x
მეტი
  • 01.08.2025
  • სტატია:143645
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515551
„ბიძინა „კრისობას“ არავის აპატიებს!.. ჩვენც ვიყავით თანამდებობებზე, მაგრამ არაფერი წაგვიგლეჯია“ - ხათუნა ხოფერია
image

,

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს:

.


“სრულიად მსოფლიო თაღლითების ისტორიების სიცილ-ხარხარში განხილვის შემდეგ, სიტყვა “ დავაგდე: – დაიჭირეს მთელი ყოფილი მინისტრთა კაბინეტი და იქნებ, ეგეც გავიაროთთქო.

– დეიკიდეო- მითხრა ერთ- ერთმა.

– მკიდია, მაგრამ მაინც-თქო…

– კაცი თავისი სამშობლოს ბიუჯეტის ფულს რომ მოიპარავს, 12, თუ 20 ბინას იყიდის, დასაჭერია, აბა, რა არისო…

- შეიგინა მეორემ…

- ისე, 12 ბინა რატომ უნდა იყიდოო?!.. ჰა, სამი, ჰა, 4… მაგრამ 12- იო?!… გააგრძელა მესამემ პროფესიული, სამედიცინო კუთხით გამხილვა.

.

მოკლედ, დიდი სჯა -ბაასის შემდეგაც ვერ ავედით 12- მდე…

სულ ეს იყო ჩვენი პოლიტიკური დისკუსი…

შევთანხმდით, რომ “ დავიკიდეთ”!!!

.

მე კი, ჩემი მხრიდან დავძენ, რომ… ნუ მიდიხართ თანამდებობებზე ფულის საშოვნელად!... ნუ “ ჩალიჩობთ” დეპუტატობას ფულის შოვნის მიზნით!სახელმწიფო თანამდებობის სკამით ნაშოვნი ფული არა მარტო ჭუჭყიანი და ბინძურია, არამედ, ცოდვიანი და დაწყევლილია!

.

ჩვენც ვიყავით თანამდებობეზე, მაგრამ ხალხისთვის არაფერი წაგვიგლეჯია, ღამეც მშვიდად გვეძინა, შვილებიც გავზარდეთ, ვალები და კრედითებიც ავიღეთ და გავისტუმრეთ სამშობლოს გაქურდვის გარეშეც!

.

სხვათა შორის, არც ბიძინა ივანიშვილს უფათურებია ხელები სახელმწიფო ბიუჯეტში და არც არავის აპატიებს “ კრისობას”!!! თუ არ იცით, იკითხეთ მაინც, იდიოტებო!!! - წერს ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.

0
224
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0