x
მეტი
  • 31.07.2025
  • სტატია:143627
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515520
რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ერთი თვის ხელფასით ყველაზე მეტი ბენზინის შეძენა?
imageწლის პირველ ნახევარში ევროპაში ბენზინის ფასები ძირითადად შემცირდა. გამონაკლისი იყო იანვარი და ივნისის უმეტესი ნაწილი, როდესაც ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო, შემდეგ კი ისეთივე მკვეთრი კლება მოჰყვა. ამიტომ, ივნისის ბოლოს, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ბენზინი უფრო იაფი იყო, ვიდრე იანვრის დასაწყისში, რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის გარდა. ექსპერტების განმარტებით, ამ ქვეყნებში ფასების ზრდა, ზოგადი ტენდენციის საწინააღმდეგოდ, ინფლაციური პროცესებით არის განპირობებული.


დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ინფლაცია პრაქტიკულად უკვე დამარცხებულია, ამიტომ ბენზინის ფასების დინამიკა ნედლეულის ფასზე იყო დამოკიდებული, რომელიც გაიაფდა.


აშკარაა, რომ ბენზინის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მის ფასზე, არამედ მოსახლეობის შემოსავალზეც.


ექსპერტებმა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეადგინეს ევროპის ქვეყნებში ერთი თვის ხელფასით შესაძენი ბენზინის მოცულობის რეიტინგი.



სიის სათავეში ლუქსემბურგი აღმოჩნდა. ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს საშუალო ხელფასით 2800 ლიტრზე მეტი ბენზინის შეძენა შეუძლიათ. საწვავის ფასები აქ ევროპულ სტანდარტებთან შედარებით დაბალია, ხელფასები კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა- 2500 ლიტრით. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნორვეგია, ავსტრია და ირლანდია: მათი საშუალო თვიური ხელფასით 2200 ლიტრზე მეტი ბენზინის შეძენაა შესაძლებელი.



აღმოსავლეთ ევროპის და საერთოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ადგილი რუსეთმა დაიკავა(#15)საშუალო რუსული ხელფასით შესაძლებელია 1360 ლიტრი AI-95 ბენზინის შეძენა.მას მოჰყვება ყაზახეთი, ქვეყანა, სადაც ბენზინი ერთ-ერთი ყველაზე იაფია(1, 30 ლარი ჩვენს ფულზე).


რაც შეეხება აუტსაიდერებს.ბოლო ადგილი მოლდოვამ დაიკავა - იქ ერთი თვის საშუალო ხელფასი მხოლოდ 546 ლიტრისთვისაა საკმარისი, რაც ხუთჯერ ნაკლებია ლუქსემბურგთან შედარებით და ორნახევარჯერ ნაკლები, ვიდრე რუსეთში. მოლდოვას გარდა, ბოლო ადგილებს იკავებენ რუმინეთი, ლატვია, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია - 731 ლიტრიდან-773 ლიტრის ფარგლებში.


რა თქმა უნდა გაინტერესებთ საქართველო, საქმე იმაშია, რომ ჩვენი ქვეყანა 32 ევროპის ქვეყნის რეიტინგში საერთოდ არაა მოხსენიებული, თუმცა ჩვენ თვითონ შეგვიძლია გამოვთვალოთ.2025 წლის პირველი კვარტლისთვის საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 170 ლარია, ხოლო საწვავის AI-95 ის ფასი 3 ლარის ფარგლებშია, გამოდის 723 ლიტრი.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0