიც… არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, თუ წაკითხული არ გაქვთ, რა გემახსოვრებათ, გიორგი მეფის და პიპას დიალოგი, მაგრამ ზოგჯერ სინანულიც დაგვიანებულია, მით უფრო მაშინ, თუ სამშობლოს და ეკლესიას საკუთარი ინტერესების გამო საფრთხეს უქმნი… . თუ ოდნავ მაინც შეგრჩათ ჰუმანიზმი, ამ წერილმა უნდა დაგაფიქროთ… თუ არადა, კიდევ უფრო მეტად შემიძულებთ… თქვენ შემთხვევაში მეორე უფრო მოხდება, სამწუხაროდ… . ცვლილებები გარდაუვალია… ყველა ჩვენგანი საკუთარ ისტორიას ვწერთ… მახარებს ისტორიის იმ მხარეს დგომა, რომელიც არ ემორჩილება რუსულს რეჟიმს… თუ თქვენი სამართალი შერჩევითია და ეს ასეა, მაშინ ჩვენ შორის არ არის ღმერთიც, რადგან იგი უსამართლობას ემიჯნება !.. -- წერს პეტრე კოლხი ემიგრაციიდან. . * * * , ემიგრანტი მღვდლის დღიური,
სუნთქავ, დადიხარ, მოძრაობ, მაგრამ ჯანსაღი გონების, სწორი აზროვნების გარეშე, ცხოვრება მხოლოდ არსებობაა…
ამ ბოლო დროს, საქართველოში რაც ხდება, არ მჯერა უარესი ძველ ქალაქებში სოდომ-გომორში მომხდარიყო, რომ გაანადგურა უფალმა…
ქართველებს, უფრო სწორად, ნაქართველარ ხალხს, ამ ორი ქალაქის ხსენებაზე, მხოლოდ ვიღაცასთან სექსუალური კავშირი ახსენდებათ და დანარჩენი ვაჟკაცობა ჰგონიათ, მაგალითაც ძალადობა, აგრესია, ქალის შეურაცხყოფა…
ხელისუფლებამ ღირებულებების სრული გადაფასება მოახდინა და ევროპულ მიღწევებს ვინ ჩივის, ქვის ხანაში დაგვაბრუნა…
.
“ქართველობას გვართმევენ” ნაწილმა უცხოეთში ისეთები ჩაიდინა და მთელ ერს სახელი გაუფუჭა, თუ ღირსება გაქვს, შეგრცხვება, რომ ქართველი ხარ!..
ქურდობა, ნარკომანობა, ლოთობა, გამოძალვა, თაღლითობა, ის მცირე ჩამონათვალია, რითიც მთელი პლანეტის მასშტაბით ცნობილი გავხდით.
სულიერება, სიწმინდე, კულტურა, თავაზიანობა, განათლება-ფასადური გახდა…
ღრმა ბავშვობაში, მეგობრის დაბადების დღისთვის ვემზადებოდით, სახლის კედელი ჩამოშლილი იყო და ოჯახის დიასახლისმა ხალიჩებით ისე შეფუთა, ყველაზე მახინჯი მხარე, ყცელაზე ლამაზი გამოჩნდა. სტუმრებიც ფოტოებს ხალიჩის ფონზე იღებდნენ, მაგრამ მცირედის გარდა, არავინ იყოდა, იმ ხალიჩის მიღმა, კედელი რომ ჩამოშლილი იყო…
ასეა ქართული ეკლესიის დღევანდელობაც…
ანაფორაში და წვერებში გამოწყობილმა იერარქებმა, მართალია მცირე ნაწილს, მაგრამ დააჯერეს, რომ საქართველო მართლმადიდებლობის დამცველია და ჩვენ რჩეული ერი ვართ…
,
ზუსტად ამ ფასადურმა სულიერებამ გააჩინა ერში თუ ბერში მეტასტაზები და ამისგან განკურნება, თითქმის შეუძლებელია…
ისე, როგორც ებრაელი ერი ეგვიპტის ტყვეობაში დაბადებული, ვერ მიაღწევდა აღთქმულ ქვეყნამდე, რადგან ის ვერ შეეგუებოდა თავისუფლებას,
ქართული ეკლესიის მიერ დამახინჯებულად გამოზრდილი თაობა, არასდროს მოისმენს, რა არის სიმართლე, სანამ თაობები არ გამოიცვლება…
.
სისტემა მაინც იშლება, ხელოვნურად შექმნილი, გარეგნული ეკლესიურობა ნადგურდება. ასეც უნდა იყოს, რადგან არასწორი განვითარება მოხდა…
ქართვველი ერის დღევანდელი სულიერი მდგომარეობა-ცრუ ორსულობას ჰგავს…
ეს სიცრუე ისე მოსწონთ მასებს, სიმართლეს არასდროს გაპატიებენ…
ის, რაც დღეს საქართველოში იქადაგება, ყველაფერია ქრისტიანობის გარდა, ოჯახის სიწმინდის გარდა, ადამიანობის გარდა !…
სიწმინდეს არ ყვირიან, მას ცხოვრების წესით იცავენ…
მასების სამართავად შექმნილი დღესასწაულები, ბაბილონის გოდოლოვით დაიშლება…
და ამ დაშლაში, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც მოჩვენებითობა სულს უხუთავს !..
28. 07. 25
ნიუ იორკი
305 1-ს მოსწონს
|