x
მეტი
  • 31.07.2025
  • სტატია:143637
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515520
Fredo Handmade - ერთი ჩანთით დაწყებული 10-წლიანი ისტორია

image

Fredo Handmade-ის ისტორია 2015 წელს დაუგეგმავად დაიწყო. ბრენდის დამფუძნებელმა, სოფო უზნაძემ ხის ლაზერით დამუშავების ტექნიკა მეგობრებისგან გაიცნო, რასაც მოჰყვა პირველი სამკაულების - ბეჭდების, ყელსაბამებისა და სხვა აქსესუარების - შექმნა პირადი მოხმარებისთვის. ჩანთების იდეა სამკაულების პარალელურად გაჩნდა.


თავდაპირველად, სოფოს მიზანი კომერციული სარგებელის მიღება არ ყოფილა - მას უბრალოდ სურდა შეექმნა რაღაც გამორჩეული. თუმცა, როდესაც ნამუშევარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დ პირველი ჩანთა გაიყიდა, მიხვდა რომ ამ საქმეს შეიძლებოდა კარგი განვითარება მოჰყოლოდა.


“10 წელი გავიდა მას შემდეგ და დღესაც კარგად მახსოვს პირველი მყიდველი, მისი ყველა ემოცია..., მაშინ მივხვდი, რომ თუ ერთი ჩანდა გაიყიდა, კიდევ შეიძლებოდა მეტის რეალიზაცია. შემოვიტანე დამატებითი დიზაინ ელემენტები: მოხატვა, მოქარგვა და დავიწყე პროდუქციის განვითარებაზე მუშაობა.”



დღეს Fredo Handmade მომხმარებელს ხელნაკეთი მოხატული და მოქარგული ჩანთების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ - იქნება ეს ევროპა, აშშ თუ დუბაი.


ახალი კოლექციები საკმაოდ ხშირად, წელიწადში მინიმუმ 3-ჯერ გამოდის გაყიდვაში. თუმცა, მზა დიზაინების გარდა, ფრედო პერსონალიზებულ სერვისსაც სთავაზობს მომხმარებელს: ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად შეარჩიოს ნახატი ან ნაქარგი და შეუკვეთოს სასურველი დიზაინი. წელს კოლექციებს ხის ალბომების კატეგორიაც დაემატა, რაც ასევე პერსონალიზებული პროდუქტია.


image


ბრენდის გაყიდვების მთავარი არხი დაფუძნებიდან დღემდე სოციალური ქსელებია, სადაც ფრედოს უკვე 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მიუხედავად იმისა რომ 2015 წლიდან დღემდე კომპანიის მთავარი დაბრკოლება პანდემია იყო, მაშინაც ონლაინ გაყიდვების სტრატეგია ეფექტური აღმოჩნდა, რადგან კრიზისულ პერიოდში გაყიდვების საყოველთაო გაციფრულებას ფრედო უკვე კარგად მომზადებული შეხვდა.


პროდუქტზე მზარდი მოთხოვნა და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, კიდევ ერთი ნიშანი იყო, რომ მეტი ინვესტიცია ბიზნესს კიდევ უფრო გააფართოვებდა, ამიტომ სოფომ გადაწყვიტა დამატებითი ინსტრუმენტის შეძენა პროდუქციის ზრდისთვის. ფინანსური მხარდაჭერისთვის კი პროკრედიტ ბანკს მიმართა:


“ლაზერის აპარატი დაგვჭირდა და სესხისთვის მივმართეთ პროკრედიტს, რადგან ძალიან კარგი პირობები ჰქონდა. თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე ხშირი ურთიერთობა გვაქვს პროკრედიტთან. ჩვენი პარტნიორობაც ძალიან მეგობრული და კომფორტულია - თითქოს ბარიერები არ გვაქვს.”

image

ბევრი ახალი ქართული ბრენდის არსებობის ფონზე ფრედო მყარ პოზიციებს ინარჩუნებს ბაზარზე. მრავალწლიანი სტაჟის მქონე ბრენდს უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად უბრუნდება ფრედოს.


“ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლის ინტერესი სრულად გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პირველ მომხმარებლებს, ნდობისთვის, მხარდაჭერისა და უკუკავშირის გაზიარებისთვის. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩვენი პროდუქციის ხარისხის ზრდაში და თამასის ახალ სტანდარტამდე აწევაში. მათი დამსახურებაა, რომ „ფრედო“ შედგა და კიდევ განვითარებაზე ზრუნავს!“


R

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0