x
მეტი
  • 31.07.2025
  • სტატია:143621
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515520
"ხმაურიანი დაჭერები გაგრძელდება!" - ვის დაჭერებს აანონსებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი, ელისო კილაძე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"ცხელი ზაფხულია - ხმაურიანი დაჭერები გაგრძელდება!


ჯერჯერობით, ჩვენების მიმცემი ხალხი არ მოიძებნა-ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!


ახლა ალბათ, ხვდება ღარიბაშვილი რას განიცდიდნენ ირაკლი ალასანიას თანამშრომლები, კაბელების საქმე რომ შეუკერეს და ალასანიაზე ჩვენებას სთხოვდნენ!


ირაკლი ღარიბაშვილზე ახლობელი ბიძინას პოლიტიკაში არ ყავდა, შვილებში არ არჩევდა.


შს მინისტრი გახადა, ორჯერ პრემიერი, თავდაცვაც ჩააბარა! რა მოხდა ასეთი(ფულის გარდა), რომ საბოლოოდ გარიყა?!"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სავარაუდოდ ახლო ნათესავი, ვასილ მხეიძე. გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება.






0
570
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
570